მარკეტინგული კომუნიკაცია ინტერნეტში

კვარიათში გაიმართა ქართული ბლოგინგის დღეები, რომლის ერთერთი მოდერატორი და მინორიტარული ორგანიზატორი მეც გახლდით. ახლა ვაქვეყნებ ერთერთ მოკლე სახელმძღვანელოს, რომელიც ამ ღონისძიების ფარგლებში დაიწერა. მოგვიანებით იქნება თვით ღონისძიების მიმოხილვაც.

ნებისმიერი ბიზნესისათვის, მიუხედავად იმისა, წარმოებისა თუ მომსახურების სფეროში მოქმედებს, არის მონოპოლისტი თუ მჭიდრო კონკურენციის მონაწილე, უაღრესად მნიშვნელოვანია მომხმარებელთან და ბაზართან ეფექტური კომუნიკაციის აწყობა და წარმართვა. თანამედროვე სამყაროში უაღრესად მნიშვნელოვანია ინტერნეტში სწორი მარკეტინგული კომუნიკაციის წარმართვა.

ამას აქვს მრავალი მიზეზი. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:

  • ინტერნეტით სარგებლობს მსყიდველობითი უნარის მქონე მომხმარებლების უდიდესი უმრავლესობა
  • სოციალური ქსელები და ბლოგოსფერო იძლევა საშუალებას დამყარდეს ინტერაქტიული კონტაქტი მომხმარებელთან, რაც შეუძლებელია ტრადიციული მარკეტინგული არხებით
  • ინტერნეტ-მარკეტინგი ერთერთი ყველაზე იაფი საშუალებაა მომხმარებელთან დასაკავშირებლად

ინტერნეტ კომუნიკაციას აქვს 4 შემადგენელი ნაწილი:

  1. შეტყობინება (ანუ, რა ინფორმაციის მიტანაა დაგეგმილი)
  2. სამიზნე აუდიტორია (ანუ, ვინ უნდა მოისმინოს ჩვენი ინფორმაცია)
  3. საკომუნიკაციო არხი (ანუ, რა გზით უნდა მივიდეს ჩვენი ინფორმაცია ადრესატამდე)
  4. სპიკერი (ანუ, ვინ უნდა მიიტანოს ჩვენი ინფორმაცია ადრესატამდე)

განვიხილოთ თითოეული შემადგენელი ნაწილი. ამისათვის ვისარგებლოთ წვენებისა და კონსერვების მწარმოებელი კომპანიის მაგალითით:

ქართული კომპანია X აწარმოებს 10 დასახელების წვენს (ვაშლი, ქლიავი, ასკილი, ატამი, ჟოლო, ბროწეული, ალუბალი, სტაფილო) 9 სადახელების საწებელს (ყვითელი, მწვანე და წითელი ტყემალი, პომიდორი, აჯიკა), მურაბებსა და ბოსტნეულის კონსერვებს. ნედლეული ქართულია, წარმოება ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხარისხი კონტროლდება. შეფუთვა შუშისაა, რაც პროდუქციას უკეთ ხილვადს ხდის, თუმცა ნაკლებად პრესტიჟულია. გასაღების ძირითადი ბაზარია საქართველო. იგეგმება ექსპორტის დაწყება.

ნაწილი I – შეტყობინება

ჩვენს შემთხვევაში კომპანიის შეტყობინება შეიძლება იყოს საიმიჯო (რომელიც წარმოაჩენს კომპანიის უპირატესობებს) ან კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებული. წვენების მწარმოებლისთვის შეტყობინება შეიძლება იყოს ხარისხი. ანუ, სიტყვის ხსენების გარეშე მომხმარებელს უნდა შეექმნას ხარისხის აღქმა. ამისათვის მას აღვწერთ შემდეგი მახასიათებლებით:

  • ნატურალური ნედლეული (ხილი და არა კონცენტრატი)
  • ჩამოსხმის თანამედროვე ხაზი
  • ხარისხის კონტროლის ლაბორატორია
  • საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა (ISO9001)
  • თანამედროვე შეფუთვა

ეს არის ხარისხის აღმწერი მახასიათებლები, რომლებიც უქმნიან მომხმარებელს ხარისხიანობის განცდას. შესაბამისად, ჩვენი შეტყობინება იქნება “ხარისხი” და მისი აღმწერი მახასიათებლები.

