DAVID.GE 2.0 – ქართული მარკეტინგის ბლოგი » ბლოგერების ასოციაცია

ბლოგერული განვითარების სამინისტრო
15 აპრილს გაიმართა 14 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. სამინისტროს მხრიდან ესწრებოდნენ საკუთრივ მინისტრი და ორი დეპარტამენტის (ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების) უფროსი. სტუმართა მხრიდან იყვნენ ბლოგერები და Youtube-რები. ამ უკანასკნელთა არსებობის შესახებ ამ შეხვედრიდან გავიგე. ვის ემალებიან დალოცვილები და რატომ არსად აქამდე არ გადავკვეთილვართ, ჩემთვის გამოცანად დარჩა. ალბათ მალე დადგება ჟამი, როცა გამოჩნდება Twitter-ასტების (რაც იგივეა – მოჭიკჭიკეთა) ჯგუფი. მათ მერე ალბათ Buzz-ების ჯერი დადგება. მოკლედ, ველოდებით.

მარჯვნიდან პირველი ჩანს ჩემი ფასადის ნაწილი

რას ეხებოდა შეხვედრა? რამდენიმე საიტზე დაიდო ამ შეხვედრის აღწერა, სადაც მთავარ თემად გამოტანილია ბლოგერების ასოციაციის შექმნის იდეა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ საკითხს შეხვედრაზე დაეთმო 2 საათიდან 2 წუთი. უმრავლესობა მას არ დაეთანხმა და გაგრძელდა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რაშიც სამინისტრო ხედავს ბლოგერების (ახალი მედიის) საჭიროებას:

ქვეყნის ტურისტული იმიჯის ფორმირებისას

ბიზნესის არასტანდარტული მარკეტინგული აქტივობებისას

ტურისტული მიმართულების განხილვისას გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები:

საქართველოს რუკის არარსებობა Google Maps-ში (რომელიც უფასო რუკების ძირითადი სერვისია მსოფლიოში)

საქართველოს მედიაბანკის არარსებობა (იგულისხმება ქალაქების, დასახლებების და სხვა ტურისტული მიმართულებების თემატური ფოტო/ვიდეო მასალა)

უცხოენოვანი (ძირითადად – ინგლისური და რუსული) ბლოგერების ფაქტიურად არარსებობა

რასაკვირველია, მთელი ეს საუბარი მიდიოდა ეჭვნარევი ოპტიმიზმით, რადგან ყოველ დღე არ გიძახის რომელიმე მინისტრი ახალ მედიაზე სალაპარაკოთ. თვით ის ფაქტი, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, მნიშვნელოვანია. თუმცა, ისეთი პირი უჩანს, რომ ეს შეხვედრა ბოლო არ იყო.

განსხვავებით ტურიზმის მიმართულებისგან, სადაც უფრო კონკრეტული პრობლემები დასახელდა, ბიზნესთან მიმართებაში საუბარი უფრო კონცეპტუალური იყო. ანუ, ძირითადად ისმოდა ფრაზები “კარგი იქნება თუ” ან კიდევ “შესაბამისი დაინტერესების შემთხვევაში” და ა.შ. მე პირადად შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ბლოგერთა “პროფკავშირს” ხელი აქვს ჩაქნეული ქართულ ბიზნესზე და მათ საბლოგერე სწავლა-განათლებას მხოლოდ “მყარი ფინანსური” გარანტიების პირობებში თუ შეძლებენ.

რაც არ უნდა იყოს, იმისათვის რომ ბიზნესს კორპორატიული ბლოგინგი საერთოდ უხსენო და მან ეს მოისმინოს, ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია – ქართველი ბლოგერისა და ქართველი ბიზნესმენის ღირებულებათა სისტემა ამჟამად ზედმეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

აქვე, მივიღეთ დაპირება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი გვიშუამდგომლებს მობილურ ოპერატორებთან, რათა მათ კავშირი დაამყარონ ტვიტერთან და ტვიტების წერა SMS-ის საშუალებით გახდეს შესაძლებელი (როგორც ეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია).

მოკლედ, როგორც ვთქვი, შეხვედრამ ბევრი გეგმა წარმოშვა. იმედი მაქვს, მათი ნაწილი მაინც განხორციელდება.

მსგავსი პოსტები

iTV Conference

ჩემი “სოციალური” კვირეული

მარკეტინგული კომუნიკაცია ინტერნეტში

ინტერვიუ: “სოციალური მედია საქართველოში”

iTV Conference 2