ბლოგერული განვითარების სამინისტრო

15 აპრილს გაიმართა 14 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. სამინისტროს მხრიდან ესწრებოდნენ საკუთრივ მინისტრი და ორი დეპარტამენტის (ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების) უფროსი. სტუმართა მხრიდან იყვნენ ბლოგერები და Youtube-რები. ამ უკანასკნელთა არსებობის შესახებ ამ შეხვედრიდან გავიგე. ვის ემალებიან დალოცვილები და რატომ არსად აქამდე არ გადავკვეთილვართ, ჩემთვის გამოცანად დარჩა. ალბათ მალე დადგება ჟამი, როცა გამოჩნდება Twitter-ასტების (რაც იგივეა – მოჭიკჭიკეთა) ჯგუფი. მათ მერე ალბათ Buzz-ების ჯერი დადგება. მოკლედ, ველოდებით.

Meeting with bloggers

მარჯვნიდან პირველი ჩანს ჩემი ფასადის ნაწილი

რას ეხებოდა შეხვედრა? რამდენიმე საიტზე დაიდო ამ შეხვედრის აღწერა, სადაც მთავარ თემად გამოტანილია ბლოგერების ასოციაციის შექმნის იდეა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ საკითხს შეხვედრაზე დაეთმო 2 საათიდან 2 წუთი. უმრავლესობა მას არ დაეთანხმა და გაგრძელდა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რაშიც სამინისტრო ხედავს ბლოგერების (ახალი მედიის) საჭიროებას:

Continue reading