რჩევა: მომხმარებელთან კომუნიკაციაში ძირითადი სათქმელი დაყავით მის აღმწერ მარტივ ფაქტებად და ისინი მიაწოდეთ მას

ნაწილი II – სამიზნე აუდიტორია

ყოველ შეტყობინებას აქვს მისი შესაბამისი სამიზნე აუდიტორია. ხშირად კომპანია სხვადასხვა აუდიტორიას განსხვავებული ენით ესაუბრება. მაგალითად, საერთაშორისო პარტნიორებთან ენა უფრო ფორმალურია და ემყარება ციფრებს, გრაფიკებს, პროცენტებს. მომხმარებელთან ურთიერთობაში წინ იწევს უშუალობა, მეგობრულობა, ნაკლები ფორმალიზმი და მეტი გახსნილობა. თუ პარტნიორს დააინტერესებ მიწოდების ხელსაყრელი პირობებით, მომხმარებლისათვის მიმზიდველი შეიძლება იყოს შეფუთვის დიზაინი.

შესაბამისად, ჩვენს მაგალითში არის 2 დამოუკიდებელი აუდიტორია – მომხმარებლები და ბიზნეს-პარტნიორები. სამიზნე აუდიტორიის უფრო კონკრეტული მაგალითი შეიძლება იყოს “Facebook-ის მომხმარებელი 20-30 წლის ახალგაზრდა დედები”.

რჩევა: მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევისას ეცადეთ იგი რაც შეიძლება ზუსტად მოარგოთ თქვენს შეტყობინებას. სხვა შემთხვევაში თქვენ ან (1) თანხას დახარჯავთ ისეთ ხალხთან ურთიერთობაში, რომელიც თქვენი მომხმარებელი არაა, ან (2) დააბნევთ თქვენი მომხმარებლების ნაწილს ისეთი შეტყობინებით, რომელიც მათ არ ეხებოდა.

ნაწილი III – საკომუნიკაციო არხები

იმისათვის, რომ ჩვენი შეტყობინება მიუვიდეს სამიზნე აუდიტორიას, საჭიროა ზუსტად შევარჩიოთ საკომუნიკაციო არხები. ეს შეიძლება იყოს საიტი, Facebook-ის გვერდი, ინტერნეტ-რეკლამა, ბლოგოსფერო, ბიზნეს-კატალოგები, ფლეშ-თამაშები და სხვა.

ჩვენს მაგალითში კომპანიისთვის მიზანშეწონილია შემდეგი არხების არსებობა:

ბიზნეს-პარტნიორებისთვის

  • კორპორატიული საიტი
  • საერთაშორისო ბიზნეს-კატალოგებში განთავსება
  • ინტერნეტ-რეკლამა ბიზნესთან დაკავშირებული ტერმინების კონტექსტში ჩვენებით

მომხმარებლებისათვის

  • მარტივი, მაგრამ დიზაინის მხრივ მიმზიდველი საიტი პროდუქტებისათვის
  • Facebook გვერდი
  • ფლეშ-თამაში საიტზე
  • ბლოგოსფერო

რჩევა: საკომუნიკაციო არხებისას შეარჩიეთ მხოლოდ ისეთები, რომელთა სამომავლო გაძღოლასაც შეძლებთ. ანუ მაგალითად, თუ ხსნით Facebook-ის გვერდს, უნდა იყოს გათვალისწინებული კომენტარებზე პასუხი და მომხმარებელთან მუდმივი ინტერაქცია.

რჩევა: სხვადასხვა ენობრივი აუდიტორიისთვის მიზანშეწონილია ცალკე მისამართის გამოყოფა – .ge ქართულისთვის, .ru რუსულისთვის, .com ინგლისურისთვის და ა.შ.

ნაწილი IV – სპიკერი

მას შემდეგ რაც შეტყობინებაც ჩამოყალიბებულია, სამიზნე აუდიტორიაც განსაზღვრულია და საკომუნიკაციო არხებიც შერჩეულია, რჩება ბოლო კითხვა – ვინ მიიტანს ჩვენს შეტყობინებას ადრესატამდე?

ეს შეიძლება იყოს კომპანიის რიგითი თანამშრომელი Facebook-ზე, მხარდამჭერი ბლოგერი ან სულაც მსახიობი რეკლამიდან. მთავარია, რომ იგი იყოს დამაჯერებელი სამიზნე აუდიტორიისთვის და შეესაბამებოდეს მისაწოდებელ შეტყობინებას. სპიკერი უნდა ლაპარაკობდეს ერთ ენაზე აუდიტორიასთან.

