sCool: Schools. Cool schools. You choose.

სოციალური ინოვაციების ბანაკი (SIC-Caucasus) დამთავრდა. მან ყველა პოზიტიური მოლოდინი გაამართლა და გადააჭარბა კიდეც. 2-დღიანი მუშაობის შემდეგ 6 სხვადასხვა საერთაშორისო ჯგუფის მიერ დაიდო 6 პროექტი. მათ შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ბანაკის საიტის შესაბამის გვერდზე. მე კი იმ პროექტზე გიამბობთ, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მივიღე.

თავდაპირველად, 6 იდეა წარდგენილი იქნა ავტორების მიერ. ნებისმიერ მსურველს შეეძლო ნებისმიერი იდეის გუნდში ჩაწერილიყო. ცოტა ვისმინეთ თუ ბევრი – მე, ლექსო ხუბულავა (ეს ისაა, ვისიც jobs.ge-ა) და თეა ხარიტონაშვილი (ეს კი ისაა, ვისიც convert.ge-ა) ერთ გუნდათ მივედით ერევნიდან ჩამოტანილ იდეასთან: გაკეთდეს საიტი, რომელიც მოეხმარება მშობლებს სკოლის შერჩევაში და არსებული სკოლის შესახებ გამოცდილების გაზიარებაში.

მე გუნდში რასაკვირველია მარკეტინგის მიმართულება დამევალა. შედეგად, პროექტისთვის მოვიფიქრე დასახელება sCool – ნაწარმოები სიტყვებიდან School (სკოლა) და Cool (“მაგარი”). სლოგანიც ამ ორი სიტყვის კავშირს უსვამს ხაზს:

sCool logo

ძირითადი ლოგო

სახელის შერჩევის პროცესშივე შემოწმდა დომენის თავისუფლება სამივე სამიზნე ზონაში (.ge, .am, .az). თანაგუნდელების დახმარებით მოხდა საიტის ლოკალური ლოგოტიპების შექმნა, თარგმნილი სლოგანებით:

sCool local logos

ლოკალური ლოგოები

ეს ყველაფერი დავაგვირგვინეთ პატარა პრეზენტაციით:

გუნდებს ევალებოდათ საიტის როგორც მინიმუმ მონახაზის სახით წარდგენა. ჩვენ გუნდში აღმოგვაჩნდა Joomla-ს მცოდნე ადამიანი, რომელმაც 2 დღის ბოლოს ფაქტიურად მუშა საიტი შექმნა. რასაკვირველია, “ხელის შევლება” თითქმის ყველგან საჭიროა, მაგრამ გირჩევთ მიყვეთ ბმულს და შეაფასოთ ნამუშევრის მასშტაბი: scool.ge

მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენი პროექტი ლამის საუკეთესოდ მიიჩნეოდა, ორ გამარჯვებულს შორის ის ვერ მოხვდა. ვინც გაიმარჯვა, იმათგან ერთი, ქართული პროექტი GiveMeInfo-ა, რომელიც საჯარო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის არგაცემის ან დაგვიანების შემთხვევებს აღრიცხავს. ამ პროექტს “კოჭებშივე” ეტყობოდა ძალა და მთელ დარბაზს გაეხარდა, რომ გაიმარჯვეს. აი მეორე პროექტს რაც შეეხება, მის გამარჯვებას ყველა ერთსულოვნად არ დათანხმებია: SaveTheTrees ცდილობს გადაარჩინოს ხეები ერევანში. როგორც ჟიურიმ აგვიხსნა, პროექტი გამოირჩევა ვიწრო სპეციალიზაციით ერთ პრობლემაზე და სწორად შერჩეული ტექნოლოგიით (ushahidi არის სპეციალური პლატფორმა სოციალური ორიენტაციის პროექტებისთვის; ჩვენ მის შესახებ მხოლოდ ბანაკის დამთავრების შემდეგ, სემინარზე შევიტყვეთ).

როგორც ყველა შეჯიბრში, აქაც ჟიურის გადაწყვეტილებით ყველა კმაყოფილი ვერ იქნებოდა. თუმცა, რაზეც ყველა შევთანხმდით, იყო ის, რომ 2 დღეში 6 განსახორციელებლად მზა პროექტის შექმნა არის წარმოუდგენელი შედეგი, რაც რეალობა გახდა. პირადად ჩემს ნებაზე რომ იყოს, ასეთ ბანაკს თვეში ერთხელ ჩავატარებდი. ეგებ ამან მაინც გააჩინოს ქარნეტში საინტერესო პროექტები.

P.S. ახლახანს აღმოვაჩინე ვიდეო ბანაკის შესახებ:

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

მსგავსი პოსტები

About David

Comments

8 Responses to “sCool: Schools. Cool schools. You choose.”
  1. როდის იქნება კიდე? :| ძალიან მაინტერესებს ეს საქმე, პროექტების შექმნაც მიყვარს, რა კრიტერიუმები იყო მონაწილეობის მისაღებად?
    ძალიან სასარგებლო პროექტი ჰქონია შენს ჯგუფს დავიდ, სკოლის არჩევანი არ არის იოლი საქმე.

  2. David says:

    http://sic-caucasus.net აქ არის მთელი ინფორმაცია მოკრებილი :)

  3. ვნახე ეს ლინკი ადრეც, მაგრამ რეგისტრაცია დამთავრებული იყო მაშინაც და აღარ ჩანს მოთხოვნები.

  4. David says:

    რეალურად კრიტერიუმები იყო ძალიან მარტივი: უნდა წარგედგინა იდეა და დაგესაბუთებინა, რით დააინტერესებდა იგი მომხმარებელს, რა პრობლემას მოაგვარებდა, რა ტექნოლოგიებს გამოიყენებდა ამისათვის და როგორ იქნებოდა უზრუნველყოფილი პროექტის მდგრადობა დროის განმავლობაში. და ეს ყველაფერი დაახლოებით 100 სიტყვაში უნდა ჩაგეტია :)

  5. გაიხარე შენ :)
    მმმ შევინახო იდეები ახლა მომავალი ჯერისათვის თუ როგორ :|

  6. Landish says:

    უშაჰიდის შესახებ მეც მანდედან გავიგე სხვათაშორის :|

  7. უშახიდები, მწვანეები და ხეზე ჩახუტებები მანდაც პოპულარული ხდება? :D

    sCool is cool, მომეწონა სახელიც და იდეაც. ისე შედეგი? ანუ ამ პროექტების სერიოზულად განვითარება შემდგომში ავტორის ნება/სურვილი/ენთუზიაზმზეა დამოკიდებული თუ რაიმე ხელშეწყობა (მორალური უფრო) ექნება?

  8. David says:

    გამარჯვებულ პროექტებს 3-3 ათასი დოლარი გადასცეს გასავითარებლად. აი sCool-ს რა ბედი ეწევა, ჯერაცაა არ ვიცი…

Speak Your Mind

Tell us what you're thinking...
and oh, if you want a pic to show with your comment, go get a gravatar!