Post-election Post

30 მაისი დამთავრდა. თან გაიყოლა მაგთის წამახალისებელი გათამაშება და ადგილობრივი თვითმართველობის, თბილისის მერისა და საპარლამენტო შუალედური არჩევნები. დადგა 31 მაისი… და ყველა ველოდებით, აღმოჩნდება თუ არა “ქრონიკის” პროდიუსერთა ჯგუფში ნოსტრადამუსის შთამომავალი და გაგვითენდა თუ არა “მოდელირებულ ქრონიკაში” აღწერილი დღე. მანამდე კი – რამდენიმე სიტყვით გასული კამპანიისა და მასშივე ჩადებული სამომავლო მარცხის შესახებ:

წარმოიდგინეთ, რომ…

<suppose>

გაცვიათ დიდი ხნის ნაყიდი ფეხსაცმელი. ფეხი მას თითქოს უკვე მიეჩვია და აღარსად გიჭერთ. შესახედაობაც არ დაუკარგავს და ქუსლიც ცოტა ხნის წინ შეუცვალეთ. მაგრამ ისიც იცით, რომ დიდი ხანი სიარულისას ფეხი გტკივდებათ და ჰაერსაც ცუდად ატარებს. მოკლედ, რადგან ნაყიდია ხმარობთ, თუმცა თუ უკეთესი გამოჩნდება – შეელევით და შეცვლით.

ამ დროს ხედავთ რეკლამას, სადაც გპირდებიან რევოლუციური, უპრეცედენტო, უნიკალური ტექნოლოგიებით შესრულებულ ფეხსაცმელს, რომელიც თქვენი ფეხის ტერფს იმეორებს, ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე, ღირს ფაქტიურად არაფერი და გამოიყურება იმაზე უკეთესადაც კი, რაც ახლა გაცვიათ. თქვენ ის გინდათ, თქვენ ის გესიზმრებათ, თქვენი სიცოცხლე უმისოდ შავთეთრია.

შემდეგ რთავთ ტელევიზორს და ხედავთ შემდეგ სურათს: ამ ფეხსაცმლის ტყავის შემქნელს ჩაუთვლია, რომ ძირს თვითონაც მშვენივრად მიაკერებს – და საკუთარი ფეხსაცმელი გამოუშვია… ძირების მწარმოებელს ჩაუთვლია, რომ მთავარია ძირი იყოს გამძლე, თორემ ზევით რა იქნება, იმხელა მნიშვნელობა არა აქვს – და საკუთარი მოდელი გამოუშვია… შემდეგ ხედავთ, რომ ეს ორი ერთად გამოდის ეთერში და ამბობს, რომ შეთანხმება შესაძლებელია, ოღონდ თუ ფეხსაცმელს არ ექნება თამასა… თამასის მწარმოებელი ამბობს, რომ მის გარეშე ფეხსაცმელი წარმოუდგენელია… მოკლედ, თქვენ ყოველდღიურად ხედავთ თქვენს საოცნებო ფეხსაცმელს და იმას, თუ როგორ ვერ თანხმდებიან მისი შემქმნელები, რომ დააყენონ საშველი და დაიწყონ მისი წარმოება.

ამავე დროს, თქვენი არსებული ფეხსაცმლის მწარმოებელმა მოაგროვა მომხმარებლის feedback (он же – უკუკავშირი) და გამოაცხადა, რომ “მიუხედავად იმისა, რომ ბევრს აკეთებს გაუმჯობესებისათვის, გასაკეთებელი კიდევ ბევრია” და ცვლილებები შეიტანა არსებულ მოდელში, რათა ფეხს აღარც ეტკინოს და აღარც დაცხეს.

თქვენს თვალწინ დგება არჩევანი: დაელოდოთ რევოლუციურ ფეხსაცმელს, თუ კი ის ოდესმე მაინც იწარმოება, ან წახვიდეთ და იყიდოთ თქვენი შეჩვეული ფეხსაცმლის ახალი ვარიანტი, რომელიც როგორც მინიმუმ იმაზე უარესად არ გეჩვენებათ რაც ახლა გაცვიათ, დღესვე ხელმისაწვდომია და თანაც ახალ კომფორტსაც გპირდებათ.

რას აკეთებთ თქვენ?

</suppose>

არის კიდევ კითხვები?

მსგავსი პოსტები

12 thoughts on “Post-election Post

  1. პრინციპი გასაგებია, თუმცა შესადარებლად ალბათ უფრო უკეთესი მაგალითის მოძებნა შეიძლებოდა…
    ფეხსაცმელი ერთია და შენ გაცვია, მერი კი მმართველი პარტიის ფუნქციონერია და მისი თანამოძმეები ცუდ რამეებს სჩადიან

    • გიგა, დამიჯერე – ადამიანი არჩევანის გაკეთების დროს ერთი და იგივე, სამომხმარებლო კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. თუ მას პროდუქტი ზუსტად არ ჩამოუყალიბე, იგი მას არ აირჩევს / არ იყიდის.