ჩვენს შემთხვევაში ბიზნეს-პარტნიორებთან სპიკერი იქნება კომპანიის მენეჯმენტი – პირადად ან საიტზე განთავსებული ტექსტების გზით; ხოლო მომხმარებელთან სპიკერები იქნება:

  • საიტზე – ტექსტების ავტორი
  • Facebook-ზე – მიმაგრებული თანამშრომელი
  • ბლოგოსფეროში – კომპანიის ან დამოუკიდებელი ბლოგერები

რჩევა: მომხმარებელთან ურთიერთობამდე სპეციალურად გამოყავით შტატიდან ერთი თანამშრომელი და მოამზადეთ იგი იმისათვის, რომ მას ჰქონდეს ინტერნეტში ურთიერთობების უნარჩვევები, შეეძლოს პოზიტიური საუბრების მოტივირება და საპირისპირო აზრის მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ დარეგულირება.

ამ 4 ნაწილის ერთიანობაში მოყვანით ჩვენ შევძლებთ განვახორციელოთ ეფექტური კომუნიკაცია, შევიძინოთ მეტი ლოიალური მომხმარებელი და შევინარჩუნოთ არსებული.

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

iTVc2: რატომ არ იყო იქ Rocko?!

iTV Conference

iTV Conference

გუშინ იყო iTV კონფერენციის მეორე დღე. როგორც ჩემს წინა პოსტში ვივარაუდე, მეორე დღე კი არა – დამოუკიდებელი კონფერენცია გამოდგა. ჩემს აღმატებით მოსაზრებებს ორგანიზების, დიზაინერული შეფუთვის, კვების და სხვა საკითხებზე აქ აღარ გავიმეორებ – ყველაფერი ისევე კარგად იყო, როგორც პირველ დღეს. პირდაპირ შინაარსზე გადავალ:

Read more

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

sCool: Schools. Cool schools. You choose.

სოციალური ინოვაციების ბანაკი (SIC-Caucasus) დამთავრდა. მან ყველა პოზიტიური მოლოდინი გაამართლა და გადააჭარბა კიდეც. 2-დღიანი მუშაობის შემდეგ 6 სხვადასხვა საერთაშორისო ჯგუფის მიერ დაიდო 6 პროექტი. მათ შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ბანაკის საიტის შესაბამის გვერდზე. მე კი იმ პროექტზე გიამბობთ, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მივიღე.

თავდაპირველად, 6 იდეა წარდგენილი იქნა ავტორების მიერ. ნებისმიერ მსურველს შეეძლო ნებისმიერი იდეის გუნდში ჩაწერილიყო. ცოტა ვისმინეთ თუ ბევრი – მე, ლექსო ხუბულავა (ეს ისაა, ვისიც jobs.ge-ა) და თეა ხარიტონაშვილი (ეს კი ისაა, ვისიც convert.ge-ა) ერთ გუნდათ მივედით ერევნიდან ჩამოტანილ იდეასთან: გაკეთდეს საიტი, რომელიც მოეხმარება მშობლებს სკოლის შერჩევაში და არსებული სკოლის შესახებ გამოცდილების გაზიარებაში.

მე გუნდში რასაკვირველია მარკეტინგის მიმართულება დამევალა. შედეგად, პროექტისთვის მოვიფიქრე დასახელება sCool – ნაწარმოები სიტყვებიდან School (სკოლა) და Cool (“მაგარი”). სლოგანიც ამ ორი სიტყვის კავშირს უსვამს ხაზს:

Read more

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

ბლოგერული განვითარების სამინისტრო

15 აპრილს გაიმართა 14 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. სამინისტროს მხრიდან ესწრებოდნენ საკუთრივ მინისტრი და ორი დეპარტამენტის (ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების) უფროსი. სტუმართა მხრიდან იყვნენ ბლოგერები და Youtube-რები. ამ უკანასკნელთა არსებობის შესახებ ამ შეხვედრიდან გავიგე. ვის ემალებიან დალოცვილები და რატომ არსად აქამდე არ გადავკვეთილვართ, ჩემთვის გამოცანად დარჩა. ალბათ მალე დადგება ჟამი, როცა გამოჩნდება Twitter-ასტების (რაც იგივეა – მოჭიკჭიკეთა) ჯგუფი. მათ მერე ალბათ Buzz-ების ჯერი დადგება. მოკლედ, ველოდებით.

