(აღარ) ვყიდი ძმას

ჩვენ ერთად გამოვიარეთ ცხოვრების მრავალი ქარტეხილი… იგი ჩემს გვერდით იყო აგვისტოს ომის დროს… რამდენი ხანია დილა არ გათენებულა, მისკენ არ გამეხედოს… თან ისეთი წყნარი ძილი აქვს, ხანდახან მოგინდება ადგე და დახედო – ხომ კარგადაა… მოკლედ, სადაც მე ვიყავი, იქ იყო ისიც… მაგრამ…

მე მას ვყიდი!

ვყიდი ძმას...

ჰე, თვალზე მომდგარი კურცხალი შევიმშრალეთ და ვკითხულობთ დანარჩენს:

იყიდება Sony Ericsson P1

ჭკუა ტელეფონი, მიკარება ეკრანით, ქწერტყ ღილაკების განლაგებით და “სრული ქარხნული კომპლექტაციით”. ანუ: ყუთი, პასპორტი, დისკი, კაბელი, დამტენი, დამტენის კაბელის შესაკრავი რეზინი, ეკოლოგიური ნორმების ბუკლეტი და სხვა მაკულატურა.

მისი ღვაწლი ფასდაუდებელია!.. მაგრამ ქაქუცას და შოთას ტანდემი ჩემთვის უფრო დიდი ავტორიტეტია.

კომენტარებში ველოდები ისეთი ხალხის გამოხმაურებას, რომლებიც მზად არიან იშვილონ იგი, არ მიაკარონ ცივი ნიავი და არ დაავიწყონ დედა ენა.

P.S. იგი ზურგს არასოდეს შეგაქცევთ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, უკნიდან იგი ასე გამოიყურება:

ძმა ზურგიდან...

LATEST NEWS: მივხვდი, რომ ვერ გადავიტანდი მასთან განშორებას. ამიტომ, აღარ ვყიდი! :)

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

მსგავსი პოსტები

About David

Comments

6 Responses to “(აღარ) ვყიდი ძმას”
  1. მართა says:

    რაღაც ისეთ ,,ვიდზე” დგას, , მგონი ქალი უფრო არის. ტანი აშოტილი, ფერადი, არც ისე რთული მენიუ, სასურველი, ჩუმი, მსუბუქად სატარებელი და ბევსრ არაფერს ითხოვს. ერთი დატენე და მორჩააააა:))

  2. ძმაკაცის ძმას გავს მაგრად…
    თავიდან რო კითხვა დავიწყე თვალზე კურცხლი მართლა მომადგა..

  3. რამდენად ასხვისებ? :უსერ:

  4. მომიკვდა გული :( (( ამას წინათ და გავყიდე ამიტომ მესმის შენი :( :(:( რამდენს აფასებ?

  5. David says:

    მივხვდი, რომ ვერ გადავიტანდი მასთან განშორებას. ამიტომ, აღარ ვყიდი! :)

Speak Your Mind

Tell us what you're thinking...
and oh, if you want a pic to show with your comment, go get a gravatar!