მარკეტინგული კომუნიკაცია ინტერნეტში

კვარიათში გაიმართა ქართული ბლოგინგის დღეები, რომლის ერთერთი მოდერატორი და მინორიტარული ორგანიზატორი მეც გახლდით. ახლა ვაქვეყნებ ერთერთ მოკლე სახელმძღვანელოს, რომელიც ამ ღონისძიების ფარგლებში დაიწერა. მოგვიანებით იქნება თვით ღონისძიების მიმოხილვაც.

ნებისმიერი ბიზნესისათვის, მიუხედავად იმისა, წარმოებისა თუ მომსახურების სფეროში მოქმედებს, არის მონოპოლისტი თუ მჭიდრო კონკურენციის მონაწილე, უაღრესად მნიშვნელოვანია მომხმარებელთან და ბაზართან ეფექტური კომუნიკაციის აწყობა და წარმართვა. თანამედროვე სამყაროში უაღრესად მნიშვნელოვანია ინტერნეტში სწორი მარკეტინგული კომუნიკაციის წარმართვა.

ამას აქვს მრავალი მიზეზი. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:

  • ინტერნეტით სარგებლობს მსყიდველობითი უნარის მქონე მომხმარებლების უდიდესი უმრავლესობა
  • სოციალური ქსელები და ბლოგოსფერო იძლევა საშუალებას დამყარდეს ინტერაქტიული კონტაქტი მომხმარებელთან, რაც შეუძლებელია ტრადიციული მარკეტინგული არხებით
  • ინტერნეტ-მარკეტინგი ერთერთი ყველაზე იაფი საშუალებაა მომხმარებელთან დასაკავშირებლად

Continue reading

ინტერვიუ: “სოციალური მედია საქართველოში”

აპრილის ბოლოს წერილობითი ინტერვიუ მივეცი “ნავიგატორს”. იმდენი ვწერე, ერთი კარგი პოსტის ზომის კი გამოვიდა. იყოს ბლოგზეც:

“ნავიგატორის” შეკითხვები:

მოკლედ მაინტრესებს თქვენი აზრით დღესდღეობით საქართველოში სოციალური მედია და კერძოდ ბლოგინგი განვითარების რა საფეხურზეა? რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო წინსვლისთვის ამ მიმართულებით?  ზოგადად რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს სოც. მედია ჩვენ ქვეყანაში?

ეკონომიკის სამინისტროში გამართულმა შეხვედრამ, ასევე სინგულარ ჯგუფის კონფერენციამ რა დადებითი შედეგები მოიტანა?

ზოგადად თქვენი შეფასებით რამდენად პოპულარულია საქართველოში სოციალური მედია და რამდენად შეიძლება ჩაანაცვლოს ტრადიციული მედია?

ჩემი პასუხი:

Continue reading

ჩემი ვიდეოკომენტარი წინასაარჩევნო რეკლამებზე

დღეს მივეცი ინტერვიუ მეგობარ ბლოგერებს, არჩევნების გაშუქების საიტისათვის:

დიდი მადლობა დოდკას (ინტერვიუს ორგანიზებისთვის) და პიკოს (ინტერვიუს წაყვანისა და ჩაწერისთვის).

ბლოგერული განვითარების სამინისტრო

15 აპრილს გაიმართა 14 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. სამინისტროს მხრიდან ესწრებოდნენ საკუთრივ მინისტრი და ორი დეპარტამენტის (ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების) უფროსი. სტუმართა მხრიდან იყვნენ ბლოგერები და Youtube-რები. ამ უკანასკნელთა არსებობის შესახებ ამ შეხვედრიდან გავიგე. ვის ემალებიან დალოცვილები და რატომ არსად აქამდე არ გადავკვეთილვართ, ჩემთვის გამოცანად დარჩა. ალბათ მალე დადგება ჟამი, როცა გამოჩნდება Twitter-ასტების (რაც იგივეა – მოჭიკჭიკეთა) ჯგუფი. მათ მერე ალბათ Buzz-ების ჯერი დადგება. მოკლედ, ველოდებით.

Meeting with bloggers

მარჯვნიდან პირველი ჩანს ჩემი ფასადის ნაწილი

რას ეხებოდა შეხვედრა? რამდენიმე საიტზე დაიდო ამ შეხვედრის აღწერა, სადაც მთავარ თემად გამოტანილია ბლოგერების ასოციაციის შექმნის იდეა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ საკითხს შეხვედრაზე დაეთმო 2 საათიდან 2 წუთი. უმრავლესობა მას არ დაეთანხმა და გაგრძელდა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რაშიც სამინისტრო ხედავს ბლოგერების (ახალი მედიის) საჭიროებას:

Continue reading

iTV Conference

ვიწყებ წინა პოსტში ნახსენები “სოციალური” კვირეულის ღონისძიებების აღწერას. რადგან წინა ღონისძიებების აღწერა ცოტა დამაგვიანდა, დავიწყებ უახლესით და შემდეგ მივყვები რიგით უფრო ძველებს:

iTV Conference

iTV Conference

გუშინ გაიმართა iTV კონფერენცია. უფრო სწორად – მისი პირველი დღე. თუმცა, მეორე ნაწილი შორეულ 29 აპრილს არის დაგეგმილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე დღის თემატიკაც უფრო ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული, ვფიქრობ უფრო სწორი იქნება 2 დამოუკიდებელ კონფერენციად ჩავთვალოთ.

Continue reading

ჩემი “სოციალური” კვირეული

ისე აეწყო, რომ 8 რიცხვის შემდეგ ერთი ღონისძიებიდან მეორეზე დავდივარ:

  • 9-10 აპრილი – Social Innovation Camp
  • 11-12 აპრილი – ვორკშოპი ახალი მედიის გამოყენების სტრატეგიებში
  • 13 აპრილი – ტრენინგი ტრენერებისათვის ახალ მედიაში
  • 14 აპრილი – იძულებითი შესვენება (ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გადაიდო)
  • 15 აპრილი – შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან საქართველოში ტურიზმისა და ბიზნესისათვის ახალი მედიის სტრატეგიის საკითხებზე
  • 16 აპრილი – iTV კონფერენცია

ჰა, რავარია? :)

როცა ეს სოც. ღონისძიებები მორჩება, ვაპირებ თითოეულ მათგანზე პოსტის დადებას. იმედია ძალიან დაგვიანებული და აქტუალობა დაკარგული არ იქნება :)

Stay tuned.

Best way to promote yourself

ამ ბოლოს დროს ქარნეტში გამოჩნდა ახალი ტენდენცია: ბევრი ახალი ბლოგერი ვალდებულად თვლის თავს დაწეროს ბოღმა-პოსტი თემაზე “რა “სტრანნი” ხალხი ვართ ეს ქართველები”. ამ პოსტში აუცილებლად იქნება თავმოყრილი 20-30 თვისება, რომელიც ავტორის აზრით ზუსტად ახასიათებს ქართველთა “ბნელ” აზროვნებას. ყველაფერი ეს რასაკვირველია გაზავებულია დიდი ოდენობის სარკაზმითა და ლაითი იუმორით.

ასეთი პოსტების წაკითხვისას ყოველთვის მეცინება… და მიჩნდება გარკვეული მოსაზრებები:

Continue reading