ერთით მეტი, მრავლით ნაკლები

რამდენიმე დღის წინ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წარმომადგენელმა გაახმაურა სატელეფონო ნომრებთან დაკავშირებული უახლოესი გეგმები, რომელთა განხორციელება ყოველ ჩვენთაგანს შეიძლება შეეხოს. წარმოდგენილ პროექტში საუბარია ნომრების პორტაბელურობაზე და ქალაქისა და მობილური ნომრების ერთი ციფრით დაგრძელებაზე. ამ პოსტში ამ უკანასკნელზე გეტყვით ჩემს მოსაზრებას.

საკითხის ისტორია
(ვისაც პოსტი გეგრძელებათ, გამოტოვეთ ეს პუნქტი და გადადით პირდაპირ აქ)

როდესაც 90-იანების ბოლოს საქართველოში მობილური კავშირი შემოვიდა, ბევრს არ ეგონა, რომ კლიენტთა რაოდენობა 100’000-ს გადააჭარბებდა. ამ დროს ჯეოსელს ჰქონდა მხოლოდ ნომრები 877 4X-XX-XX, ხოლო მაგთის – 899 5X-XX-XX (ამათზე ადრე იყო მეგაკომი, რომელსაც კოდი საერთოდ არ ჰქონდა და პირდაპირ თბილისის ნომრებს გასცემდა 97-XX-XX დიაპაზონში). მოკლედ, ამ 100’000-ნომრიან ზღვარს მთელი ქვეყანა ისე მიეჩვია, რომ როდესაც ჯეოსელმა 877 7X-XX-XX ნომრები დაამატა, ამას სატელევიზიო სარეკლამო კამპანია დაჭირდა და როგორც დიდი მოვლენა, ისე გაშუქდა.

შემდეგ იყო ლაილაი… 893… ლამაზ-ლამაზი კოდებით განებივრებული მომხმარებელი დიდი მანჭვა-გრეხვით შეხვდა პირველ კოდს, სადაც 8-ანის შემდეგ “წყვილი” არ იყო. თუმცა, საბოლოოდ ამ დამანჭულთა საკმაოდ დიდი რაოდენობა მოგროვდა და შედეგად ლაილაის შემდეგი კოდი – 855 კვლავაც ციფრულ-ესთეტიური ბედნიერების მომგვრელი გახდა.

ამასობაში გამოიკვეთა ქართველთა დიდი ხნის სიყვარული – ლამაზი ნომრები. და თუ ადრე მათ მოპოვებას კომპანიაში ნაცნობი ჭირდებოდა, მოგვიანებით ოფიციალური ფასები დაწესდა და ყველა ისე შლიდა ფეხს, როგორც საფინანსო საბანი ყოფნიდა.

შემდეგ კიდევ ერთი ქართული გასართობი დაინერგა: სახლის ნომრები მობილურზე. მარტო გლდანს 5-ჯერ შესთავაზეს ასეთი აქცია სხვადასხვა კოდში ოპერატორებმა (ერთი ასეთი აქცია თავად მაქვს მონაწყობი მაგთიკომში მუშაობისას). შედეგად, აბონენტს ერთი მობილური აპარატის პირობებში რამდენიმე ნომერი დაუგროვდა.

ნომრების ციებ-ცხელება მინელებული იყო, როცა ბაზარზე ყველა უფულო მოსაუბრის მეგობარი – ბილაინი შემოვიდა… და როგორც კი ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა 2-თეთრიან აქციებს მორჩა, მთავარ ქართულ ეროგენულ ზონას – დიახ, ლამაზ ნომრებს დაარტყა: აი თქვენ მთელი კოდი 871, მოდით და რა ნომერიც გინდათ წაიღეთ (თავიდან ვითომ სხვა ქსელის იგივე ნომერი უნდა გქონოდა, მაგრამ შემდეგ ეგ წესი ფორმალურადაც მოხსნეს). მოკლედ, “ოქროს” ნომრები 10 ლარად ჩაიგდო ხალხმა ხელში. ამას მოყვა 879, 874… ახლაც მიდის იგივე აქცია, ოღონდ 892-ზე.

