ნარინჯისფერი მარკეტინგი

დღეს მოგითხრობთ მობილური კავშირის კომპანიაზე, რომელიც ჩემი აზრით მსოფლიო ბაზარზე ერთერთ საუკეთესო მარკეტინგს ატარებს და რომლის მომხმარებელი მეც ვარ ისრაელში. ეს არის orange.

orange

ბრენდ orange-ის ისტორია იწყება 1994 წელს, როდესაც ინგლისურმა კომპანია Microtel-მა ბაზარზე გასვლის წინ გადაწყვიტა სახელი შეეცვალა. ამისათვის მათ დაიქირავეს Wolff Olins –  ბრენდინგის კომპანია, რომელიც ამჟამად მსოფლიოშია ცნობილი ისეთი კომპანიების (რე)ბრენდინგით, როგორიცაა Билайн, МТС, Альфа-Банк, Sony Ericsson, Wacom, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა და კიდევ 50 სხვა. სახელი ახალი ბრენდისთვის თვით Microtel-ის თანამშრომელმა მოიფიქრა, ხოლო მისი ბრენდული შეფუთვა Wolff Olins-მა მოამზადა. თუმცა, ბრენდინგის კომპანიის საიტს თუ დავუჯერებთ, სახელიც მათი მოფიქრებულია:

…by creating a brand that had nothing to do with technology, and everything to do with simplicity, openness and optimism. We gave the network the name of a colour, not a technospeak name like Vodafone or Cellnet. We created a warm, human communication style that soon became universally recognisable.

ბრენდის ძირითადი არსი ჩამოყალიბდა სლოგანში The Future’s bright, The Future’s Orange. ლოგო შეგნებულად არ გააკეთეს მრგვალი, რათა არიდებოდნენ ფორთოხალთან ასოციაციას და გასულიყვნენ ნარინჯისფერზე (ინგლისურად ორივე orange-ია).

2000 წლისათვის, როცა კომპანია France Telecom-მა იყიდა, იგი უკვე 25 მილიარდი ფუნტად ღირდა და ლოიალური აბონენტების ერთერთი საუკეთესო ბაზა გააჩნდა. დღეისათვის France Telecom-მა მისი ყველა ბიზნესი – ინტერნეტი, ქალაქის ტელეფონი, ბიზნეს-სერვისები orange ბრენდის ქვეშ მოაქცია.

orange (ჩემთვის ცნობილი) ერთადერთი სატელეფონო ბრენდია მსოფლიოში, რომლის ფრანჩაიზინგი, ანუ ბრენდით სარგებლობის გადაცემა/გაქირავება ხდება. მაგალითად, ისრაელის orange-ს, რომლის აბონენტიც მე ვარ, არავითარი საერთო არა აქვს ფრანგულ კომპანიასთან, გარდა ბრენდით სარგებლობის უფლებისა.

იმისათვის, რომ უკეთ დაინახოთ, თუ რას წარმოადგენს orange დღეს, აქვე შეგიგროვეთ რამდენიმე გამორჩეული სარეკლამო რგოლი – როგორც ისრაელის, ისე ფრანგული orange-ის სარეკლამო კამპანიებიდან (რაც შევძელი MyVideo-ზე ავტვირთე, რაც არა – Vimeo-ზე; საყურებლად ყველა ღირს).

ისრაელის კლიპები

საერთაშორისო კლიპები

THE END :)

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

მსგავსი პოსტები

About David

Comments

10 Responses to “ნარინჯისფერი მარკეტინგი”
  1. ჩემთვის Juicy Orange-ია :) მიუხედავად იმისა, რომ
    „ლოგო შეგნებულად არ გააკეთეს მრგვალი, რათა არიდებოდნენ ფორთოხალთან ასოციაციას და გასულიყვნენ ნარინჯისფერზე “

  2. David says:

    სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები ბოლომდე რაში შეუშლიდათ იგივე ფორთოხალთან ასოციაცია :) რა აქვს ჩვენს საყვარელ ციტრუსს უარყოფითი ან მათ სტრატეგიასთან შეუთავსებელი?

  3. Mariam Blanc says:

    მართლა ფრიად მაგარია ორენჯიი!

  4. დათო says:

    დავით, აი მათი სარეკლამო კლიპი. ძალიან მომწონს:
    http://www.facebook.com/video/video.php?v=101467693223344&ref=mf

  5. Facebook User says:

    უი, ეგ გამომრჩენია ატვირთვის დროს ეტყობა, თორემ მეც მოვიძიე :)

  6. Giorgi Vekua says:

    ნარინჯისფერი მსოფლიოში თუ არა, ყოფილი საბჭჴთა კავშირის სივრცეში დისკრეტიდებულია. ))) “ფერადი რევოლუციების” და მსგავსი აგრესიული ტექნოლოგიების სიმბოლოდ აღიქმება, განსაკუთრებით რუსეთში და უკრაინაში.

  7. ZviAnGi says:

    ვაა, მართლა მაგარი რეკლამებია :)

  8. Landish says:

    როგორც ჩანს ეს კომპანია ძალიან პოპულარული ყოფილა სასომხეთში, მთელი ერევანი აჭრელებული იყო ამის რეკმლამებით :D

    და პირველი აუთდორ ბანერი რო დავინახე, ეგრევე ეს პოსტი გამახსენდა : ))

    შენვე მითხარი დავით, როგორ ფიქრობ, რატომ არ არის ეს პროდუქტი ჩვენთან? : )

    • David says:

      პროდუქტი ჩვენთან არის, თან 3 – მაგთი, ჯეოსელი და ბილაინი :) თუ მაინდამაინც ორინჯის არსებობაზე მეკითხები, ამაზე პასუხი რთულია. ჯერ ერთი, მსოფლიო ჯგუფის ნაწილი რომ არ იყოს, მაგთია მხოლოდ დარჩენილი და არა მგონია მისი გაყიდვა დღის წესრიგში იდგეს. ახალი (მე-4) კომპანიის გახსნა კი არ მიმაჩნია ბიზნესურად გამართლებულად.

      ისე კი, სასომხეთში გაგანია მონოპოლია იყო არმენტელის, როცა ჩვენთან ორინჯი (მაშინ – Equant) გლობალ-ერთს ეპარტნიორებოდა :)

  9. S.P. says:

    გენიალურია. განსალუთრებით ის… კოსმონავტებს რო ეკაიფებიან…
    და ის, გოგო რო ტირის გაჩერებაზე… და უკუმოძრაობას რო იწყებენ.

Speak Your Mind

Tell us what you're thinking...
and oh, if you want a pic to show with your comment, go get a gravatar!