გუშინ იყო iTV კონფერენციის მეორე დღე. როგორც ჩემს წინა პოსტში ვივარაუდე, მეორე დღე კი არა – დამოუკიდებელი კონფერენცია გამოდგა. ჩემს აღმატებით მოსაზრებებს ორგანიზების, დიზაინერული შეფუთვის, კვების და სხვა საკითხებზე აქ აღარ გავიმეორებ – ყველაფერი ისევე კარგად იყო, როგორც პირველ დღეს. პირდაპირ შინაარსზე გადავალ:
მეორე დღის პრეზენტაციები ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო იყო – როგორც თემის გაშლის, ისე სპიკერების თვალსაზრისით. განრიგში იყო სულ იყო 4 პრეზენტაცია: 3 უცხოური (თემაზე “ყველაფერი კარგადაა”) და 1 ქართული (თემაზე “ყველაფერი ცუდადაა”). ბოლოს კიდევ ბონუსად გველოდა MyVideo.ge-ს ქეისის განხილვა (თემაზე “ჩვენთანაც ყველაფერი კარგადაა”).
Peter Woodford და Stephen Ong წარმოადგენდნენ ბრიტანული ინტერნეტ-სატელევიზიო საიტების ქსელს viewmy.tv, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა საიტია გაერთიანებული. თუ პირველი უფრო ტექნიკური სფეროს სპეციალისტია, მეორე სულ “ჩვენიანი” აღმოჩნდა – ბიზნეს სკოლის კურსდამთვარებული. თან, მისი პრეზენტაცია ინტერნეტ-ტელევიზიის მარკეტინგს და რეკლამას ეხებოდა. ამიტომ, კითხვების დასმის დრო რომ მოვიდა მიკროფონი ხელიდან ვერ გამომართვეს…
მათ გარდა უცხოელი პრეზენტატორი იყო Hemmy Cho – BBC-ის აკადემიის ტრენერი, რომელმაც მიუხედავად შერჩენილი აზიური აქცენტისა, მაინც კარგი პრეზენტაცია გააკეთა. მათ შემდეგ ჯერი ქართული Teen TV-ის პრეზენტაციაზე მიდგა. როგორც ყოველთვის, “საქართველოში განსხვავებულ აზრს უჭირს სატელევიზიო ეთერში გაღწევა” და “მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სამიზნე აუდიტორია ინტერნეტში ზის, ტრადიციული ტელევიზია მაინც მნიშვნელოვანი არხია ინფორმაციის გავრცელებისთვის”. ვითომ 16 რიცხვში Gillian Tan-მა არ გამოაცხადა ყველას გასაგონად, რომ სინგაპურში პროვოკაციული გადაცემები ტელევიზიაში რომ არ არის მიღებული, ამიტომაც ინტერნეტ-ტელევიზია გავაკეთეთო. სამწუხაროა, რომ ჩვენში “ორგანიზაციული წუწუნი” გახდა საქმის კეთების შემადგენელი ნაწილი.
დღე დააგვირგვინა MyVideo.ge-ს “ქეისის განხილვამ”. ნუ ქეისი კი არა success story გამოვიდა, მაგრამ ეს პრეზენტაცია მაშინ დავაფასე, როცა ბრიტანელებმა რამდენიმე ფაქტის მოსმენის შემდეგ ერთმანეთს გადახედეს და შეეტყოთ, რომ “რაღაც ახალი გაიგეს”. აქვე ვიტყვი, რომ MyVideo-მ გააჟღერა გეგმა, რომლის მიხედვითაც მალე “ვიდეო ბლოგინგის განვითარების მიზნით ამუშავდება Live Streaming-ის არხები ბლოგერებისთვის”. რეალობაში რა იქნება არ ვიცი, მაგრამ მოსასმენად კარგია…
ბოლოს მინდა პოზიტივით დავასრულო: კონფერენციაზე შეძენილი უცხოური ნაცნობობა მალე საინტერესო სერვისის განხორციელებაში დამეხმარება. Keep in touch

სხვანაირად რომ დაგესათაურებინე პოსტი, ალბათ არ წავიკითხავდი : ))
+1 : )
პ.ს. ფიდებს full story ჩაურთე და არა summary
გუტ გუტ!!
სათაური დიდი ძალაა
Feed-ებზე კონფერენციაზეც გითხარი – პაწე ხანს იყოს ასე. სამომავლოდ შევცვლი აუცილებლად
კაი, ჩემი თუ არ გჯერა, ეს გადაიკითხე http://www.searchengineguide.com/stoney-degeyter/full-rss-or-summary-feed.php : )) და საკუთარ თავს ეს შეკითხვა დაუსვი : )) Do you want to be read or do you want to be visited?
…შეეტყოთ, რომ “რაღაც ახალი გაიგეს” მომეწონა
))) სადაა ისე მეტი დეტალები შე წუწურაქო, ჰა? პრეზენტაციები გაქვს? რა შეკითხვები დასვი, რა გიპასუხეს? მერე ჩვენ რა ხეირი? და საერთოდ, შენ მიდიხარ არჩევნებზე?
DDDDDD
შესაძლებელია, რომ უფრო დეტალურად გამჟღავნდეს როკოს არ ყოფნის მომენტი? რატომ იყო ეს ასე მნიშვნელოვანი? და ვინ ან რა არის ის, ვინც (ან რამაც) შეიძლება აღარ გააკეთოს ამ სტატიის ციტირება „სადაც საჭიროა“? მოკლედ, თქვენმა პოსტმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
ინტრიგა, ინტრიგა
კარგი პოსტია
კონფერენციის ჩანაწერის ნახვის შესაძლებლობა არის?
@დავითმა პრეზენტაციები აქ დაიდება ალბათ მალე: http://itvc.ge/presentations/ ვიდეოს რაც შეეხება, არ ვიცი.
@Dimitri მეტი დეტალიზაცია ამ ყველაფერს გულისტკივილიდან რაღაც გარჩევად გადააქცევს, რაც ჩემი მიზანი ნამდვილად არაა
@David: გმადლობთ, თქვენმა პასუხმა პირადად ჩემთვის ბევრ რამეს ახადა ფარდა, რასაც ვფიქრობდი დასტურდება.
კონფერენციაზე ყველა საინტერესო ადამიანი მოვიწვიეთ ვინც რეგისტრაცია გაიარა და ვისაც არ გაუვლია ხომ არ დაგვესიზმრებოდა? o_O
“ამ სტატიის ციტირება „სადაც საჭიროა“” – ეს მომენტი კი ცოტა ბუნდოვანია… ჩვენ თუ გვგულისხმობ (სინგულარს) ციტირება სად უნდა გავაკეთოთ გაუგებარია და სხვას თუ გულისხმობ ვინმეს, დავინტერესდი – ვის?
)
“რეგისტრაცია გაიარა” და “რეგისტრაცია დააპირა, მაგრამ approval არ მიუვიდა” სხვადასხვა რამეა
ვის სიზმრებში რა ხდება მე არ ვიცი
ეგებ დაგესიზმრად კიდეც და უცებ გაიღვიძეთ – ჰუ ნოუზ? კითხვა ჟღერს მარტივად: რატომ არ იყო როკო? შეიძლება ამ შეკითხვაზე მივიღოთ პასუხი? თუ არ შეიძლება, ამ დისკუსიის გაგრძელებას აზრი არა აქვს.
მე შევავსე განაცხადი და უარი მომივიდა
გული დამწყდა და ვიტირე
არა 20 ადგილი თუ ცარიელი იყო გამიტყდა
სად შეიძლება მოვიძიო, კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი?
http://itvc.ge