iTV Conference

ვიწყებ წინა პოსტში ნახსენები “სოციალური” კვირეულის ღონისძიებების აღწერას. რადგან წინა ღონისძიებების აღწერა ცოტა დამაგვიანდა, დავიწყებ უახლესით და შემდეგ მივყვები რიგით უფრო ძველებს:

iTV Conference

iTV Conference

გუშინ გაიმართა iTV კონფერენცია. უფრო სწორად – მისი პირველი დღე. თუმცა, მეორე ნაწილი შორეულ 29 აპრილს არის დაგეგმილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე დღის თემატიკაც უფრო ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული, ვფიქრობ უფრო სწორი იქნება 2 დამოუკიდებელ კონფერენციად ჩავთვალოთ.

კონფერენციის პირველი დღის შინაარსზე ბევრი პოსტი დაიწერა. მოგვიანებით მეც ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. მანამდე კი მინდა მოგიყვეთ იმ დეტალზე, რაც ალბათ ყველა ღონისძიებაზე დასწრებისას პირველი გხვდებათ თვალში. ვგულისხმობ შეფუთვას.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ ყველა მონაწილეს გადმოგვეცა პარკი (როგორც შემდეგ აღმოჩნდა – გაზეთ Financial-ის რეალური ნომრებიდან გაკეთებული):

iTV Bag

iTV Bag

რასაკვირველია, ვიღას ახსოვდა კონფერენცია – იმავე წამს პარკის შიგთავსის დათვალიერებას შევუდექი :D

იქ დამხვდა დღის განრიგი. სტამბურად დაბეჭდილი:

iTV Schedule

iTV Schedule

ბლოკნოტი. სურათზე ბევრად უარესად გამოიყურება, ვიდრე ცხოვრებაში:

iTV Notebook

iTV Notebook

დისკი. როგორც აღმოჩნდა, ყველა გამომსვლელის პრეზენტაციით:

iTV Disc

iTV Disc

გარდა ამისა, პაკეტში იყო კალამი და მაისური, რომლის ზომაც საიტზე რეგისტრაციის დროსვე შეგეძლო აგერჩია. მე არსებულთაგან ყველაზე დიდი ზომა – XXL მქონდა მონიშნული. ეს ზომა დამხვდა პაკეტშიც… მაგრამ, როგორც ჩანს ამ მწარმოებლის განზომილებით მე XXXXL მჭირდება. მოკლედ, მაისური მუდმივად შემახსენებს დიეტის აუცილებლობას :)

ამ ნაწილის შესაჯამებლად ვიტყვი, რომ შეფუთვა იყო სასიამოვნოდ მაღალ დონეზე. რესფექთები ორგანიზატორებს.

პაკეტში ასევე იყო ჩემი სახელობითი ბეჯი:

iTV Badge

iTV Badge

ორგანიზატორებმა საინტერესო მეთოდით გამოსახეს საკონტაქტო მონაცემები – ამისათვის მათ ორგანზომილებიანი შტრიხკოდი (2D barcode) გამოიყენეს. იგივე კოდი ჰქონდათ დატანილი სავიზიტო ბარათებზეც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნებისმიერ ნოკიასაც კი შეუძლია ამ კოდის პირდაპირ წაკითხვა და მონაცემების სატელეფონო წიგნში შეტანა, ის დროა ყველამ დავიტანოთ ეს კოდი სავიზიტო ბარათებზე.

მთელი ამ იდილიიდან ამოვარდნილი იყო კონფერენციაზე რეგისტრაციის პროცესი (დასაწყისშივე არ ვახსენე, სიტკბო რომ არ გამეფუჭებინა). საიტზე რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, შერჩეულ მონაწილეებს ელფოსტით მოგვივიდა აი ასეთი მოსაწვევი:

iTV Invitation

iTV Invitation

ეს მოსაწვევი ამობეჭდილი სახით უნდა მიგვეტანა კონფერენციის დღეს. ჩემი აზრით ეს ზედმეტი გართულებაა. მე პრინტერიან კომპთან იმ დღეს ვერ აღმოვჩნდი და მომიწია უბრალოდ კოდის კარნახი, რაც საკმარისი აღმოჩნდა. გმადლობთ. მაგრამ თუ ეს საკმარისია, რაღაზე აბეჭდინებთ სხვებს?! მოსაწვევზე ლაპარაკს რომ მოვრჩეთ, კიდევ ერთი შეკითხვა გამიჩნდა: თუ სხვა დოკებზე გამოყენებულია 2D კოდი, აქ რატომაა ჩვეულებრივი? Who cares, მაგრამ უბრალოდ საინტერესოა :)

ახლა გადავიდეთ საკუთრივ კონფერენციის შინაარსზე. სამწუხაროდ, ფოტოები არ გადამიღია, ამიტომ ეს ნაწილი თხრობითი იქნება.

