ნარინჯისფერი მარკეტინგი
დღეს მოგითხრობთ მობილური კავშირის კომპანიაზე, რომელიც ჩემი აზრით მსოფლიო ბაზარზე ერთერთ საუკეთესო მარკეტინგს ატარებს და რომლის მომხმარებელი მეც ვარ ისრაელში. ეს არის orange.
ბრენდ orange-ის ისტორია იწყება 1994 წელს, როდესაც ინგლისურმა კომპანია Microtel-მა ბაზარზე გასვლის წინ გადაწყვიტა სახელი შეეცვალა. ამისათვის მათ დაიქირავეს Wolff Olins – ბრენდინგის კომპანია, რომელიც ამჟამად მსოფლიოშია ცნობილი ისეთი კომპანიების (რე)ბრენდინგით, როგორიცაა Билайн, МТС, Альфа-Банк, Sony Ericsson, Wacom, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა და კიდევ 50 სხვა. სახელი ახალი ბრენდისთვის თვით Microtel-ის თანამშრომელმა მოიფიქრა, ხოლო მისი ბრენდული შეფუთვა Wolff Olins-მა მოამზადა. თუმცა, ბრენდინგის კომპანიის საიტს თუ დავუჯერებთ, სახელიც მათი მოფიქრებულია:
…by creating a brand that had nothing to do with technology, and everything to do with simplicity, openness and optimism. We gave the network the name of a colour, not a technospeak name like Vodafone or Cellnet. We created a warm, human communication style that soon became universally recognisable.
ბრენდის ძირითადი არსი ჩამოყალიბდა სლოგანში The Future’s bright, The Future’s Orange. ლოგო შეგნებულად არ გააკეთეს მრგვალი, რათა არიდებოდნენ ფორთოხალთან ასოციაციას და გასულიყვნენ ნარინჯისფერზე (ინგლისურად ორივე orange-ია).
2000 წლისათვის, როცა კომპანია France Telecom-მა იყიდა, იგი უკვე 25 მილიარდი ფუნტად ღირდა და ლოიალური აბონენტების ერთერთი საუკეთესო ბაზა გააჩნდა. დღეისათვის France Telecom-მა მისი ყველა ბიზნესი – ინტერნეტი, ქალაქის ტელეფონი, ბიზნეს-სერვისები orange ბრენდის ქვეშ მოაქცია.
orange (ჩემთვის ცნობილი) ერთადერთი სატელეფონო ბრენდია მსოფლიოში, რომლის ფრანჩაიზინგი, ანუ ბრენდით სარგებლობის გადაცემა/გაქირავება ხდება. მაგალითად, ისრაელის orange-ს, რომლის აბონენტიც მე ვარ, არავითარი საერთო არა აქვს ფრანგულ კომპანიასთან, გარდა ბრენდით სარგებლობის უფლებისა.
იმისათვის, რომ უკეთ დაინახოთ, თუ რას წარმოადგენს orange დღეს, აქვე შეგიგროვეთ რამდენიმე გამორჩეული სარეკლამო რგოლი – როგორც ისრაელის, ისე ფრანგული orange-ის სარეკლამო კამპანიებიდან (რაც შევძელი MyVideo-ზე ავტვირთე, რაც არა – Vimeo-ზე; საყურებლად ყველა ღირს).
გულისამაჩუყებელი რეკლამა
რამდენიმე დღეა ბლოგზე არაფერი დამიწერია. სამაგიეროდ ბევრი ვიმოგზაურე: კეისარიაში, იერუსალიმში, აკოში, ხაიფაში. ფოტოპოსტები მალე დაიდება. მანამდე კი – დაპირებული რეკლამები:
შეიკარი რემენი, სირაძე!
“…почему никто в Тольятти, будь то «разъездной» водитель или конструктор, не пристегивается ремнем безопасности? Не иначе, они тоже верят. И когда оказавшийся на переднем сиденье Рустам Акиниязов (покинув недавно пост редактора журнала Автоспорт, он стал PR-менеджером АвтоВАЗа) бестактно застегивает ремень, водитель хмурится:
— Вы что, мне не доверяете?
— Вам? Вам я доверяю на все сто! Но остальным участникам движения — не очень.
Водитель недовольно хмыкнул: мол, другим людям тоже надо доверять, как же без веры! Так и не пристегнувшись, он мчал под 160 км/ч в Тольятти, с назидательным упоением обгоняя иномарки.”
ბევრმა თქვენთაგანმა შეამჩნია ალბათ, რომ ქვეყანაში ძალას იკრებს უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაციის კამპანია. ნუ თეორიულად, რა პოპულარიზაცია უნდა სჭირდებოდეს იმას, რაც შენს სიცოცხლეს იცავს, მაგრამ საქართველოა და ჩვენთან თუ რამე “მოდნი” არ გახდა ან მით უარესი – “ბანძობის” კატეგორიიდან არ გამოვიდა, ამით უმრავლესობა არ ისარგებლებს. ასეთ დროს ერთერთი ყველაზე ქმედითი ხერხი იქნებოდა “აზრის ლიდერებთან” მუშაობა, რომლებიც უკვე თავად მიიტანდნენ საჭირო ინფორმაციას საბოლოო მსმენელამდე. თუმცა, ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი ხერხია, ამიტომ ტრადიციულად საგზაო უსაფრთხოების თემის პროპაგანდას სოციალური რეკლამით ახდენენ.
ყველა რეკლამას, მით უმეტეს – სოციალურს, მოეთხოვება სამიზნე მაყურებლის “ენაზე” ლაპარაკი. იგი უნდა იყოს კავშირში არსებულ ღირებულებათა სისტემასთან – ან ესადაგებოდეს, ან ცდილობდეს მის შეცვლას. მთავარია, რომ არ იყოს მოწყვეტილი. ხშირად ჩვენში რეკლამას აკეთებენ ევროამერიკული რეკლამების ზეგავლენის ქვეშ. შედეგად, კლიპი თითქოს ქართულად ლაპარაკობს, მაგრამ მაინც გრძნობ, რომ შენ არ გელაპარაკება. აი მაგალითად:
ინგლისური კლიპი
















