შეიკარი რემენი, სირაძე!

“…почему никто в Тольятти, будь то «разъездной» водитель или конструктор, не пристегивается ремнем безопасности? Не иначе, они тоже верят. И когда оказавшийся на переднем сиденье Рустам Акиниязов (покинув недавно пост редактора журнала Автоспорт, он стал PR-менеджером АвтоВАЗа) бестактно застегивает ремень, водитель хмурится:
— Вы что, мне не доверяете?
— Вам? Вам я доверяю на все сто! Но остальным участникам движения — не очень.
Водитель недовольно хмыкнул: мол, другим людям тоже надо доверять, как же без веры! Так и не пристегнувшись, он мчал под 160 км/ч в Тольятти, с назидательным упоением обгоняя иномарки.”

Авторевю, №12 2006

ბევრმა თქვენთაგანმა შეამჩნია ალბათ, რომ ქვეყანაში ძალას იკრებს უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაციის კამპანია. ნუ თეორიულად, რა პოპულარიზაცია უნდა სჭირდებოდეს იმას, რაც შენს სიცოცხლეს იცავს, მაგრამ საქართველოა და ჩვენთან თუ რამე “მოდნი” არ გახდა ან მით უარესი – “ბანძობის” კატეგორიიდან არ გამოვიდა, ამით უმრავლესობა არ ისარგებლებს. ასეთ დროს ერთერთი ყველაზე ქმედითი ხერხი იქნებოდა “აზრის ლიდერებთან” მუშაობა, რომლებიც უკვე თავად მიიტანდნენ საჭირო ინფორმაციას საბოლოო მსმენელამდე. თუმცა, ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი ხერხია, ამიტომ ტრადიციულად საგზაო უსაფრთხოების თემის პროპაგანდას სოციალური რეკლამით ახდენენ.

ყველა რეკლამას, მით უმეტეს – სოციალურს, მოეთხოვება სამიზნე მაყურებლის “ენაზე” ლაპარაკი. იგი უნდა იყოს კავშირში არსებულ ღირებულებათა სისტემასთან – ან ესადაგებოდეს, ან ცდილობდეს მის შეცვლას. მთავარია, რომ არ იყოს მოწყვეტილი. ხშირად ჩვენში რეკლამას აკეთებენ ევროამერიკული რეკლამების ზეგავლენის ქვეშ. შედეგად, კლიპი თითქოს ქართულად ლაპარაკობს, მაგრამ მაინც გრძნობ, რომ შენ არ გელაპარაკება. აი მაგალითად:

ინგლისური კლიპი


კლიპში ნაჩვენებია ტიპიური ევროპული ოჯახი (ბიჭი-ბავშვი აკლია სრული ბედნიერებისთვის) და განსახიერებულია მათთვის დამახასიათებელი სიტუაცია, როცა ოჯახი ერთად მოგზაურობს მანქანით. ეს კლიპი ინგლისელისთვის გასაგები იქნება და წესით – იმუშავებს კიდეც.

ახლა ვნახოთ როგორი კლიპებით გვარწმუნებენ საქართველოში:

1. ლექსენი

ყურადღება, შეკითხვა: ვისთვის არის ლექსენი აზრის ლიდერი? ვადამდელი პასუხი: მხოლოდ თავად ლექსენისთვის. ვინ უნდა დაარწმუნოს მან, რომ ღვედია შესაკრავი? თან, იმ პირობებში, როცა ღვედი ისედაც არ აღიქმება, როგორც ვაჟკაცობის სიმბოლო, ვაჩვენებთ კინოთეატრში შეშინებულ ადამიანს…

Solution: თუ მაინდამაინც გვინდა ცნობილი სახე(ები), მაშინ უნდა შეიკრიბოს მართლა ცნობილი ადამიანები, თანაც ყველა ჯგუფიდან (გოგო, ბიჭი, ქალი, კაცი, ბებია, ბაბუა) და გაკეთდეს მარტივი, ინდივიდუალური კლიპი ერთი ფრაზით – მე შევიკარი ღვედი დღეს (ამ “ღვედზე” კიდევ ვიტყვი). მთავარია, რომ იყოს პირველ პირში: სხვას თუ მოუწოდებს, იმის ეჭვი აღარ უნდა დარჩეს, რომ თვითონაც აკეთებს. თან აკეთებს ახლავე – არა 5 წლის მერე, ოდესღაც.

