ბლოგერული განვითარების სამინისტრო

15 აპრილს გაიმართა 14 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. სამინისტროს მხრიდან ესწრებოდნენ საკუთრივ მინისტრი და ორი დეპარტამენტის (ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების) უფროსი. სტუმართა მხრიდან იყვნენ ბლოგერები და Youtube-რები. ამ უკანასკნელთა არსებობის შესახებ ამ შეხვედრიდან გავიგე. ვის ემალებიან დალოცვილები და რატომ არსად აქამდე არ გადავკვეთილვართ, ჩემთვის გამოცანად დარჩა. ალბათ მალე დადგება ჟამი, როცა გამოჩნდება Twitter-ასტების (რაც იგივეა – მოჭიკჭიკეთა) ჯგუფი. მათ მერე ალბათ Buzz-ების ჯერი დადგება. მოკლედ, ველოდებით.

Meeting with bloggers

მარჯვნიდან პირველი ჩანს ჩემი ფასადის ნაწილი

რას ეხებოდა შეხვედრა? რამდენიმე საიტზე დაიდო ამ შეხვედრის აღწერა, სადაც მთავარ თემად გამოტანილია ბლოგერების ასოციაციის შექმნის იდეა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ საკითხს შეხვედრაზე დაეთმო 2 საათიდან 2 წუთი. უმრავლესობა მას არ დაეთანხმა და გაგრძელდა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რაშიც სამინისტრო ხედავს ბლოგერების (ახალი მედიის) საჭიროებას:

  1. ქვეყნის ტურისტული იმიჯის ფორმირებისას
  2. ბიზნესის არასტანდარტული მარკეტინგული აქტივობებისას

ტურისტული მიმართულების განხილვისას გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები:

  • საქართველოს რუკის არარსებობა Google Maps-ში (რომელიც უფასო რუკების ძირითადი სერვისია მსოფლიოში)
  • საქართველოს მედიაბანკის არარსებობა (იგულისხმება ქალაქების, დასახლებების და სხვა ტურისტული მიმართულებების თემატური ფოტო/ვიდეო მასალა)
  • უცხოენოვანი (ძირითადად – ინგლისური და რუსული) ბლოგერების ფაქტიურად არარსებობა

რასაკვირველია, მთელი ეს საუბარი მიდიოდა ეჭვნარევი ოპტიმიზმით, რადგან ყოველ დღე არ გიძახის რომელიმე მინისტრი ახალ მედიაზე სალაპარაკოთ. თვით ის ფაქტი, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, მნიშვნელოვანია. თუმცა, ისეთი პირი უჩანს, რომ ეს შეხვედრა ბოლო არ იყო.

განსხვავებით ტურიზმის მიმართულებისგან, სადაც უფრო კონკრეტული პრობლემები დასახელდა, ბიზნესთან მიმართებაში საუბარი უფრო კონცეპტუალური იყო. ანუ, ძირითადად ისმოდა ფრაზები “კარგი იქნება თუ” ან კიდევ “შესაბამისი დაინტერესების შემთხვევაში” და ა.შ. მე პირადად შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ბლოგერთა “პროფკავშირს” ხელი აქვს ჩაქნეული ქართულ ბიზნესზე და მათ საბლოგერე სწავლა-განათლებას მხოლოდ “მყარი ფინანსური” გარანტიების პირობებში თუ შეძლებენ.

რაც არ უნდა იყოს, იმისათვის რომ ბიზნესს კორპორატიული ბლოგინგი საერთოდ უხსენო და მან ეს მოისმინოს, ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია – ქართველი ბლოგერისა და ქართველი ბიზნესმენის ღირებულებათა სისტემა ამჟამად ზედმეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

აქვე, მივიღეთ დაპირება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი გვიშუამდგომლებს მობილურ ოპერატორებთან, რათა მათ კავშირი დაამყარონ ტვიტერთან და ტვიტების წერა SMS-ის საშუალებით გახდეს შესაძლებელი (როგორც ეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია).

მოკლედ, როგორც ვთქვი, შეხვედრამ ბევრი გეგმა წარმოშვა. იმედი მაქვს, მათი ნაწილი მაინც განხორციელდება.

