“დავით ბენ-გურიონის სახელობის თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტი ისრაელის მთავარი საჰაერო კარიბჭეა” – ალბათ ასეთი სიტყვებით იწყება მსოფლიოს მრავალი აეროპორტის აღწერა. თუმცა იშვიათია მსოფლიოში სხვა აეროპორტი, რომელიც იმდენ ემოციას, ცრემლს, იმედს და ოცნებას იტევს, როგორც იგი: 40 წლის განმავლობაში ისრაელში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ქვეყანაში სწორედ ამ აეროპორტის გავლით მოხვდა. ბევრი მათგანი (მაგ. საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულები) 10-ობით წლით მოწყდა დარჩენილ სანათესაოს და შემდეგ უკვე თავად მასპინძლად აქვე ხვდებოდა ტურისტად ჩამოსულ ნათესავებს (ზუსტად ასე დაგვხვდნენ მე და დედას 1989 წელს ამ აეროპორტში ნათესავები, რომლებიც დედას 20 წელი არ ჰყავდა ნანახი).

Welcome to Israel
პირველად აეროპორტი ლოდის მახლობლად (ეს ის ქალაქია, სადაც წმ. გიორგის საფლავია) ბრიტანელებმა 1939 წელს ააშენეს. თავიდან იგი სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებოდა, თუმცა მოგვიანებით სამოქალაქო ფუნქციის შესრულებაც დაიწყო. პირვანდელი დასახელება “ლიდდას აეროპორტი” 1948 წელს შეიცვალა, როცა იგი ახლადდაარსებული ისრაელის მმართველობის ქვეშ გადმოვიდა და მას “ლოდის აეროპორტი” ეწოდა (“ლიდდა” არაბულად იგივეა, რაც “ლოდი” ებრაულად). 1973 წლის ბოლოს აეროპორტს ეწოდა ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრის, დავით ბენ-გურიონის სახელი, რომელსაც დღემდე ატარებს.
Continue reading →