April 19, 2010

sCool: Schools. Cool schools. You choose.

სოციალური ინოვაციების ბანაკი (SIC-Caucasus) დამთავრდა. მან ყველა პოზიტიური მოლოდინი გაამართლა და გადააჭარბა კიდეც. 2-დღიანი მუშაობის შემდეგ 6 სხვადასხვა საერთაშორისო ჯგუფის მიერ დაიდო 6 პროექტი. მათ შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ბანაკის საიტის შესაბამის გვერდზე. მე კი იმ პროექტზე გიამბობთ, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მივიღე.

თავდაპირველად, 6 იდეა წარდგენილი იქნა ავტორების მიერ. ნებისმიერ მსურველს შეეძლო ნებისმიერი იდეის გუნდში ჩაწერილიყო. ცოტა ვისმინეთ თუ ბევრი – მე, ლექსო ხუბულავა (ეს ისაა, ვისიც jobs.ge-ა) და თეა ხარიტონაშვილი (ეს კი ისაა, ვისიც convert.ge-ა) ერთ გუნდათ მივედით ერევნიდან ჩამოტანილ იდეასთან: გაკეთდეს საიტი, რომელიც მოეხმარება მშობლებს სკოლის შერჩევაში და არსებული სკოლის შესახებ გამოცდილების გაზიარებაში.

მე გუნდში რასაკვირველია მარკეტინგის მიმართულება დამევალა. შედეგად, პროექტისთვის მოვიფიქრე დასახელება sCool – ნაწარმოები სიტყვებიდან School (სკოლა) და Cool (“მაგარი”). სლოგანიც ამ ორი სიტყვის კავშირს უსვამს ხაზს:

Continue reading

April 18, 2010

ბლოგერული განვითარების სამინისტრო

15 აპრილს გაიმართა 14 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. სამინისტროს მხრიდან ესწრებოდნენ საკუთრივ მინისტრი და ორი დეპარტამენტის (ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების) უფროსი. სტუმართა მხრიდან იყვნენ ბლოგერები და Youtube-რები. ამ უკანასკნელთა არსებობის შესახებ ამ შეხვედრიდან გავიგე. ვის ემალებიან დალოცვილები და რატომ არსად აქამდე არ გადავკვეთილვართ, ჩემთვის გამოცანად დარჩა. ალბათ მალე დადგება ჟამი, როცა გამოჩნდება Twitter-ასტების (რაც იგივეა – მოჭიკჭიკეთა) ჯგუფი. მათ მერე ალბათ Buzz-ების ჯერი დადგება. მოკლედ, ველოდებით.

Meeting with bloggers

მარჯვნიდან პირველი ჩანს ჩემი ფასადის ნაწილი

რას ეხებოდა შეხვედრა? რამდენიმე საიტზე დაიდო ამ შეხვედრის აღწერა, სადაც მთავარ თემად გამოტანილია ბლოგერების ასოციაციის შექმნის იდეა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ საკითხს შეხვედრაზე დაეთმო 2 საათიდან 2 წუთი. უმრავლესობა მას არ დაეთანხმა და გაგრძელდა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რაშიც სამინისტრო ხედავს ბლოგერების (ახალი მედიის) საჭიროებას:

Continue reading

April 17, 2010

iTV Conference

ვიწყებ წინა პოსტში ნახსენები “სოციალური” კვირეულის ღონისძიებების აღწერას. რადგან წინა ღონისძიებების აღწერა ცოტა დამაგვიანდა, დავიწყებ უახლესით და შემდეგ მივყვები რიგით უფრო ძველებს:

iTV Conference

iTV Conference

გუშინ გაიმართა iTV კონფერენცია. უფრო სწორად – მისი პირველი დღე. თუმცა, მეორე ნაწილი შორეულ 29 აპრილს არის დაგეგმილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე დღის თემატიკაც უფრო ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული, ვფიქრობ უფრო სწორი იქნება 2 დამოუკიდებელ კონფერენციად ჩავთვალოთ.

Continue reading

April 16, 2010

ჩემი “სოციალური” კვირეული

ისე აეწყო, რომ 8 რიცხვის შემდეგ ერთი ღონისძიებიდან მეორეზე დავდივარ:

  • 9-10 აპრილი – Social Innovation Camp
  • 11-12 აპრილი – ვორკშოპი ახალი მედიის გამოყენების სტრატეგიებში
  • 13 აპრილი – ტრენინგი ტრენერებისათვის ახალ მედიაში
  • 14 აპრილი – იძულებითი შესვენება (ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გადაიდო)
  • 15 აპრილი – შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან საქართველოში ტურიზმისა და ბიზნესისათვის ახალი მედიის სტრატეგიის საკითხებზე
  • 16 აპრილი – iTV კონფერენცია

ჰა, რავარია? :)

როცა ეს სოც. ღონისძიებები მორჩება, ვაპირებ თითოეულ მათგანზე პოსტის დადებას. იმედია ძალიან დაგვიანებული და აქტუალობა დაკარგული არ იქნება :)

Stay tuned.

April 7, 2010

ხვალ დიდი ამბები იწყება

მოუსმინეთ ქართული ინტერნეტის (ქარნეტის) ნებისმიერ კრიტიკოსს: რითი დაიწყება და სავარუდოდ – დამთავრდება მისი საუბარი? დიდი ალბათობით გაიგონებთ: “მთელი ქარნეტი ერთი დიდი ვარეზია” ან “რეალურად საინტერესო საიტი ერთი-ორია”. რეალურად ასეც არის ალბათ, რადგან აუდიტორიის სიმცირის გამო ბევრი თავს არიდებს რუსულ და ინგლისურ ანალოგებთან კონკურენციას; საკუთარის, ახლის, გამორჩეულის შექმნა კი როგორც ჩანს ვერ ხერხდება.

