First Post

შესავალი

2006 წელი. “თბილისის ფორუმი” ქართული სოციალური ქსელია, ხოლო იქ განთავსებული თემა “Just, რა…” – ქართული Twitter. ადამიანები მრავალფეროვანი ნიკების უკან იმალებიან და მათი რეალური სახელის (და რიგ, გამონაკლის შემთხვევებში – გვარის) დადგენა ხდება მხოლოდ რეალში – მშვიდობიან (“სხოდკა”) ან არც ისე (“სტრელი”) გარემოებებში. ზოგიერთი უკვე ბლოგერობს, მაგრამ ჯერ კიდევ უწევს ამ საქმიანობის პროპაგანდა, რადგან ქართველი ბლოგერები სანთლით საძებარია.

ამ დროს იხსნება david.ge – დღევანდელი განმარტებით მიკრობლოგისა და ფოტობლოგის ნაზავი (პოსტების უმეტესობას ფოტოებით გადმოცემული სტატუს მესიჯები წარმოადგენს). ლაკონური დიზაინით, მინიმალური გრაფიკით – ავტორის საყვარელ ლურჯ ფერში.

2009 წელი. “თბილისის ფორუმი” უბრალოდ ქართული ფორუმია, ხოლო იქ განთავსებული თემა “Just, რა…” – უბრალოდ თემა ქართულ ფორუმზე. ადამიანები მრავალფეროვანი ნიკებით კვლავაც სარგებლობენ, მაგრამ აღარავის აღარ ემალებიან, რადგან რეალურ სახელს თავადვე აქვეყნებენ Facebook-სა თუ Одноклассники-ზე (ანუ პირწიგნაკსა და ოდნოებზე – respectively). უკვე 100-ზე მეტი რეგულარული ბლოგერია, ხოლო ზოგ-ზოგიერთი იმდენად აბლოგერდა, რომ სხვა კოლეგებს ამოუდგა მხარში და პროპაგანდისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იმხელა შემართებით გააჩაღა, დიდ ილიას შეშურდებოდა მისი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობის გადმოსახედიდან.

ამ დროს კვლავ იხსნება david.ge – ოღონდ უკვე 2.0. კვლავაც ლაკონური დიზაინით, კვლავაც მინიმალური გრაფიკით და კვლავაც ავტორის საყვარელ ლურჯ ფერში.

ამჯერად ვეცდები, რომ ცოტა უფრო “მოლაპარაკე” ბლოგი გამოვიდეს :)

კეთილი იყოს თქვენი კლიკი DAVID.GE 2.0-ზე!

სხვა პოსტები

6 thoughts on “First Post

  1. რა კარგია, კომენტებისთვის რეგისტრაცია რომ აღარაა საჭირო :)
    მაგრად მომეწონა დიზაინი, რაღაც ნაცნობი იერი აქვს :)

  2. კომენტებისთვის მინდოდა InternseDebate, მაგრამ ამ დიზაინში nested comments საერთოდ არ გამოდის და შევეშვი :) თუ საჭიროება იქნა, FB connect-ს ჩავურთავ :) )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Connect with Facebook

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>