Best way to promote yourself
ამ ბოლოს დროს ქარნეტში გამოჩნდა ახალი ტენდენცია: ბევრი ახალი ბლოგერი ვალდებულად თვლის თავს დაწეროს ბოღმა-პოსტი თემაზე “რა “სტრანნი” ხალხი ვართ ეს ქართველები”. ამ პოსტში აუცილებლად იქნება თავმოყრილი 20-30 თვისება, რომელიც ავტორის აზრით ზუსტად ახასიათებს ქართველთა “ბნელ” აზროვნებას. ყველაფერი ეს რასაკვირველია გაზავებულია დიდი ოდენობის სარკაზმითა და ლაითი იუმორით.
ასეთი პოსტების წაკითხვისას ყოველთვის მეცინება… და მიჩნდება გარკვეული მოსაზრებები:
- და შენ ამ პოსტის დაწერით რა გააკეთე? რა უთხარი მკითხველს ამითი? რომ ის “ტრანნია” და შენ თვალი აუხილე, იმიტომ რომ განსხვავებული ხარ?
- თუ შენ არ გაქვს უნარი დაინახო კარგი თვისებები და მხოლოდ 20-30 ცუდს ხედავ, მაშინ ეგებ ჯერ შენი თავის ანალიზით დაგეწყო?
- კარგი, ვივარაუდოთ, რომ შენ პირველი ხარ, ვინც ეს დაინახა და ერთ ფურცელზე თავი მოუყარა. მერე? დაწერე პოსტი და გააგრძელე ცხოვრება? რა შეიცვალა?
არავინ არ შეგიყვარებს, თუ შენ თვითონ არ გიყვარს შენი თავი. ვერავის ვერ შეცვლი, თუ შენი თავის შეცვლის უნარი არ გაქვს. სხვას კარგს ვერ გაუკეთებ, თუ მხოლოდ ცუდს ხედავ.
და ბოლოს, მოსაზრება, ნათქვამი უცხოეთიდან: ქართველები არაფრით გამორჩეულნი არ არიან სხვა ერებისგან (ამ სიტყვის ცუდი გაგებით)! ყველა ერს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის. ვინმეს ეს არ მოსწონს? ერს ვერ შეცვლი – მაქსიმუმ თვითონ შეიცვალო ან გადასახლდე იმ ქვეყანაში, სადაც მიგაჩნია, რომ შენი ბოღმა-პოსტის 99% საპირისპიროდაა (აქვე გაფრთხილებ: რამდენიმე თვეში ახალ ბოღმა-პოსტს გამოაცხობ და საქართველოს ბოღმა-პოსტში ბევრი რამ მოგენატრება, ასე რომ არ იჩქარო ემიგრაცია).
Self-promotion-ისთვის ბევრად უკეთესი და პოზიტიური გზა არსებობს, ვიდრე იმ ქვეყნის და ხალხის “გაღადავება” სადაც დაიბადე, გაიზარდე და ამჟამადაც შესაძლოა ცხოვრობ.















ხშირად მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი მოქმედებს (როგორც აღნიშნე). ასეთი პოსტები ბევრ კომენტარებს და ვიზიტებს და ზოგადად “ბევრ სალაპარაკოს” ქმნის. თან ადვილი არაფრის მოფიქრება არ უნდა, თან პოპულარობის ალბათობაც დიდია.
ასევე ხდება “ზაგრანიცის” იდეალიზაცია. “იქ” არ თვრებიან, სალათაში არ ძინავთ და საერთოდაც ტუალეტშიც არ დადიან, რაც ასეთ პოსტებს აქტუალურობას მატებს.
მაგის წამალი კი მაინც პოზიტიური და ინფორმატიული პოსტებია იმჰო
ასე რომ ვწეროთ პოზიტივი.