საბოლოოდ, დადგა მომენტი, როცა ქვეყანაში ფიზიკურად აღარ დარჩა თავისუფალი კოდი! რაც მობილურმა ოპერატორებმა ვერ მოასწრეს, ათობით საერთაშორისო ქსელის ოპერატორმა დაისაკუთრა (მათ შორის მაგალითად ეგრისმა – 3 ერთად: 811, 812 და 817).


რა გველის წინ?

ამ ორი პოსტის ზომის შესავლის შემდეგ გადავიდეთ ძირითად საკითხზე: რას გვთავაზობენ? საუბარია ჩვენს ნომრებში 1 ზედმეტი ციფრის დამატებაზე, რაც თითოეულ კოდში ნომრების რაოდენობას გააათმაგებს და პრობლემას საშვილიშვილოდ მოხსნის. გაიგო თუ არა ეს ამბავი საზოგადოებამ, იმავე წამს ატყდა ერთი ამბავი. თანაც არავინ დარდობს, რომ ტელეფონის წიგნი იქნება ფაქტიურად მთლიანად ჩასასწორებელი. არა! ყველას ადარდებს ერთი საკითხი: არ დამიმახინჯდეს ნომერი!

აი როგორ მოაგვარეს ეს პრობლემა ისრაელში:

ყველა ოპერატორს დაუტოვეს მხოლოდ ერთი კოდი – ის, რომელიც რიგით პირველი ჰქონდა აღებული, ხოლო ყველა დანარჩენი დააბრუნებინეს. არსებულ ნომრებს კი წინ (კოდის შემდეგ) ჩაუმატეს ძველი კოდის ბოლო ციფრი:

Orange-ის კოდების ცვლილების სქემა

ამით მიაღწიეს იმას, რომ არც ნომრები დამახინჯდა და არც ხალხს გაჭირვებია სისტემასთან შეგუება: რეფორმიდან რამდენიმე თვეში აღარავის აქვს დისკომფორტი ან პრობლემა.

ისრაელის მოდელის გამოყენებით გავაკეთე ქართული კოდების შეცვლის სქემა:

Changes in Georgian Mobile Codes and Numbers

* იმის გამო, რომ ჯეოსელის ორი კოდი - 877 და 857 მთავრდება 7-ზე, ახალ სისტემაში ერთერთს მოუწევს ციფრის შეცვლა: ჩემს ვარიანტში ახალი ციფრი არის 1.

მაგალითად: 895 00-00-00 გახდება 899 500-00-00

როგორ ფიქრობთ, ვარგა? რის გაუმჯობესება შეიძლება?

იმედია GNCC-ში ამაზე უარესი ვარიანტი მაინც არა აქვთ და მისი შემუშავებისას პოსტში მოყვანილ არგუმენტები გათვალისწინებული იქნება.

P.S. ქალაქის ნომრებში ციფრის ჩამატება ასევე სასურველია მოხდეს იგივე პრინციპით (კოდის ბოლო ციფრის გათვალისწინებით).

მაგალითად, თბილისში: 832 00-00-00 -> 832 200-00-00

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

მსგავსი პოსტები

About David

Comments

18 Responses to “ერთით მეტი, მრავლით ნაკლები”
  1. Giga Pacho says:

    შენ გაიხარე!
    მომეწონა შენი სქემა.

    სინამდვილეში კი სამწუხაროდ არავინ არ იცის, როგორ გადაწყვეტს ამას GNCC

  2. David says:

    მერე მივაწოდოთ რამენაირად და ეგებ გაითვალისწინონ :)

  3. Katiee says:

    Sorry for being one among the other 1,000,000 but მეც მადარდებს ჩემი ნომრის დამახინჯება :) თან მეც სახლის ნომერი მაქვს და ყველგან რო სხვადასხვანაირად შეიცვლება კოდი, სულ არ იქნება მოსახერხებლი. მაგრამ ამის გამო, გაშვიდციფრიანების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ :)
    სქემით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ, ანუ დიდად არ დამახინჯდათქო ვერ ვიტყვი, ან ადვილი გამოსაცნობი იქნება რა ნომერზე გადავიდა მეგობარითქო, რიავიცი აბა :)
    რამე უფრო მარტივი ვერა? :)