8-10 აპრილს თბილისში იწყება Social Innovation Camp (SIC-Caucasus), რომელიც სხვა მიზნებთან ერთად შეეცდება ქარნეტში ახალი იდეების და problem-solving საიტების იდეების თავმოყრას.

Continue reading

March 22, 2010

Giveaway: საჩუქრები ბლოგის მკითხველებს

Giveaway დამთავრდა.

საჩუქრები გადაეცემათ:

Nona Khujadze

Teona Kiladze

მაიკო

სად გადმოგცეთ, მომწერეთ კომენტარში.

March 11, 2010

საეკლესიო-სამშენებლო ფანდრაიზინგი

უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოში აღარავის უკვირს, რომ მობილური ტელეფონი არა მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობის საშუალებაა. მის გარშემო შექმნილ დამატებით სერვისებს შორის ერთერთი მნიშვნელოვანია მობილური გადახდები. ამ დროს ტელეფონი ელექტრონული საფულის ფუნქციას ატარებს. ამ ტექნოლოგიის დანერგვამ გამოიწვია სპონტანური ხარჯვის სტიმულირება – თუ ადრე ადამიანს ჰქონდა “გამოსაფხიზლებელ-გადასაფიქრებელი” დრო რეკლამის ნახვასა და ფულის დახარჯვის მომენტს შორის, ახლა უკვე რეკლამაში პირდაპირ მობილური ნომერია მითითებული, რომელზე დარეკვის ან დამესიჯების შემთხვევაში ხარჯი უკვე გაწეულია.

Continue reading

March 8, 2010

ნარინჯისფერი მარკეტინგი

დღეს მოგითხრობთ მობილური კავშირის კომპანიაზე, რომელიც ჩემი აზრით მსოფლიო ბაზარზე ერთერთ საუკეთესო მარკეტინგს ატარებს და რომლის მომხმარებელი მეც ვარ ისრაელში. ეს არის orange.

orange

ბრენდ orange-ის ისტორია იწყება 1994 წელს, როდესაც ინგლისურმა კომპანია Microtel-მა ბაზარზე გასვლის წინ გადაწყვიტა სახელი შეეცვალა. ამისათვის მათ დაიქირავეს Wolff Olins –  ბრენდინგის კომპანია, რომელიც ამჟამად მსოფლიოშია ცნობილი ისეთი კომპანიების (რე)ბრენდინგით, როგორიცაა Билайн, МТС, Альфа-Банк, Sony Ericsson, Wacom, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა და კიდევ 50 სხვა. სახელი ახალი ბრენდისთვის თვით Microtel-ის თანამშრომელმა მოიფიქრა, ხოლო მისი ბრენდული შეფუთვა Wolff Olins-მა მოამზადა. თუმცა, ბრენდინგის კომპანიის საიტს თუ დავუჯერებთ, სახელიც მათი მოფიქრებულია:

…by creating a brand that had nothing to do with technology, and everything to do with simplicity, openness and optimism. We gave the network the name of a colour, not a technospeak name like Vodafone or Cellnet. We created a warm, human communication style that soon became universally recognisable.

ბრენდის ძირითადი არსი ჩამოყალიბდა სლოგანში The Future’s bright, The Future’s Orange. ლოგო შეგნებულად არ გააკეთეს მრგვალი, რათა არიდებოდნენ ფორთოხალთან ასოციაციას და გასულიყვნენ ნარინჯისფერზე (ინგლისურად ორივე orange-ია).

2000 წლისათვის, როცა კომპანია France Telecom-მა იყიდა, იგი უკვე 25 მილიარდი ფუნტად ღირდა და ლოიალური აბონენტების ერთერთი საუკეთესო ბაზა გააჩნდა. დღეისათვის France Telecom-მა მისი ყველა ბიზნესი – ინტერნეტი, ქალაქის ტელეფონი, ბიზნეს-სერვისები orange ბრენდის ქვეშ მოაქცია.

orange (ჩემთვის ცნობილი) ერთადერთი სატელეფონო ბრენდია მსოფლიოში, რომლის ფრანჩაიზინგი, ანუ ბრენდით სარგებლობის გადაცემა/გაქირავება ხდება. მაგალითად, ისრაელის orange-ს, რომლის აბონენტიც მე ვარ, არავითარი საერთო არა აქვს ფრანგულ კომპანიასთან, გარდა ბრენდით სარგებლობის უფლებისა.

იმისათვის, რომ უკეთ დაინახოთ, თუ რას წარმოადგენს orange დღეს, აქვე შეგიგროვეთ რამდენიმე გამორჩეული სარეკლამო რგოლი – როგორც ისრაელის, ისე ფრანგული orange-ის სარეკლამო კამპანიებიდან (რაც შევძელი MyVideo-ზე ავტვირთე, რაც არა – Vimeo-ზე; საყურებლად ყველა ღირს).

Continue reading

March 1, 2010

ერთით მეტი, მრავლით ნაკლები

რამდენიმე დღის წინ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წარმომადგენელმა გაახმაურა სატელეფონო ნომრებთან დაკავშირებული უახლოესი გეგმები, რომელთა განხორციელება ყოველ ჩვენთაგანს შეიძლება შეეხოს. წარმოდგენილ პროექტში საუბარია ნომრების პორტაბელურობაზე და ქალაქისა და მობილური ნომრების ერთი ციფრით დაგრძელებაზე. ამ პოსტში ამ უკანასკნელზე გეტყვით ჩემს მოსაზრებას.

Continue reading