მეგობრობის უნივერსალური ტესტი

ადამიანებს შორის მეგობრობა, ახლობლობა ფაქტიურად მაშინვე გაჩნდა, როცა ადამიანთა რაოდენობა დედამიწაზე ერთს გადაცდა. არავინ იცის ამ მომენტიდან რამდენად გვიან, მაგრამ ალბათ საკმაოდ მალე გაჩნდა ეჭვიც. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ “კიდევ ერთხელ” დარწმუნდნენ ახლადშეძენილი მეგობრის “ნამდვილ ახლობლობაში”. კაცობრიობამ მრავლად შეაგროვა აზრები, იმის თაობაზე თუ სად, როგორ და რა პირობებში უნდა დავრწმუნდეთ იმაში, ახლობელია ადამიანი თუ არა (მაგალითად: “მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა”). მეგობრობა ხანგრძლივი პროცესია და ის თანდათან ყალიბდება. თუმცა ზუსტი დღე და საათი ცოტას თუ გაუზომია, როდის გახდა ადამიანი ახლობელი/მეგობარი. ამიტომ გთავაზობთ უნივერსალურ და ძალიან მარტივ გზას, შეამოწმოთ – არის ესა თუ ის ადამიანი უკვე სათანადოდ ახლო თქვენთვის.

ტესტი:

  • უთხარით მას: “შეჩემა…”

ტესტის პასუხი:


  1. თუ ამ სიტყვით მიმართვის შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ესე იგი ახლობლობა შედგა. წინ დიდი მწვერვალებია.
  2. თუ ამ სიტყვის წარმოთქმისას ადრესატის მიმართ გარკვეულ დისკომფორტს გრძნობთ, ან ენა მისით მიიწევს შემოკლებულ-წაყრუებული ვარიანტებისკენ (შჩ, შეჩე), ესე იგი ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.
  3. თუ ამ სიტყვით მიმართვის შემდეგ ადრესატის მხრიდან იგრძენით მიუღებლობა, მაშინ:
    (a) იგი არ არის თქვენთან ისე ახლოს, როგორც თქვენ გეგონათ
    ან
    (b) მისთვის თვით სატესტო სიტყვაა მიუღებელი და… ამდენი თუ აღარ იცით ადამიანზე, რაღა ახლობლობას ატესტირებთ(?!)

P.S. ტესტის წარმატების აუცილებელი პირობაა არ დაუთმოთ მის მომზადებას 5 წუთზე მეტი, ხოლო შედეგების ანალიზს – 3 წუთზე მეტი

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

მსგავსი პოსტები

About David

Comments

13 Responses to “მეგობრობის უნივერსალური ტესტი”
  1. Giga Pacho says:

    :) ))))))))))))))))))))))))))))

  2. Katiee says:

    ისეთი სერიოზული დასაწყისი იყო, მტელს რთულ ფილოსოფიებს ველოდი :D

  3. Michael Oren says:

    ქუთაისში საფიჩხიაზე ჩხუბი ატყდა,უცნობი მოდის და კითხულობს რა მოხდაო, იქვე ჭიჭიკია იდგა და აუხსნა სიტუაცია:ამჩემანალამ იმჩემანალას შეჩემანალა უთხრაო

  4. David says:

    @Katiee რთული ფილოსოფიები – სხვა ბლოგებზე :D

  5. David says:

    @Michael Oren წერილი მივიღე :) მოგწერთ მალე პასუხს

  6. A_I says:

    LOL :D

    კარგი ტესტია. და ჩვენზე თუ გამოცადა ვინმემ ეგ ტექნიკა, როგორ უნდა მოვიქცეთ ხოლმე? :)

    პ.ს. ინგლისურად როგორაა შეჩემა რამე რომ იყოს? :user:

  7. David says:

    youmine :) ან myou :D ბოლო ვარიანტი ჯობია მგონი :) ტაგებში shechema დავწერე პირდაპირ :)

  8. P.S. da მესამეს ბ) მაგარი იყო : )))

    შეჩემას გოგოებსაც ვეუბნები ხოლმე : ))
    ე.ი. ბიჭს და გოგოს შორის მეგობრობა არსებობს? : )))

    პ.ს. დავით, არ გინდა რომ ქართული კლავიატურა დააყენო კომენტარებში? : (

  9. David says:

    კი მინდა, როგორ არ მინდა :) 1. პლაგინი/სკრიპტი არ მაქვს; 2. ამ სკინში შეიძლება არც იმუშაოს…

  10. me damemarTa erTxel egre xoda agmovachine mesames a varianti. ara ro kitxo dad mTvlida Zmaakcad ravici :D :D

  11. David says:

    ეს ტესტი რასაკვირველია ქმედითი და მუშაა :)

  12. ლენკო says:

    როგორახარ შეჩემა? :)

  13. David says:

    :D Fine, thanks myou :D

Speak Your Mind

Tell us what you're thinking...
and oh, if you want a pic to show with your comment, go get a gravatar!