      რატომაა მაგალითად რომ საავტომობილო ბრენდებს, რომლებიც დამკვიდრებას ცდილობენ ბაზარზე, უფრო მომატებული საგარანტიო ვადები აქვთ? იმიტომ, რომ მათ იციან – ხარისხის განცდა მხოლოდ რამდენიმეწლიანი მოხმარების შემდეგ ჩნდება და მანამდე კომპანიამ მის თავზე უნდა აიღოს დამაჯერებლობის შექმნა.

      კი, ძალიან უხერხულია, როცა ფეხსაცმელს და ქვეყნის ბედს ხალხი ერთი პარამეტრებით განიხილავს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი მოთხოვნა-მიწოდებამდე დადის და რა მოთხოვნაც ხალხს ქონდა, ის რევოლუციურმა მეწაღეებმა ვერ დააკმაყოფილეს.

  2. კარგი მარკეტინგული შედარება იყო, ბრავო :) რაც შეეხება უხერხულობას, შენი მკითხველი ასეთ ვარიანტს ძალიან კარგად გაიგებს. ასე, რომ სხვამ იდარდოს.

    პ.ს.ნამდვილად საბოლოოდ მოთხოვნა-მიწოდებაზეა საქმე.

  3. გუშინ ჩემს სახლში ე.წ კოორდინატორი რეკავდა ნახევარ საათში ერთხელ და გვეკითხებოდა მოვდივართ თუ არა არჩევნებზე? ეს მარკეტინგის ან ზოგადად პროდაქტ დეველოპმენტის რა ნაწილს მიეკუთვნება? ან ის წომ ე.წ კოორდინატორმა სახლში 30 ში დილით მოიტანა ფლაერი თუ “საშვი” თუ რაღაც რომელზეც ეწერა ჩემი სახელი და გვარი, მისამართი, საარჩევნო უბანი და დიდიიიიიიიიიიიიიი 5 -იანი.

  4. ჰო მაგრამ მაგ რევოლუციური ფეხსაცმლის მკერავებს ერთი ფეხსაცმლის შეკერვა ისედაც არ სურდათ. ერთს ბოტასის შეკერვა უნდა, მეორეს – ჩექმის, მესამეს კი ფლოსტების… ჩვენ კი ჰენრი ფორდის სულიერი მემკვიდრეები ვართ – მთავარია იყოს მოდელი Т და შავი ფერისა, რომ არჩევანზე არ ვიწვალოთ.

    ან სხვაგვარადაც შეიძლება თქმა – დასხდნენ ეგენი ყველანი და გამოუშვეს რევოლუციური ფეხსაცმელი, მაგრამ იმდენად ძვირი გამოვიდა, რომ ვერ ყიდულობთ.

    ან კიდევ – დასხდნენ ეგენი ყველანი და გამოუშვეს რევოლუციური ფეხსაცმელი, არც იმდენად ძვირი გამოვიდა და შეიძინეთ კიდეც… მაგრამ ჩაცმა რომ მოინდომეთ – ხედავთ რომ პატარა ზომისაა.

    ან კიდევ – დასხდნენ ეგენი ყველანი და გამოუშვეს რევოლუციური ფეხსაცმელი, არც იმდენად ძვირი გამოვიდა და შეიძინეთ კიდეც, ზომითსაც კარგია, მაგრამ ძველი ხომ უნდა გაიძროთ? ვერ კი იძრობთ.
    ტერფიანად თუ წაიჭრით, არ ვიცი.

    • დავითრგუნე ფაქტიურად :)

      რო ვერ შეკერეს, იმიტომ დადგა ასეთი შედეგი.

      ფორტ T რომ უნდოდეს ხალხს, გასაკვირი არცაა – გადაიღალა ხალხი ამდენი პოლიტიკით.

      ბევრისთვის მთავარია, რომ რისი შეცვლა-გაუმჯობესებაც მიიღწა, ის მაინც არ გაფუჭდეს.

  5. უხუ, გლეხურად რო ვთქვათ 1 ალასანია რო დაეტოვებინათ, ყველას თAვისი ტრაკი დაეყენებინა და ემუშAვათ მის გაყვანაზე ეხლა მინიმუმ მე-2 ტური დაინიშნებოდა…

    მარა it’s us, everyone is a future president…

    • მემგონი ამ არჩევნებში მეორე ტურს რაღაც განსხვავებული წესები ჰქონდა :) მარა ნუ ყველა რო “ფუჩერ-პრეზიდენტები” არიან, ეგ ფაქტია :)

  6. არჩევნებით ყველა კმაყოფილია.
    უგულავა – მერი გახდა.
    ალასანიამ – გრეჩიხა მიაჩმორა.
    გრეჩიხამ ახალი მეგობრები იშოვა.
    ყველაზე ბედნიერი მაინც ლაღიძეა – ზუსტად დაუთვალეს რომ მას თბილისში 633 ნამდვილი მეგობარი ყავს. :)

  7. Pingback: Global Voices in English » Georgia: Social Media deployed for local elections

  8. Pingback: Georgia: Social Media deployed for local elections :: Elites TV

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Connect with Facebook

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>