მსგავსი პოსტები

23 thoughts on “ბლოგერული განვითარების სამინისტრო

  1. შენ გაიხარე, ეს რა კარგი რამე თქვი – “ქართველი ბიზნესმენის ღირებულებათა სისტემა” :-) დავიჯერო რამე მსგავსი გააჩნიათ (в хорошем смисле)?

  2. სამაგიეროდ, იქ დამსწრეთაგან ფაქტიურად არავის არ მოეწონა :) და ერთი ამბავი მოყვა მის გაჟღერებასაც კი :) )

  3. იმიტომ, რომ გავრცელებული აზრის თანახმად ბლოგინგი არ ითვალისწინებს არანაირ ფორმალიზებას რეალში. მაქსიმუმ, შესაძლოა ონლაინ ქომიუნითის ფორმით შეკრა ამ ტიპის ხალხი :) აი ასეთი იყო მოსაზრება

  4. საქმეც მაგაშია, რომ გავრცელებული აზრის თანახმად…
    პ.ს. აუცილებლად სხვა ქვეყანას უნდა ველოდოთ, სანამ რაიმე ახალს მიაკუთვნებენ ბლოგინგის სფეროს :| ტოჟემნე, არადა ასოციაცია თუ იარსებებს ძალიან ბევრი საინტერესო რამის გაკეთების შესაძლებლობა იქნებოდა.

  5. მეც სკეპტიკურად ვუყურებ ამ საკითხს ბევრი უხერხულობა შეიქმნება თუმცა გეთანხმებით რომ ასე ბევრი საინტერესო საქმის გაკეთებაც შეიძლება და ბევრად ადვილ იქნება ორგანიზაციის სახელით ბიზნმესმენებისა თუ კონკრეტული სპონსორების დაინტერესება . ბლოგინგის გავნითარებით.

  6. ბლოგროლლ.გე-საც შეუძლია ასოციაციის როლის შესრულება. თუმცა ამ როლს მეც ვერ ჩავწვდი. ასოციაცია ა პრიორი გულისხმობს რაღაც რანჟირებას, სტრუქტურიზებას და შეიძლება სუბორდინაციასაც. რა თქმა უნდა, ეს არავის ხიბლავს.

    პ.ს. ძალიან კარგი პოსტი იყო, ბევრად მეტი გავიგე ამ შეხვედრის შესახებ, ვიდრე ამბები.გე-ს ნიუსიდან. ა პრიორი ნეგატიურ და აგდებულ განწყობაზე დააყენებდა მკითხველს.

  7. ინგლისურენოვანი ბლოგები კი არა საიტები არ არსებობდა აგვისტოს ომამდე. ძალიან ბევრი მწერდა მაშინ და ისტერიულად ვთარგმნიდი რაც ხელში მომხვდებოდა. სადღაც 3 დღეში ყველა ოფიციალური საიტის გადაინგლისურება მოახერხეს, კიდევ კარგი.

    ვფიქრობ, ინდივიდებზე იმხელა ტვირთის აკიდება, რასაც ქვეყნის ტურიზმის პოპულარიზაცია ქვია, ნამდვილად არ არის ადვილი.
    მაგრამ,
    არსებობს მრავალავტორიანი ბლოგები, მაგალითად უცნაური.კომ, რომელზეც დღეში მგონი 100 ახალი პოსტი იდება.
    ანალოგიურად, ვთქვათ ეკონომიკის სამინისტროს შეუძლია მოდერირება გაუწიოს მსგავს ბლოგს ინგლისურ ენაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
    არც ქართულ ენაზე გვაწყენდა. ჩვენთანაც ბევრია თბილისში ჩარჩენილი და ევროპამოვლილი :)

  8. @Gabo ბიზნესმენს ვერც ერთი ბლოგერი ვერ დააინტერესებს და ვერც ასოციაცია, თუ მას არ დაანახე ფინანსური ხეირი. ამის საჩვენებლადაც რომ მიხვალ, დიდი შანსია, არც მიგიღოს/მოგისმინოს. ამიტომ, სამინისტროს შეუძლია “ავტორიტეტის” ფუნქციის საკუთარ თავზე აღება. ამ შემთხვევაში შეიკრიბებიან კიდეც ბიზნესმენები და მოისმენენ კიდეც.