მალე ვაპირებ ისრაელში ჩამოსული რამდენიმე თბილისელის შესახებ პოსტის დაწერას. იმედია ბევრს აეხილება თვალი “ზაგრანიცაზე”…
მთლადაც ვერ ვამტყუვნებ ასეთ ადამიანებს. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი რომ რთულია ვარდისფერი სათვალის გარეშე იმ ქვეყნების დანახვა სადაც არ გიცხოვრია
ტელევიზორში და თუნდაც ტურისტულ მოგზაურობის დროს ყველაფერი იდეალური მოსჩანს
nice post, shared : )
დავით, ამჟამად ისრაელში იმყოფები?
პ.ს. ბმულების გაცვლაზე რა აზრის ხარ? : )
ქარნეტი მომეწონა
@Dv0rsky მაშ, ავიტაცოთ და დავნერგოთ
@Landish კი, ახლა ისრაელში ვარ
ბმულს რაც შეეხება, ბლოგროლში ჩავამატე.
@A_I ამ ვარდისფერ იდეებს ხელს უწყობს ისიც, რომ უცხოეთში ნაწვალებ-ნატანჯი ხალხი საქართველოში ბოლო ფულით ნაყიდი საჩუქრებით ჩამოდის და აწყობილი ცხოვრების ილუზიას ხატავს. აბა ოჯახში ხომ არ აღიარებს “ყველაფერს”…
ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა. როგორც წესი “ჩამოსული” ხალხი ხშირად იმას ამბობს რისი გაგონებაც უნდა მსმენელებს. ფიზიკურად მუშაობა და ზოგადად ბევრი მუშაობა ჩვენთან რატომღაც “ტეხავს”. ამიტომ იწყება ზღაპრები “ზეციურ” საზღვარგარეთზე…
ნუ, მე აშკარად ერთ-ერთი პიონერი ვიყავი
http://bmu.li/Ho4
Nobody’s perfect ჩემო ნოდარ
ბევრი ახალი ბლოგერი ვალდებულად თვლის თავს დაწეროს ბოღმა-პოსტი თემაზე “რა “სტრანნი” ხალხი ვართ ეს ქართველები” — არა მარტო ახლები. ყველა წერს აფოლიტურად. და რატომღაც ყველაზე აქტიურ თემადაც სწორედ ეს საკიტხი მიაჩნიათ. როგორებიც არ უნდა ვიყოთ ეს ქართველები მაინც ესეთები ვართ და ვერ შევიცვლებით, მითუეტეს ამ შინაარსის პოსტებით!
ძირს ბოღმა პოსტრები !
დავით, ამ პოსტით ძალიან კარგი შენიშვნა გააკეთე. ყოჩაღ შენ.
გმადლობ
მაკა, ბრენდის სამზარეულოსთან დაკავშირებით ბლოგროლზე მოგწერე რაღაც და თუ ნახე?
ვნახე დავით, არც პასუხი დამიყოვნებია, უბრალოდ მანდვე გიპასუხე.
აი ეს საიტი მთრგუნავს ცოტა http://brands.ge/ დიდი მსგავსებაა მისამართში.
ესეც პასუხი – სიამოვნებით დავით
მაგ საიტთან არაფერი კავშირი არ მაქვს
როცა საიტი ამუშავდება, იმათ იფიქრონ მისამართის შეცვლაზე
კარგი იფიქრონ
))
დავით, სჩანს ჩანაფიქრი გქონია ბრენდის სამზარეულოსთან დაკავშირებით და თუ გამიზიარებ მადლობელი ვიქნები
რატომ გგონიათ რომ არ შევიცვლებით? ან არ ვიცვლებით ქართველები?
ყველა იცვლება. სხვა საქმეა, როგორ.
ოდესღაც რუსებს ტილიანი წვერი ძალით წააჭრესო, ამბობენ, დღეს კი სუფთა ხალხად ითვლება
მეც მინახავს ეს “only in Georgia” ტიპის პოსტები, ან პირიქით – “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ”.
უკიდურესი მიდგომები საერთოდ არ ვარგა და იმ სიძულვილში სიყვარული თუ არ ჩააქსოვე, ვერასოდეს მიიღებ შედეგს.
თუმცა, ალბათ ზღვარის დაცვაც ძნელია.