    ისრელში რა და რატომ გააკეთეს არ ვიცი, მაგრამ ეს სიახლე კოდის შეცვლასაც ა პრიორი გულისხმობს თU მარტო ნომრის გაშვიდციფრიანებას? თუ ნომერი უნდა გაიზაროს, ერთი ციფრის დამატებაც საკმარისია და მაინცდამაინც ყველა 895-ის და 891-ის 899ზე გადაყვანის ლოგიკას ვერ ვხვდები, ტყუილა რთულდება საქმე :/

  4. David says:

    1. ამ სქემით ნომერი არ გიმახინჯდება, იმიტომ რომ კოდიდან ერთი ციფრი ძველი გრჩება და როგორი კომვინაციაც არ უნდა გქონოდა ადრე, იმაზე უარესი არ ხდება

    2. კოდი იმიტომ უნდა იყოს ერთი, რომ ფიზიკურად მეტის საჭიროება აღარ იქნება – 1 ახალ კოდში ეტევა 10 ძველი. თან ოპერატორისთვისაც ბევრად მოსახერხებელია ბილინგის გამართვა ერთ კოდზე, ვიდრე რამდენიმეზე

  5. Katiee says:

    როგორც მაგთიკომის ყოფილ წარმომადგენელს, სხვა გზა არ მაქვს, უნდა გენდო ბილინგის გამართვის საკითხში.
    დამახინჯებაზეც – ანალოგიურად, ყველაზე უმტკივნეულოა ერთი ციფრის დამატება – სად, რა მნიშვნელობა აქვს.

    მაგრამ აი კოდების შეცვლაც და ყველას ერთ კოდზე გადაყვანა, მაინც არ მგონია user friendly და მომკალით :) თორე მე რა, 899 ვარ და დიდად არ ვზარალდები, მაგრამ მომხმარებლებისთვის ძალიან მოუხერხებელი იქნება გადაანგარიშება და გამოცნობა მაგ სქემით, ვის რა ნომერი ექნება.
    რაკი ნომრების გაშვიდციფრიანება ოპერატორების პრობლემაა (როგორც ამ სტატიიდან მივხვდი) და ზოგადად, ქართული სისტემის მსოფლიო სისტემასთან მიახლოებასაც ემსახურება, მაშინ მომხმარებელთათვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს და არ გახდეს საჭირო ამდენი 2X2-ის არმცოდნისთვის მთელი სქემების დაზეპირება : ძველი კოდი } ოპერატორის პირველი კოდი + ძველი კოდის ბოლო ციფრი + ძველი 6ნიშნა ნომერი

    ბოდიში მარა, მარრრრაზმ

    ბევრად მარტივია: ძველი კოდი + რაიმე პრინციპით არჩეული ერთი ციფრი (მაგ. ძველი კოდის ბოლო ციფრი) + ძველი 6ნიშნა ნომერი.

    ესაა ჩემთვის, როგორც customer-ისთვის გასაგები, მარტივი და მოსახერხებელი და ოპერატორის ბილინგის გამართვა (ზუსტად ვერ მივხვდი, რას ნიშნავს) ძალიან მეასეხარისხოვანია :) ყოველ შემთხვევაში, ვხვდები, რომ იმაზე მეტი პრობლემა არ შეექმნებათ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ 10 კოდით, იგივე დარჩება მათთვის :)

  6. David says:

    მაშინ მთელი ეს დავიდარაბა აზრს კარგავს, იმიტომ რომ არცერთი კოდი არ თავისუფლდება და სხვა კომპანია კოდს ვეღარ აიღებს. მარეგულირებელს კი სწორედ რესურსების გამოთავისუფლება აქვს ერთერთ მიზნად.

    რაც შეეხება დამახსოვრებადობას, აქ მოყვანილი სქემა მუშაობაში მაქვს ნანახი და მაქს. 6 თვის თავზე ძველი სისტემა აღარავის ახსოვდა საერთოდ :)

  7. Katiee says:

    ოოკ, ვნახოთ :) ) თუ სხვა საშველი არ არის … დავიმახსოვრებთ, სხვა რა გზა მაქვს, ნუ ციფრებთან მწყრალად არასდროს ვყოფილვარ და მაგას გადავიტან :D

