DAVID.GE 2.0 – ქართული მარკეტინგის ბლოგი » თბილისის წყალი

წყალი უფასოდ(?!)
წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება. ჩვენმა გონებამ “გუბკასავით” შეისრუტა, რომ “ეს დროშა დაეცა ხიბულასთან”, რომ “ხმა უნდა მივცეთ გამარჯვებულს”, რომ “საქმით მოდის და საქმეს გვპირდება”, რომ “Change we can believe in” და რომ “რასაკვირველია, გასაკეთებელი კიდევ ბევრია”! ამ ყოვლისმომცველ სლოგანთა შორის “გაზი 10თ, შუქი 5თ, წყალი – უფასო” იყო ერთადერთი, რომელიც კონკრეტიკის ელფერს ატარებდა. მთელი კამპანიის განმავლობაში ველოდებოდი, რომ ვინმე დასვამდა შეკითხვას – წყალი უფასოდ?! მეც ამ პოსტს ვინახავდი და ველოდებოდი. არ დასვეს…

გრძელი ტექსტების მოზიზღეები რომ არ გამოგვაკლდნენ მსჯელობაში, აქვე ვიტყვი:

უფასო წყალი ნიშნავს რომ წყალი აღარ გვექნება!

რატომ?

პასუხს ნაწილობრივ ეს ორი კლიპიც სცემს, რომელიც იმ დროს გაკეთდა, როცა GWP-ს ჯერ კიდევ თბილისის წყალი ერქვა და სახელმწიფო კომპანია იყო:

1.

2.

ეს კლიპები 3 წლის წინაა გადაღებული. მათი ძირითადი მიზანი იყო თბილისის მოსახლეობისთვის ახსნილიყი, რომ (1) წყალი მდინარეში არ ნიშნავს წყალს მათ ონკანში და რომ (2) წყალი არ არის შეუზღუდავი ოდენობით. სანამ ეს კლიპები გაკეთდებოდა, ხშირად ისმოდა ფრაზა “საქართველოში წყალი ფული უნდა ღირდეს?!” ამაზე ყოველთვის ვპასუხობდით: მდინარეში წყალი ახლაც უფასოა – მიბრძანდით და მიირთვით. ამ კლიპებმა ამ მხრივ მოსახლეობის გათვიცნობიერება აამაღლა და “წყლის უფასოების” თემა დღის წესრიგიდან მოხსნა. როგორც აღმოჩნდა – დროებით…

მაგრამ ესეც არ არის მთავარი! ეგებ უბრალოდ მერიის ბიუჯეტიდან აპირებს სლოგანის ავტორი კერძო კომპანიის სუფსიდირებას? მიუხედავად იდეის მარაზმულობისა, მაინც განვიხილოთ რა მოხდება ამ შემთხვევაში. რა მოხდება და… მოსახლეობა ჩათვლის რომ წყალი “ულევი” და შეუზღუდავი რესურსია, საერთოდ აღარ დაზოგავს მას და არც ონკანს შეაკეთებს. რა საჭიროა, როცა რაღაც უფასოა?! შედეგად, დღეს არსებული წყლის გრაფიკი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან არსებული მოხმარების მაჩვენებლებითაც კი წყალს უფრო ნაკლებს უნდა ვიყენებდეთ, რომ ყველას გვეყოს. ახალი მდინარე კი ჯერ არავის აღმოუჩენია თბილისის სიახლოვეს…

არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი. ”უფასო რომ ზოგადად არაფერი არაა” და რომ “თუ აქ და ახლა უფასოდ მოგცეს, სადმე რამე მაინც დაგიჯდება” ეს ყველამ კარგად იცის. არის ორი სცენარი, თუ სად შეიძლება იმალებოდეს “ძაღლის თავი”:

1. წყლის ტარიფი ზოგადად ორი რიცხვისგან მიიღება:

ტარიფი წყლის მიწოდებაზე

ტარიფი კანალიზაციაზე

სარეკლამო კამპანიაში არავის აუხსნია “წყალი უფასოდ” შეიცავს თუ არა კანალიზაციის ტარიფს – თუ მხოლოდ წყლის მიწოდებას გვპირდებიან უფასოს?

2. წყლის ტარიფი მოსახლეობისთვის არის 10 თეთრი კუბურ მეტრზე, მაშინ როცა ბიზნესისთვის არის 4 ლარი და 40 თეთრი. შესაბამისად, დღეს უკვე შექმნილია ისეთი სისტემა, როცა თბილისის წყლის სისტემას ბიზნესი ინახავს. არსადაა ნათქვამი, რომ მოსახლეობისთვის გაუფასოებული წყალი არ გაძვირდება ბიზნესისთვის.

ჩემი პირადი ხედვა თბილისში წყლის სისტემის მხარდასაჭერად ასეთია:

სასწრაფო გამრიცხველიანება

ონკანების მასიური შეკეთება

გონივრული, მაგრამ არა ნულოვანი ტარიფი – რომელიც დაგაზოგინებს წყალს, მაგრამ არ გაგიკოტრებს ჯიბეს

შედეგად, დაზოგილი წყალი გამოთავისუფლდება ქსელში და გრაფიკი თავისთავად დაიკლებს ან გაუქმდება.

Resume: ზოგადად, წყლის თემაზე გაუთავებლად დიდ ხანს შეიძლება მსჯელობა. ამ პოსტით უბრალოდ იმის ჩვენება მინდოდა, რომ ერთმა კონკრეტულმა ლოზუნგმა, თუ იგი ცხოვრებაში ასევე რიხიანად და დაუსაბუთებლად გატარდება, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს – მიუხედავად სასიამოვნო საწყისი ჟღერადობისა.

მსგავსი პოსტები

ჩემი ვიდეოკომენტარი წინასაარჩევნო რეკლამებზე

Post-election Post

საეკლესიო-სამშენებლო ფანდრაიზინგი

ნარინჯისფერი მარკეტინგი

ვირუსული ვიდეო