2. ინვალიდი

ეს კლიპი ბევრად უკეთესია – იმით მაინც, რომ პირველ პირშია გადმოცემული და ბევრ ადამიანს დააფიქრებს. მაგრამ… რამდენი ადამიანი იცით, რომელიც ჩვეულებრივ ლაპარაკში ღვედს მართლაც ასე მოიხსენიებს? 1000-ში 1 ალბათ… ლიტერატურული ენა პირადი ისტორიის მოყოლისას ამ რგოლს ბუნებრიობას უკარგავს – და მასთან ერთად ქრება დამაჯერებლობაც. უმეტესობისთვის ღვედი არის “რემენი”. სამწუხაროდ. ამიტომ, თუ გვინდა რომ პირადმა ისტორიამ მართლაც შეიძინოს პირადობა, იგი ჩვეულებრივ, სალაპარაკო ენაზე უნდა შესრულდეს. “რემენი” თუ არა “ქამარი” მაინც შეიძლება გამოვიყენოთ. “ღვედი” უცხოა ყურისთვის და მთელი ამ რეკლამის შედეგი მაქსიმუმ ის შეიძლება გახდეს, რომ ეს სიტყვა დაიმახსოვროს ხალხმა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯალამბარი დღემდე “ლებიოდკაა”, ქურო – “ხამუტი”,  ხუნდი – “კალოტკა”, ხოლო საჭე – “რული”, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ სანამ ღვედი როგორც მინიმუმ ქამარი არ გახდება, საშუალოსტატისტიკური მძღოლი ამ კამპანიას საკუთრად არ აღიქვამს…

3. ბონუსი

ძალიან კარგი ვიზუალი. მერე რა რომ საქართველოში არაა გადაღებული?! ეს “რიჩარდი” თავისუფლად შეიძლებოდა გამხდარიყო “გიორგი”. მთავარია, რომ ეს ხმა შეიცვალოს. ამ კლიპს არ უნდა ახმოვანებდეს ქალი, მით უმეტეს – ასეთი ინტონაციით. საქართველოსთვის ამ კლიპს ჭირდება კაცის ხმა, თანაც ისეთი, რომელშიც იგრძნობა სამძიმარი “გიორგის” მიმართ – და არა დოკუმენტური თხრობა.

Disclaimer: თვით ის ფაქტი, რომ საქართველოში ასეთი კამპანია დაიწყო, უკვე თავისთავად მისასალმებელია. მთავარია, რომ მისი განხორციელებისას არ იქნას დაშვებული ისეთი შეცდომები, რომლებიც ამ თემას დააკარგვინებს საჭირო დამაჯერებლობას და აქტუალობას.

ქართული კლიპები აღებულია საიტიდან www.safedrive.ge

მსგავსი პოსტები

11 thoughts on “შეიკარი რემენი, სირაძე!

  1. საღოლ B!

    ეს და ამის მომდევნო ჩემს Wallზეა ;) არ დაიკიდო ეს საიტი – მშვენიერი კონტენტია.

  2. ბოლო ვიდეო მართლაც კარგია. ემოციურად შევიგრძენი “ღვედის შეკვრის” პრობლემა. თუმცა გახმოვანება კი საშინელია.

    სამამულო პროდუქცია კი ვერ ქაჩავს. ლექსენის კლიპმა საერთოდ ვინმე რომ დაარწმუნოს ღვედის საჭიროებაში გამიკვირდება. მეორეც ვერ ქაჩავს რაღაც, არადამაჯერებელია.

