ხვალ დიდი ამბები იწყება

მოუსმინეთ ქართული ინტერნეტის (ქარნეტის) ნებისმიერ კრიტიკოსს: რითი დაიწყება და სავარუდოდ – დამთავრდება მისი საუბარი? დიდი ალბათობით გაიგონებთ: “მთელი ქარნეტი ერთი დიდი ვარეზია” ან “რეალურად საინტერესო საიტი ერთი-ორია”. რეალურად ასეც არის ალბათ, რადგან აუდიტორიის სიმცირის გამო ბევრი თავს არიდებს რუსულ და ინგლისურ ანალოგებთან კონკურენციას; საკუთარის, ახლის, გამორჩეულის შექმნა კი როგორც ჩანს ვერ ხერხდება.

8-10 აპრილს თბილისში იწყება Social Innovation Camp (SIC-Caucasus), რომელიც სხვა მიზნებთან ერთად შეეცდება ქარნეტში ახალი იდეების და problem-solving საიტების იდეების თავმოყრას.

Social Innovation Camp

SICamp

რას ნიშნავს SIC-Caucasus, მათ საიტზეც შეგიძლიათ ნახოთ, აქ კი მოკლედ გეტყვით: წარდგენილი ათეულობით იდეიდან შეირჩევა 6, რომელზეც 2 დღის განმავლობაში იმუშავებს საერთაშორისო ჯგუფები – იდეის ავტორის, ვებ-მასტერის, მარკეტოლოგის და სხვა საჭირო ადამიანების შემადგენლობით. შედეგად, ორი დღის ბოლოს დაიდება ჩამოყალიბებული პროექტები (მათი განხორციელების კონკრეტული გეგმითურთ). ასევე, გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი, რომელსაც გადაეცემა ბიუჯეტი (3000 € თუ $) მისი განხორციელებისათვის.

სკეპტიკოს-პესიმისთებს რა გამოლევს, მაგრამ პირადად მე დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ ღონისძიებას და იმედი მაქვს, მის შემდეგ ქარნეტში რამდენიმე საინტერესო და საჭირო საიტი გაჩნდება.

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

მსგავსი პოსტები

About David

Comments

2 Responses to “ხვალ დიდი ამბები იწყება”
  1. მინდა :უსერ: რა დროს არ ვარ მანდ :(

    თუ ორგანიაზაცია კარგად გაუკეთდება და ბევრი იდეები იქნება წესით ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს. მართალია 3000 ევრო თუ დოლარი არც ისე დიდი თანხაა პროქტის ამოსაწევად თუმცა დასაწყისისთვის და ჩამოყალიბებული იდეისთვის დიდი სტიმული იქნება.

    იმედია რამე ძალიან საინტერესო პროექტს შეიძენს ქარნეტი ამ ივენთის შედეგად.

Speak Your Mind

Tell us what you're thinking...
and oh, if you want a pic to show with your comment, go get a gravatar!