ერთით მეტი, მრავლით ნაკლები
რამდენიმე დღის წინ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წარმომადგენელმა გაახმაურა სატელეფონო ნომრებთან დაკავშირებული უახლოესი გეგმები, რომელთა განხორციელება ყოველ ჩვენთაგანს შეიძლება შეეხოს. წარმოდგენილ პროექტში საუბარია ნომრების პორტაბელურობაზე და ქალაქისა და მობილური ნომრების ერთი ციფრით დაგრძელებაზე. ამ პოსტში ამ უკანასკნელზე გეტყვით ჩემს მოსაზრებას.














