მეგობრობის უნივერსალური ტესტი

ადამიანებს შორის მეგობრობა, ახლობლობა ფაქტიურად მაშინვე გაჩნდა, როცა ადამიანთა რაოდენობა დედამიწაზე ერთს გადაცდა. არავინ იცის ამ მომენტიდან რამდენად გვიან, მაგრამ ალბათ საკმაოდ მალე გაჩნდა ეჭვიც. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ “კიდევ ერთხელ” დარწმუნდნენ ახლადშეძენილი მეგობრის “ნამდვილ ახლობლობაში”. კაცობრიობამ მრავლად შეაგროვა აზრები, იმის თაობაზე თუ სად, როგორ და რა პირობებში უნდა დავრწმუნდეთ იმაში, ახლობელია ადამიანი თუ არა (მაგალითად: “მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა”). მეგობრობა ხანგრძლივი პროცესია და ის თანდათან ყალიბდება. თუმცა ზუსტი დღე და საათი ცოტას თუ გაუზომია, როდის გახდა ადამიანი ახლობელი/მეგობარი. ამიტომ გთავაზობთ უნივერსალურ და ძალიან მარტივ გზას, შეამოწმოთ – არის ესა თუ ის ადამიანი უკვე სათანადოდ ახლო თქვენთვის.

ტესტი:

  • უთხარით მას: “შეჩემა…”

ტესტის პასუხი:

Continue reading