  8. OTO says:

    არაფრად არ ვარგა კოდების შეცვლის მთელი არსი იმაშია რომ ნომერი დარჩეს 6 ნიშნა ქალაქის ნომრის მსგავსად თორემ აიღებდა მაგთი ვთქვათ 899 და დაუმატებდა 7 ნიშნა, მერე 8 ნიშნა მერე 9 ნიშნა ნომრებს არა 9 ნიშნა მემგონი არ დასჭირდებოდა : D

  9. David says:

    @OTO 1. ვინ თქვა, რომ ქალაქის და მობილურის ნომრები ზომაში ტოლი უნდა იყოს? 2. ვინ თქვა, რომ ცვლილება მხოლოდ მობილურის ნომრებს ეხება? პოსტის ბოლოს არის მაგალითი ქალაქის ნომრებისთვისაც :)

  10. OTO says:

    1. არავის არ უთქვამს მაგრამ მასეა : D 2. ქალაქის ნომრები ჯერჯერობით ყველას გვყოფნის თუ იქნება საჭიროება თავისით გაიზრდება არ არის პრობლემა : D 3. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მობილურ ოპერატორებს 10 – ვე ინდექსი აქვთ (899 1, 899 2, 899 3, …, 899 0) და მაინც არ ყოფნით ხომ არის შანსი რომ 5 თუ არ ეყოთ 10 – იც არ ეყოთ ??? საქმე სხვა პრობლემასთან გვაქვს რათ უნდა ვთქვათ ბილაინს იმდენივე ინდექსი რამდენც მაგთის როდესაც აბონენტების რაოდენობა 5 – ჯერ ნაკლები ჰყავს ყველაფერი GNCC – ის ბრალია ინდექსებს კომერციული ინტერესების გამო რომ არიგებენ

  11. David says:

    ქალაქის ნომრები ფაქტიურად დარიგებულია ოპერატორებზე. დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ინდექსი 1-იანებში. ასე რომ, მანდაც დაემატება მალე.

  12. aleksandre says:

    ოქროს ნომრები მაგარი რამეა :D ფინეთში რომ ვკითხე ფასიანი ნომრები თუ არსებობს აქ თქვა, უცნაურად შემომხედეს და რა ფასიანი ნომერიო? აქ ოღონდ ნომერი აიღე და ფულს ვინ გამოგართმევს მაგაშიო :D ასეც არის, ადამიანები არ აქცევენ ყურადღებას და არცაა პრობლემა მაგათთვის (ზეპირად მაინც არავინ იმახსოვრებს მაგ ნომრებს).

    7 ციფრიანი ნომრების საჭიროება კი დადგებოდა ადრე თუ გვიან. თან მე პირადად მირჩევნია ცოტა კოდი იყოს და 7 ციფრიანი ნომრები ვიდრე ათამდე კოდი და 1 ციფრით მოკლე ნომრები.

    @OTO 8,9,10 ციფრიანი ნომრები არ გახდება. მაგისთვის კი ერთი საფუძვლიანი მიზეზი არსებობს (ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებული).

  13. Taboo says:

    @David, ძალიან გამართული, გათვლილი და გააზრებული სქემაა. მომწონს!
    ერთი კითხვა: ამ იდეას GNCC-ს უფასოდ აწვდი? ;)

  14. David says:

    ჯერ საერთოდ ვერ ვაწვდი :) მაგრამ თუ ვინმე მიაწვდის, რასაკვირველია უანგაროდ. ბლოგებზე სხვანაირად არც ხდება :)

  15. დავით, წავიკითხე და უკომენტაროდ როგორ დავტოვო??? :)

  16. 1. თუკი ახალი ნუმერაციის გეგმა დაფუძნებულია ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპზე (რაც შესავალში წერია), სამომავლოდ კონვერგენტული გადაწყვეტილებისადმი მდგრადი უნდა იყოს და რაც მთავარია უახლოეს მომავალში პორტაბელურობის ვალდებულებაც დაეკისრებათ ოპერატორებს, სხვადასხვა ზომის ნორმები ძალიან აურევს ისედაც არეულ სქემას.

  17. S.P. says:

    მე მაქვს 872 :) ))))

    საქალაქთაშორისოა… არაა მობილურის კოდი

Speak Your Mind

Tell us what you're thinking...
and oh, if you want a pic to show with your comment, go get a gravatar!