  3. დავით მაგარი საინტერესო თემები გაქვს! შენ როგორ ფიქრობ, ჩვენები აუცილებლად უნდა დააშინო თუ ჰეფი ენდიანი კლიპებიც იმუშავებს? როგორც მაგალითად ინგლისურ ვარიანტში. ხომ არის მოსაზრება რომ როცა ადამიანს ნეგატივს აჩვენებ ის ასე ვთქვათ “არ იღებს შენს ინფორმაციას და გბლოკავს” და ამიტომ ჯობია პოზიტივი ანახო.ამ კლიპის შედეგად თუ გავიკეთე ღვედი ესეიგი “შემეშინდა და იმიტომ გავიკეთე” !? ამის აღიარების პრობლემა ჩვენ ქართველ არწივებს უდავოდ გვექნება:) what do you think?:)

  4. ნუთუ ვერ ხვდებით, ხალხნო, რომ ეგ “უსაფრთხო მოძრაობის” პრესკონფერენცია და კამპანია, ღვედების რეკლამა კი არ არის (კლიპს არ ვგულისხმობ), არამედ იმის, რომ თბილისში გზის-ზედა გადასასვლელი ხიდები შენდება; აგერ უკვე 20 ხიდი აშენებული და კიდევ მეტი შენდება. ხომ უნდა მიხვდეთ, რომ ახლა თბილისის მერის არჩევნები მოდის და ეს თემა თითქმის ნებისმიერ ინფორმაციულ კოტექსტში იხედება. ეს განსაკუთრებით მოქმედებს ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე, იქედან შემობრუნებული აზრი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქაური ამომრჩეველისთვის.

  5. @საშა საქართველოში შიში რომ არ ჭრის ფაქტია. “რემენი” ისედაც საშიშროებასთან არის დაკავშირებული. მე მგონია, რომ ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ “რემენი არ ტეხავს”. მაგრამ რასაკვირველია არის კატეგორია, რომელზეც “სამეცნიერო” კლიპიც იმუშავებს – მთავარია ეს ყველა რგოლი ერთიანად არ გამოიყაროს ტელევიზიით. და ზოგადად ბევრი მესიჯი ერთად არ მიეყაროს ხალხს – გინდ ტელევიზიით, გინდ სემინარზე, გინდ ბილბორდზე.

  6. @დათო როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს თემა, ნებისმიერ კონტექსტში მისასალმებელია, თუ ვინმე ამ პრობლემას წამოწევს. თუმცა, არა მგონია რომ ღვედი დიდ კორელაციაში იყოს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასთან. :)

  7. “რემენი არ ტეხავს” – სწორედ ეს მესიჯია მისაწოდებელი ქართული ატროფირებული აზროვნებისავის. სწორედ ეს მესიჯი გაივლის ქართველების მთავარ ღრებულებებზე. მართლაც რამდენს ნიშნავს სწორად კონსტრუირებული რეკლამა…
    სამწუხარო ისაა, რომ ამ 4 რეკლამიდან მხოლოდ ერთი (ლექსსენის მონაწილეობით) მქონდა ნანახი – ე.ი. პროპაგანდა მეტისმეტად მწირია.

  8. marshutkis mzGolebs unda ayurebino inglisuri klipi. arc Rved rom ar iketebwen da sms -is gagzavnasac axerxeben. rikoTis ugeltexilze davrchi ertxel aseti mzgolis gadamkide. xalxmac me gamamtyuna, ratom moushale mzgols nervebi cin amxela gza gvaqvso. arada im mzgols ar gvedi gauketebia, mobilurzec laparakobda da cin or adgilian skamze sami gogona da erti biji ejda. rikoTidan mere vigac gvtisminerma chamiyvana batumshi.

  9. სამარშრუტო ტაქსებზე მალე პოსტი მექნება – აუცილებლად ნახე, ქამარ-ღვედებზეც იქნება იქ ლაპარაკი :)

  10. მეც ძალიან მომწონს ეს ბლოგი და ცოტა ხშირად თU იქნება პოსტები, გამიხარდება. თან, დიზაინია უნიკალური :) )

    ღვედს რაც შეეხება: ამ რეკლამების გადამკიდე მე ვიტყოდი, რომ უკვე ჩაჯდა მეტყველებაში, ყოველ შემთხვევაში ადრე რომ იზო, ისე აღარაა “რემენი” მოდური.
    და ჩემს გარშემოც, უკვე ბევრი იკეთებს. ქალაქშიც კი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Connect with Facebook

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>