მეგობრობის უნივერსალური ტესტი
ადამიანებს შორის მეგობრობა, ახლობლობა ფაქტიურად მაშინვე გაჩნდა, როცა ადამიანთა რაოდენობა დედამიწაზე ერთს გადაცდა. არავინ იცის ამ მომენტიდან რამდენად გვიან, მაგრამ ალბათ საკმაოდ მალე გაჩნდა ეჭვიც. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ “კიდევ ერთხელ” დარწმუნდნენ ახლადშეძენილი მეგობრის “ნამდვილ ახლობლობაში”. კაცობრიობამ მრავლად შეაგროვა აზრები, იმის თაობაზე თუ სად, როგორ და რა პირობებში უნდა დავრწმუნდეთ იმაში, ახლობელია ადამიანი თუ არა (მაგალითად: “მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა”). მეგობრობა ხანგრძლივი პროცესია და ის თანდათან ყალიბდება. თუმცა ზუსტი დღე და საათი ცოტას თუ გაუზომია, როდის გახდა ადამიანი ახლობელი/მეგობარი. ამიტომ გთავაზობთ უნივერსალურ და ძალიან მარტივ გზას, შეამოწმოთ – არის ესა თუ ის ადამიანი უკვე სათანადოდ ახლო თქვენთვის.
ტესტი:
- უთხარით მას: “შეჩემა…”
ტესტის პასუხი:
ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი თავმოუბმელობა
საშინლად არ მიყვარს, როდესაც რამე საქმე უსასრულოდ ჭიანურდება და ბოლო არ უჩანს. თუ რამე იწყება, უნდა დამთავრდეს კიდეც. მაგრამ გარდა მიმდინარე საქმეებისა, არსებობს კიდევ ძველი ჩანაფიქრები, რომელთა განხორციელებაც შეიძლება არ მოხერხდეს დღეს, მაგრამ იმის იმედით, რომ როდესღაც განახორციელებ, დროებით გადადო და არ დაივიწყო. ასეთი ჩანაფიქრისთვის თავის მობმა და განხორციელება უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებს, იმიტომ რომ ერთი “ჩამოკიდული” საქმით ნაკლები რჩება.
ახლა გიამბობთ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ თავმოუბმელობაზე:














