ვირუსული ვიდეო

Viral marketing and viral advertising refer to marketing techniques that use pre-existing social networks to produce increases in brand awareness or to achieve other marketing objectives (such as product sales) through self-replicating viral processes, analogous to the spread of pathological and computer viruses. It can be word-of-mouth delivered or enhanced by the network effects of the Internet. Viral promotions may take the form of video clips, interactive Flash games, advergames, ebooks, brandable software, images, or even text messages.

- from Wikipedia

ინტერნეტის განვითარებამ ძალიან ბევრ სფეროში გამოიწვია ცვლილებები. შეიცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრების წესიც. თუ ადრე ადამიანი “შედიოდა” ინტერნეტში, დღეს იგი ფაქტიურად არც გამოდის იქედან – უბრალოდ მცირე შესვენებას აკეთებს ძილისათვის. ასეთ ადამიანებს ხშირად Homo Internetius-საც უწოდებენ. “ინტერნეტ ადამიანების” გარშემო გაჩნდა ახალი ბიზნესები, ხოლო მათთან ერთად – ახლებური მარკეტინგიც.

თანამედროვე მარკეტინგი მომხმარებელთან კავშირის დასამყარებლად აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ტრადიციული საშუალებებით – ტელევიზიით, გაზეთით, ბილბორდითა თუ სავაჭრო ადგილის აქციებით. ამჟამად აქტიურად იყენებენ Homo Internetius-ის ახალ თვისებას – გაზიარების სურვილს. ნახე რამე კარგი? გადააწყდი რამე საინტერესოს? გაუზიარე. დღეს ინტერნეტში ყველა ყველაფერს უზიარებს – “უშეარებს” ერთმანეთს. ადრე ეს მეილებში ხდებოდა, შემდეგ ფორუმებზე, ახლა – სოცქსელებში და სხვადასხვა თემატურ ჰოსტინგებზე (ვიდეო, ფოტო).

როდესაც გაზიერაბათა რაოდენობა დიდ რიცხვს აღწევს, იწყებენ საუბარს ვირუსზე. ანუ, თუ ვიდეოს ბევრი ადამიანი უზიარებს ერთმანეთს, ბევრი მას ვირუსულ ვიდეოს უწოდებს. ამ სახელს ხშირად უწოდებენ მხოლოდ იუმორისტულ, “სტრანნი” ვიდეოებს. თუ მილიონი ადამიანი გაუზიარებს ერთმანეთს ჯექსონის ტრილერს, არავის მოაფიქრდება ამას ვირუსი უწოდოს. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეს ყველაფერი ახალი შემოსულია ჩვენს ცხოვრებაში და ბოლომდე ჩამოუყალიბებელია.

ამავე დროს, თუ ვიდეო არის ვირუსული მარკეტინგული კამპანიის ნაწილი, მაშინ ყველაფერი განსაზღვრულია და მარტივი: როგორც ნებისმიერ მარკეტინგულ კამპანიას, ვირუსულსაც უნდა ჰქონდეს კონკრეტული მესიჯი, სამიზნე აუდიტორია და ის ამოცანა, რომელსაც ის გადაჭრის. ასეთი კამპანიისთვის ვირუსული ვიდეო სპეციალურად იქმნება, მის სცენარზე სპეციალურად მუშაობენ და მის გავირუსებას სპეციალურად გეგმავენ.

ბოლო ვირუსებიდან ჩემი უსაყვარლესი მაგალითია ამერიკული Integrity Windows and Doors-ის მიერ შექმნილი რგოლები მშენებლების მოხერხებულობაზე:

Continue reading