4 არ უყვართ იაპონიაში, კორეასა და ჩინეთში, რადგან ხმოვანებით ჰგავს სიტყვა “სიკვდილს”. ასევე ის არ უყვარს Nokia-ს – იმდენად, რომ არა აქვს არცერთი მოდელი, რომელიც შეიცავს 4-ს, ხოლო Symbian 9.3-ის შემდეგ პირდაპირ 9.5-ზე გადავიდა.
17 არ უყვართ იტალიაში, რადგან რომაული XVII-დან მიიღება სიტყვა VIXI – “ვცხოვრობდი” (ანუ სხვანაირად – “მოვკვდი”).
13 არ უყვართ დასავლური ცივილიზაციის ქვეყნებში. აქ მიიჩნევენ, რომ 12 არის სასრული (12 თვე, 12 ნიშანი ზოდიაქოში, 12 შტო ბიბლიაში, 12 ღმერთი ოლიმპოზე), ხოლო 13 ამ ყველაფერს არღვევს. ფორმულა 1-ში არ არის მეცამეტე მანქანა. ამერიკაში ბევრგან არ არის მე-13 სართული.
ამ პოსტის მომზადებისას ერთ საინტერესო სურათს გადავაწყდი – შანხაის ერთერთ შენობაში გაითვალისწინეს აღმოსავლური და დასავლური ტრადიციები. შედეგად, იქ არ არის მე-4, მე-13 და მე-14 სართულები:
13-ის მიმართ ევროამერიკულმა “სიყვარულმა” ამოხეთქა “პარასკევი 13″-ის მიმართ შიშში, რომელსაც მეცნიერულად პარასკევადეკატრიაფობია ეწოდება. ფობიებს სახელები ტრადიციულად ბერძნულად ენიჭება, ამიტომაც მოხვდა მის დასახელებაში ჩვენთვის კარგად ნაცნობი “პარასკევი”. სხვათაშორის, თავად საბერძნეთში, რომში და ამჟამად პორტუგალიაში, ესპანეთსა და ლათინოამერიკულ ქვეყნებში გავრცელებულია “სამშაბათი 13″-ის შიში. კიდევ კარგი ეს საქართველოში არ ვიცით, თორემ “მისამშაბათება” ისედაც ცნობილია და ამას კიდევ 13 თუ დაემატება…
მიუხედავად იმისა, რომ ტრისკაიდეკაფობია (13-ის შიში) არ მახასიათებს, ისტორიულად დამჩემდა, რომ ყველა ჩემს საიტზე 13-ს გამოვყოფ ხოლმე. ასე მოხდა ამჯერადაც.
მომავალ, მეთოთხმეტე პოსტამდე
UPD: ნატოშამ შემახსენა კიდევ ერთი ცნობილი ფობია – 666. რამ დამავიწყა?! მას მეცნიერულად Hexakosioihexekontahexaphobia ქვია და საქართველოში ყველაზე მეტად არის გავრცელებული. განსხვავებით იმავე 13-სგან, რომელსაც ზოგიერთი მაინც თვლის ბედნიერ რიცხვად, 6-ების შემთხვევაში უდიდესი უმრავლესობა ერთსულოვანია. შედეგად, მანქანაზე ყველა ერიდება 666 ნომრის ტარებას (ბათუმში ერთ დროს გავრცელდა მოარული ისტორია, რომ ერთმა არც თუ ღარიბმა ადამიანმა მერსედესი ნომრით XXX-666 ხრამში გადაჩეხა მხოლოდ ამ ნომრის გამო. რამდენად მართალია არ ვიცი…). მაგთის ნებისმიერ ოფისში დღემდე შეგიძლიათ ნახოთ (899 კოდშიც კი) ულამაზესი ფასიანი ნომრები, რომელთაც არავინ ეკარება 6-იანების სიმრავლის გამო. ვისაც დიდი გართულება არ გაქვთ, კარგ კომბინაციებს შეიძლება გამოკრათ ხელი (ჩემს ორ ESM-ელ მეგობარს თავის დროზე გაუმართლა და როცა უკვე 899 სანთლით საძებარი იყო 899 X66666 ნომრები შეხვდათ საჩუქრად).
პოსტზე დიდი აფდეითი გამომივიდა
ახლა კი ნამდვილად მომავალ, მეთოთხმეტე პოსტამდე

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ალერგოლოგიის კათედრაზე, 665 ოთახის მერე 667 მოდის პირდაპირ (არა, 666 არც მოპირდაპირე მხარეს არაა
და საერთოდ არ არსებობს იქ )
უი სირცხვილო, ეგ გამომრჩა. მაგის შიშს Hexakosioihexekontahexaphobia ქვია და საქართველოში მოდებულია.
13 ჩემი ბედნიერი რიცხვია, დაჟე
პოსტი დავააფდეითე და ზომაში ორჯერ გაიზარდა
ისე საიტერესოა თუ რა დროიდან მოდის ჩვენთან 13ის ან 666-ის შიში? და გვქვს თუ არა რომელიმე ეროვნული საძულველი ციფრი?
დღეს ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობი პატრული შემხვდა და ჯარიმა იმის გამო დამიწერა 666 ნომერი რატო გაქვსო
მაპატივეთ და მა X6 ნოკიასი 9.4-ზე არაა ბაზირებული? ან N97. ნოკიას გული მოულბა 4-იანზე უბრალოდ 4-სერიის მოდელები არ აქვს.
ნოკიაში 9.4-ს არ უწოდებენ მაგ ვერსიას – ოფიციალური დასახელება არის 9.5
ყველა ჩემმა თანამშრომელმა მობილურის კარტაზე სამი ცხრიანი აფხიკა:)) შეაბრუნებ და სამი ექვსიანიაო! ! ! აბაააა:)))))))
ეგ მარტო საქართველოში კი არაა მასე – მაგალითად პეჯომ 605-ის შემდეგ პირდაპირ 607 გამოუშვა, რადგან 606 ძაან წააგავდა ზემოთხსენებულ კომბინაციას
ეს რა გადასარევი ბლოგი აღმოვაჩინე <3
მე მიყვარს 13, იმიტომ რომ მართალია კვირას (და არა პარასკევს), მაგრამ 13-ში ვარ დაბადებული & I'm proud of it! (kinda
)
13-ში დაბადებულები ცალკე თემაა
ერთი ჩემი მეგობარი 13-შია დაბადებული და ამ რიცხვში ორი სამსახური აქვს ნაპოვნი
13-ზე ცრურწმენა რამდენჯერმე “გამიცრუვდა”, თან პარასკევზე და 13ზე ერთად. მას მერე არაფერს ვერჩი
666 ერთად მქონდა ჩემს გერმანულ ნომერში და მე არ მაწუხებდა, ვინც კრებდა ძირითადად ისინი წუწუნებდნენ და მერე იმავე ნომერში მიყოლებული 777–ით იმშვიდებდნენ თავს
სხვათაშორის ციფრ 6-ს უფრო ღრმა დეფინიცია აქვს ორთოდოქსულ სწავლებაში და არამარტო რელიგიური კუთხით, ამიტომ გასაკვირია თქვენი ცოტა დამცინავი შეხედულება ამ ყველაფერზე
მაგალითად მათემატიკიდან ცნობილია რომ ციფრი 6 არის ყველაზე მცირე სრულყოფილი რიცხვი, ანუ სრულყოფილ რიცხვთა სია იწყება ექვსიანით. სრულყოფილია რიცხვი, რომლის გამყოფთა ჯამი (ასევე (!) ექსკლუზიურად 6-სთვის კი მისი დადებით გამყოფთა ჯამის ნახევარი) წარმოადგენს გასაყოფ რიცხვს. ციფრი 6-ის გამყოფებია 1,2,3. მათი ჯამი 1+2+3=6, ასევე ყველა დადებითი გამყოფის ჯამის ნახევარი [1+2+3+6]/2=6………
ციფრი 6 არის გოლომბის სახაზავის (Golomb ruler) მაქსიმალური ნიშნულიც, იმის გამო რომ ციფრი ექვსი სრულყოფილია (perfect), გოლომბის სახაზავსაც ეწოდება სრულყოფილი. ამ სახაზავის ფენომენი ალბათ გსმენიათ….. ვერავითარი ადამიანური ძალებით ვერ მოხერხდა მისი გაუმჯობესება და ანალოგიური მათემატიკური პრინციპის მოძებნა სხვა ციფრებისთვის, რისთვისაც Distributed.net-მა ძალიან დიდი პროექტი დაიწყო (ნახეთ ნეტში).
ისე კი, ათობითი სისტემის ციფრებით (რომელთაგან თითოეული უნიკალურია), ადამიანს შეუძლია აღწეროს ნებისმიერი მოვლენა, მთელი სამყარო. ალგორითმები არ არის საკმარისი თორემ…. მოკლედ თითეული ციფრი თავის თავში იმაზე მეტს იტევს, ვიდრე ეს ფურცელზე დაწერილით ჩანს, მითიმეტეს XXX-666 ნომრიანი მანქანა. თუნდაც ის რომ, ნებისმიერ ორ ციფრს შორის, შეიძლება ჩაეტიოს რიცხვთა უსასრულო რაოდენობა. პარადოქსულია არა? შენ გაქვს საზღვარი ზემოთაც და ქვემოთაც, მიუხედავად ამისა, მათ შორის რიცხვების განუსაზღვრელი რაოდენობაა თავმოყრილი
0 და 1. მათ შორის კი: 0.1, 0.2, 0.3, 0.4, 0.49, 0.85, 0.999999, 0.999999999 და ა.შ.
დიდი მადლობა ასეთი განვრცობილი კომენტარისთვის. ჩვენთვის ღიმილის მიზეზი არის ადამიანების რიცხვებთან დაკავშირებული არამეცნიერული ცრურწმენები. გასაგებია, რომ ბევრ ამ დებულებას აქვს მეცნიერული დასაბუთებაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ ცრუმორწმუნეთა უდიდესმა უმრავლესობამ მათ შესახებ არც კი იცის
ისე კი რამდენი რამეა ჩვენი ცოდნის მიღმა და ელოდება შეცნობას…… და რა აზარტია, როდესაც რაიმე აღმოჩენას გააკეთებ, რაიმე ისეთს გაიგებ, რაც კაცობრიობის არსებობის მანძილზე არავინ იცოდა და არც ახლა იციან, სანამ თავად არ აუწყებ მათ ამის შესახებ….. მაგ წუთამდე, შენ ერთადერთი ხარ, ვისაც სამყაროს რომელიღაც, აქამდე უცნობი საიდუმლოება გაენდო….. სასიამოვნოა, ნამდვილად