Meeting with bloggers

მარჯვნიდან პირველი ჩანს ჩემი ფასადის ნაწილი

რას ეხებოდა შეხვედრა? რამდენიმე საიტზე დაიდო ამ შეხვედრის აღწერა, სადაც მთავარ თემად გამოტანილია ბლოგერების ასოციაციის შექმნის იდეა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ საკითხს შეხვედრაზე დაეთმო 2 საათიდან 2 წუთი. უმრავლესობა მას არ დაეთანხმა და გაგრძელდა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რაშიც სამინისტრო ხედავს ბლოგერების (ახალი მედიის) საჭიროებას:

Read more

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

iTV Conference

ვიწყებ წინა პოსტში ნახსენები “სოციალური” კვირეულის ღონისძიებების აღწერას. რადგან წინა ღონისძიებების აღწერა ცოტა დამაგვიანდა, დავიწყებ უახლესით და შემდეგ მივყვები რიგით უფრო ძველებს:

iTV Conference

iTV Conference

გუშინ გაიმართა iTV კონფერენცია. უფრო სწორად – მისი პირველი დღე. თუმცა, მეორე ნაწილი შორეულ 29 აპრილს არის დაგეგმილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე დღის თემატიკაც უფრო ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული, ვფიქრობ უფრო სწორი იქნება 2 დამოუკიდებელ კონფერენციად ჩავთვალოთ.

Read more

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

ჩემი “სოციალური” კვირეული

ისე აეწყო, რომ 8 რიცხვის შემდეგ ერთი ღონისძიებიდან მეორეზე დავდივარ:

  • 9-10 აპრილი – Social Innovation Camp
  • 11-12 აპრილი – ვორკშოპი ახალი მედიის გამოყენების სტრატეგიებში
  • 13 აპრილი – ტრენინგი ტრენერებისათვის ახალ მედიაში
  • 14 აპრილი – იძულებითი შესვენება (ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გადაიდო)
  • 15 აპრილი – შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან საქართველოში ტურიზმისა და ბიზნესისათვის ახალი მედიის სტრატეგიის საკითხებზე
  • 16 აპრილი – iTV კონფერენცია

ჰა, რავარია? :)

როცა ეს სოც. ღონისძიებები მორჩება, ვაპირებ თითოეულ მათგანზე პოსტის დადებას. იმედია ძალიან დაგვიანებული და აქტუალობა დაკარგული არ იქნება :)

Stay tuned.

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

ხვალ დიდი ამბები იწყება

მოუსმინეთ ქართული ინტერნეტის (ქარნეტის) ნებისმიერ კრიტიკოსს: რითი დაიწყება და სავარუდოდ – დამთავრდება მისი საუბარი? დიდი ალბათობით გაიგონებთ: “მთელი ქარნეტი ერთი დიდი ვარეზია” ან “რეალურად საინტერესო საიტი ერთი-ორია”. რეალურად ასეც არის ალბათ, რადგან აუდიტორიის სიმცირის გამო ბევრი თავს არიდებს რუსულ და ინგლისურ ანალოგებთან კონკურენციას; საკუთარის, ახლის, გამორჩეულის შექმნა კი როგორც ჩანს ვერ ხერხდება.

8-10 აპრილს თბილისში იწყება Social Innovation Camp (SIC-Caucasus), რომელიც სხვა მიზნებთან ერთად შეეცდება ქარნეტში ახალი იდეების და problem-solving საიტების იდეების თავმოყრას.

Read more

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

Best way to promote yourself

ამ ბოლოს დროს ქარნეტში გამოჩნდა ახალი ტენდენცია: ბევრი ახალი ბლოგერი ვალდებულად თვლის თავს დაწეროს ბოღმა-პოსტი თემაზე “რა “სტრანნი” ხალხი ვართ ეს ქართველები”. ამ პოსტში აუცილებლად იქნება თავმოყრილი 20-30 თვისება, რომელიც ავტორის აზრით ზუსტად ახასიათებს ქართველთა “ბნელ” აზროვნებას. ყველაფერი ეს რასაკვირველია გაზავებულია დიდი ოდენობის სარკაზმითა და ლაითი იუმორით.

ასეთი პოსტების წაკითხვისას ყოველთვის მეცინება… და მიჩნდება გარკვეული მოსაზრებები:

Read more

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites