“სად ვიცოდით მაშინ ტვიტერი” ანუ “Just, რა…”
ამონარიდი ამ ბლოგის პირველი პოსტიდან:
2006 წელი. “თბილისის ფორუმი” ქართული სოციალური ქსელია, ხოლო იქ განთავსებული თემა “Just, რა…” – ქართული Twitter.
იმ რომანტიულ დროში DAVID.GE-ზე ქვეყნდებოდა ე.წ. “ჯასთები” – ფოტოები, მათზე დატანილი მოკლე კომენტარით. ბლოგი საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა შემდეგ სამსახურის შეცვლის გამო ცოტა ყურადღება მივაკელი და… ჰოსტინგ-სპონსორმა იგი ისე გათიშა და წაშალა, ამბავიც არ მოუკითხავს – ცოცხალი ვიყავი თუ არა. შედეგად, ის საიტი ცუდი ხარისხის სკრინშოტითღა შემომრჩა. არა და ჩემი ხელით გადაკეთებული დიზაინი იყო და დღეს ძალიანაც რომ მოვინდომო, ვეღარ აღვადგენ იმ სახით.
ძველი არქივების თვალიერებისას აღმოვაჩინე მაშინდელ ბლოგზე “საჯასთედ” გამზადებული ფოტოების ნაწილი. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტე ბლოგს დავამატო კიდევ ერთი რუბრიკა, სადაც ყოველ კვირას იმ ძველი დიდების ბლოგის ნარჩენებს წარმოგიდგენთ.
პირველ სერიაში წარმოდგენილია “ჯასთები” კომენტარით Lonely (მარტო):
მომავალ ჯასთამდე





















უპასუხისმგებლოდმოქცეული ჰოსინგ კომპანია. გავგიჯდებოდი ალბათ მე რომ ასეთი რამე მომსვლოდა.
კარგ სურატებია