დღის პირველი და ბოლო პრეზენტატორი იყო Gillian Tan – სინგაპურული ინტერნეტ-ტელევიზიის, ClickNetwork.TV-ის დირექტორი. მის ორივე პრეზენტაციას ეტყობოდა პროფესიონალიზმი. მის პრეზენტაციაში ლაპარაკი იყო ინტერნეტ-ტელევიზიის ზოგად ბიზნეს მოდელზე, მის ადგილზე ტელებაზარზე, სატელევიზიო მარკეტინგის სპეციფიკაზე, ახალი მედია ინტრუმენტების გამოყენებაზე და ა.შ.

დღის მეორე მოწვეული სტუმარი იყო სინგაპურელი ბლოგერი და ხსენებული ClickNetwork.TV-ის მონაწილე Wendy Cheng, იგივე Xiaxue. მისი ნიკი ჩინურად თოვლის ფანტელს თუ რაღაც ამდაგვარს ნიშნავს, მაგრამ დამსწრეთა უმრავლესობამ Xiaxue წაიკითხა როგორც Xaixui და… თოვლის ფანტელი ვიღას ახსოვდა :D როგორც ბლოგერი იგი უდაოდ ძალიან წარმატებულია, თანაც მთელს მსოფლიოში. როგორც პრეზენტატორი მე პირადად არ მომეწონა. შეიძლება ეს სპეციფიური აქცენტის ბრალია. შეიძლება იმის, რომ მისი პრეზენტაციის მოზრდილი ნაწილი YouTube-ზე დადებულ პრიკოლებს მიეძღვნა. თუმცა, იქ ჩემს გარდა მრავალი ისეთი იჯდა, ვისთვისაც Xiaxue ცოცხალი ლეგენდაა და სულ რომ ჩუმად მდგარიყო, მაინც მოახდენდა მის ეფექტს.

სხვა დეტალებზეც მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა:

კვების საკითხი იყო მართლაც მაღალ დონეზე მოგვარებული: დაგვხვდა სრულყოფილი სუფრა, 8-8 პერსონაზე გაწყობილი მაგიდებით.

თარჯიმნობას გვიწევდა ჩემი თანაინტელექტკლუბელი გიორგი ლაშხი და მისი კოლეგა ქალბატონი, რომელმაც ერთ-ერთი კლიპის თარგმნისას ისეთი სიტყვები წარმოშვა, რომ მისი იუმორის გრძნობა მთელმა დარბაზმა დააფასა!

მოკლედ, ძალიან კარგი დღე გამოდგა. დიდი რესფექტი ორგანიზატორებს. დიდი მოლოდინით ველი 29 რიცხვს და მეორე კონფერენციას!

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

მსგავსი პოსტები

About David

Comments

4 Responses to “iTV Conference”
  1. ZviAnGi says:

    ლაიქ :)
    ის, გაზეთისგან გაკეთებული ჩანთა მეც მომეწონა…

  2. მოხარული ვარ ასე მაგალეფექტურად რომ ატარებ დროს :-) )))

  3. მადლობა, ძლივს გავიგე რაღაც ამ კონფერენციის შესახებ :)
    აწი რეგისტრაცია 29სთვის ალბათ გვიანია ხო? თან, გარდა პირადი ინტერესისა, გამოცდილებით და კომპეტენციით ამ სფეროში ვერ დავიკვეხნი :/

  4. David says:

    მგონი დღეის ჩათვლით არის რეგისტრაცია :) სანამ ღილაკი არ გაქრება საიტიდან, მანამდე შეავსე – შენი რა მიდის :)

Speak Your Mind

Tell us what you're thinking...
and oh, if you want a pic to show with your comment, go get a gravatar!