DAVID.GE 2.0 – ქართული მარკეტინგის ბლოგი » Mercedes-Benz Sprinter

მარშუტკა წმინდა მიწაზე
სამარშრუტო ტაქსი (ან ხალხურად – მარშ(რ)უტკა) საქართველოს სატრანსპორტო სისტემის მთავარი იმედი და ამავე დროს – მნიშვნელოვანი დამსაქმებელიცაა. ბევრი მას მიიჩნევს საცობების მთავარ მიზეზად. მარშუტკამ ჩვენში ისე გაიდგა ფესვები, რომ თანამედროვე ქართული გზა მის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია. სხვათაშორის, ვიკიპედიის მარშუტკების გვერდზე საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები. ბევრს საბჭოთა გადმონაშთი ჰგონია და ერთი სული აქვს როდის ამოწყდება ეს ფენომენი. არა და მარშუტკა share taxi-ს სახით მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაშია გავრცელებული – თავ-თავისი სახელებით და წვრილმანი დეტალებით. ამ პოსტიდან შეიტყობთ, როგორ არის ეს ბედნიერება მოწყობილი ისრაელში:

მარშუტკა: ახალი Mercedes-Benz Sprinter

ყველა მარშუტკა ერთიანი სტანდარტის მიხედვით არის გაფორმებული. წინა მხარე ყვითელია, ხოლო უკანა – თეთრი. ასევე, ყოველ მათგანს აქვს ტაქსის ნიშანი ზევით. ბორტზე დატანილია მფლობელი კომპანიის დასახელება და ტელეფონი, ასევე ამ კონკრეტული მარშუტკის ლიცენზიის ნომერი. ამასთან, თვით მანქანის ნომერი აუცილებლად მთავრდება 25-ით. უმეტესად Mercedes-Benz Sprinter ან მისი ასლი Volkswagen Crafter/LT გამოიყენება, ხოლო ჩვენში გავრცელებული Ford ათასში ერთია.

მარშუტკა: ძველი Mercedes-Benz Sprinter

ახლა შიგნით შევიხედოთ (სურათების ხარისხზე ჩუმად ვარ – მძღოლებს სულაც არ ახარებთ ფოტოკამერის დანახვა). ინტერიერი ყველა მარშუტკას გადაკეთებული აქვს. ამ საქმეს ჰყავს ადგილობრივი ბაზრის ლიდერიც – Feldman Vehicle Conversions. ამ ფოტოზე ჩანს თითოეული მგზავრის თავზე მყოფი კონდიცირების და განათების ბლოკი:

ინდივიდუალური კონდიციონერები

აი ამ ფოტოზე კი უფრო დეტალურად ჩანს შიდა სამზარეულო:

მარშუტკის შიდა სამზარეულო

პირველ რიგში, გადაკეთებულია შესასვლელი (როგორც თბილისის მერსედესის მარშუტკებში) და ასვლა ხდება წინა კარიდან. იმისათვის, რომ მგზავრმა კარი თვითონ არ გააღოს, მძღოლის სკამამდე მიყვანილია “ბერკეტი” (სურათზე – ვერცხლისფერი რკინის ჯოხი). სალონში არის 10 სამგზავრო ადგილი და ყოველი მათგანს აქვს უსაფრთხოების ღვედი (ქამარი). ინტერიერზე ბოლოს იმას ვიტყვი, რომ ყველა მანქანაში არის ნაგვის პატარა ურნა, ცვლადი პარკით. შესაბამისად, არსად არაფერი არ ყრია და არის სისუფთავე.

ასევე, ყველა მარშუტკა ვალდებულია იქონიოს საკასო აპარატი და თუ მგზავრი მოითხოვს – გამოუწეროს ჩეკი (რეალურად ითხოვენ მხოლოდ ისინი, ვისაც მგზავრობას სამსახური უნაზღაურებს). სურათზე ეს აპარატი მაგნიტოფონს გავს და ზოგ მანქანაში მის ადგილას არის ჩაყენებული. ასევე, ხურდა ფულთან ურთიერთობის გასამარტივებლად, ყველგან დგას გამანაწილებელი – თითო სვეტში იყრება თითო სახის მონეტა და ჩამოყრა ძალიან მარტივია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენი მარშუტკებისგან – იქ არ არის ჩვენებური “ხაზები”. მარშრუტი შეიძლება იყოს მხოლოდ 2 ქალაქს შორის ან იმეორებდეს ავტობუსის მარშრუტს (ფოტოზე 247 ავტობუსის მარშრუტია ნაჩვენები). მძღოლებად უმეტესად არაბები მუშაობენ. ეს ქვეყანას არაბული უმუშევრობის პრობლემას უგვარებს (უმუშევრობა – ონ ი ვ აფრიკე უმუშევრობა), ხოლო არამორწმუნე ებრაელებს აძლევს საშუალებას შაბათობითაც იმგზავრონ ტრანსპორტით (როცა ავტობუსები და რკინიგზა ისვენებენ).

მოკლედ, წმინდა მიწის მარშუტკებით 1 წელი ვსარგებლობდი და ერთს ვიტყვი: საქართველოში რომ ვინმემ ამ სფეროს ასევე მიხედოს, მარშუტკას ყველა შანსი აქვს რეალურად გახდეს სამარშრუტო ტაქსი – კონფორტული, უსაფრთხო, სწრაფი და ბოდიში და – სამაგალითო!

მსგავსი პოსტები

Giveaway: საჩუქრები ბლოგის მკითხველებს

ნარინჯისფერი მარკეტინგი

ერთით მეტი, მრავლით ნაკლები

ფოტომოგზაურობა კეისარიაში

რამდენიმე Stop Motion კლიპი