მეც მქონია შემთხვევა, დამიწერია ჩემს ბლოგზე http://ekaterinaoniani.blogspot.com/2009/02/home-sweet-home.html და არაადეკვატური კომენტარიც მივიღე, როცა ვიღაცამ ჩემი გულისწყვეტა და გულისტკივილი ევროპიდან დაბრუნებულის ცხვირაბზუებად მიიღო.
გეთანხმებით, მართლაც ძირს ბოღმა პოსტები, გაუმარჯოს სიყვარულით ნათქვამ სიმართლეს, რომელიც პირველ რიგში საკუთარი თავისა და საკუთარი ახლო წრისადმი იქნება მიმართული, და არა ვიღაც აბსტრაქტული ქართველი ერისადმი.
და მაშინ ნამდვილად შეიცვლება რაღაც უკეთესობისკენ.
როცა ხალხი ლაპარაკობს, მსჯელობს, ფიქრობს და შესაბამისად ცოტათი, მაგრამ მაინც ცვლის საკუთარ თავს. ცვლილებები კი სწორედ საკუთარი თავიდან იწყება.
“A_I ამ ვარდისფერ იდეებს ხელს უწყობს ისიც, რომ უცხოეთში ნაწვალებ-ნატანჯი ხალხი საქართველოში ბოლო ფულით ნაყიდი საჩუქრებით ჩამოდის და აწყობილი ცხოვრების ილუზიას ხატავს. აბა ოჯახში ხომ არ აღიარებს “ყველაფერს”…”
ეს მართლაც ნაცნობი თემაა
)
სამშობლოში დაბრუნებამდე რამდენიმე თვე საშინელი კრიზისი მქონდა, სტიპენდია დამიმთავრდა, საქართველოში ომის შემდგომი ფინანსურ–მორალური კრიზისი იყო და დახმარებას ვერავის ვთხოვდი.
დიდი წვალების შემდეგ, ჩემი ორი ღერი გერმანულით, ნახევარფაბრიკატების ქარხანაში, შეფუთვის განყოფილებაში შევყავი თავი ერთი ქართველის დახმარებით, რომ ადგილზე კომუნალური ანგარიში მაინც გამესწორებინა და სწორედ რომ საჩუქრების ფული შემეგროვებინა (ბილეთი მაინც ჩემების საყიდელი გახდა
ჰოდა, არ დამავიწყდება, ეს ქართველი ინტერესით რომ მეკითხებოდა, რომ ჩახვალ საქართველოში, სამინისტროში იტყვი თვენახევარი 3 გრადუსში ჰამბურგერებს და სოსისებს რომ ფუთავდიო?
@Katiee პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი მოცულობითი კომენტარისთვის
ყველა ერი იცვლება და არც ქართველებია გამონაკლისი. ოღონდ, ძალიან იშვიათად ხდება, რომ თვით ერთი თაობის შიგნით მოხდეს რადიკალური ცვლილება. ამას სერიოზული კატაკლიზმები ჭირდება. მაგ. 90-იანების ომებში წასული თაობა შეცვლილი ჩამოვიდა. მაგრამ აი აქ, კომპიუტერს მიმჯდარი თაობა ძალიან ნაკლებ სავარაუდოა რომ განთავისუფლდეს ყველაფერი იმისგან, რაც “ბოღმა-პოსტებშია” ხოლმე ჩამოწერილი. სწორედ ამას ეხებოდა ჩემი პოსტი: გაუჩნდა ვინმეს სურვილი, რომ ეს ყველაფერი ჩამოწეროს? მაშინ ჯერ თავად შეიცვალოს. რაც მეტი შეიცვლება, მით უფრო დაეტყობა ჯამს. That’s all
That’s true


but, რამდენიც იწუწუნებს, იმის 10%–მაც რომ გაიაზროს და ჩამოთვლილთაგან 10% რომ თავის თავზე მიიღოს დამწერმა, თუ მკითხველმა, შემდეგ თაობის 10% მაინც შეიცვლება 10%ით
ბოდიში, პროცენტებით თამაშისთვის
შენც მადლობა, ასეთი კარგი თემის წამოჭრისთვის
მოკლედ, (ელექტრონულმა) შეძახილმა (ელექტრონული) ხე გაახმოო, ამის იმედი აქვთ ბოღმა-პოსტების ავტორებს