  9. @Ekaterine ერთ მრავალავტორიან ბლოგს საინფორმაციო კამპანიაში ყოველთვის ჯობია მრავალი წვრილი ბლოგი. ამ შემთხვევაში შეგიძლია ერთი და იგივე მესიჯი სხვადასხვანაირად შეფუთო და მკითხველს არ გაუჩინო განცდა, რომ მის “წინააღმდეგ” მწყობრი გუნდი მუშაობს :)

  10. thanks for info.

    მაგრამ არ მჯერა რომ რამე გამოვა.
    წლები დაჭირდება ალაბთ ..

    პ./ს./
    Youtube-რები ქართველი არავინ ვიცი არც მე :D
    მოჭიკჭიკე ხომ საერთოდ :D

  11. მოჭიკჭიკეები ასე თუ ისე არიან :) ჰეშტეგი იცის ხალხმა – უჟე ხეირ :) ) გამოვა, გამოვა. თან ბევრად უფრო მალე

  12. @David
    “ერთ მრავალავტორიან ბლოგს საინფორმაციო კამპანიაში ყოველთვის ჯობია მრავალი წვრილი ბლოგი”

    რასაკვირველია, უბრალოდ მეორე მხრივ, ენთუზიაზმზე კარგი ბლოგის ინგლისურ ენაზე წარმოება ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, მითუმეტეს, როგორც უკვე ითქვა, ინტერნეტრეკლამა ჯერ საკმარისად პოპულარული არ არის ქართულ ბიზნესში.

    “Youtube-რები ქართველი არავინ ვიცი არც მე”
    იუთუბერში რა იგულისხმება?
    საკუთარი ექაუნთი რომ აქვთ ძირითადად ვიდეოების დაფავორიტებისთვის, თუ სერიოზულ ბროუდქასთინგს რომ აკეთებს?
    თუ პირველი საკმარისია, მაშინ მეც ვყოფილვარ და ვერ გამიგია :D

    იუთუბზე რეგულარულად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისა და მისი კულტურის პრომოუშენს პაატა.გე აკეთებს. სხვა არ მომხვედრია თვალში.

  13. იმ შეხვედრაზე ერთერთი შეკითხვა ესეც იყო: რა იქნება მოტივატორი იმისათვის, რომ ადამიანმა ქვეყნის მხარდამჭერი ბლოგი აწარმოოს? ანუ ეს შეხვედრა არ იყო არც დავალებითი, არც მოთხოვნითი. იყო უფრო მარტივად საკითხი დაყენებული: მათ ჭირდებათ ბლოგები ამისათვის და ამისათვის – ჩვენ უნდა ვთქვათ გვინდა თუ არა ეს და რაა ამისათვის საჭირო?

    რაც შეეხება იუთუბს, მე პირადად ვერ მიხვდი, ეს რა ხალხი იყო. ვიდეობლოგერები არ არიან მგონი…

  14. აუ ძლივს ვიღაცამ ნორმალურად აღწერა რა ხდებოდა იქ.

    მადლობა!

  15. სხვათაშორის, ტაბულას პირველ ნომერში (15 მარტის) მაქვს მე სტატია (გვ. 45) ზუსტად ერთ-ერთ თემაზე – საქართველო და გუგლის რუკები.

  16. Pingback: ვიზიტი: ნაწილი I | ბლოგი - Sweet.ge

  17. გმადლობთ ინფორმაციისათვის. ამდენი თვის შემდეგაც საინტერესო იყო.

    რაც შეეხება დაწესებულების შექმნას, თუ იგი ამა თუ იმ საქმიანობის ორგანიზების ხარისხის ზრდას ითვალისწინებს, ასევე ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს კონკრეტულ საქმიანობაზე კონტროლის გაზრდისთვისაც…

  18. დავით მოგესალმები,

    კარგ საქმეს ხარ მოკიდებული და წარმატებებს გისურვებ.
    რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურობას ბლოგერებთან ეს გასაგებია, რომ მათ ინტერესში შედის, თუმცა ერთი “ქოლგის” ქვეშ გაერთაინების მომხრე ნამდვილად არ ვარ.
    გარკვეულწილად ეს “მონოპოლიზირების” საშიშროებას შეუქმნის ჯერ კიდევ თავისუფალ მედიას – “ბლოგოსფეროსი”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Connect with Facebook

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>