ფოტომოგზაურობა კეისარიაში

კეისარიას ისრაელის ისტორიაში დაახლოებით ისეთივე დატვირთვა აქვს, რაც ქართულში მცხეთას: იგი ერთ დროს იყო “სატახტო” ქალაქი. პირველი დასახლება ამ ადგილას ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში ფინიკიელებმა დააფუძნეს და მას სტრატონის კოშკი ეწოდებოდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 30 წელს იგი (იმ დროისთვის უკვე როგორც რომის კუთვნილება) საჩუქრად გადაეცა მეფე იროდს. მან 12 წლის განმავლობაში იქ გააშენა თანამედროვე ქალაქი, რომელსაც მისი მეგობრისა და მფარველის, იმპერატორ ოქტავიუსის საპატივცემოდ კეისარია უწოდა.

ქალაქი მართლაც შთამბეჭდავ ტექნიკურ ქმნილებას წარმოადგენდა: აქ იყო თეატრი, იპოდრომი, სასახლე, ქუჩები, საცხოვრებელი სახლები, აბანოები. ქალაქი სასმელი წყლით მარაგდებოდა ორი დამოუკიდებელი წყალსადენით (აკვედუკით). იმის გათვალისწინებით, რომ ონკანი მხოლოდ მე-7 საუკუნეში გამოიგონეს და მთელი წყალი მაშინ მუდმივად დენადი იყო, ვარაუდობენ, რომ 20000 მოსახლეზე დაახლოებით მილიონიანი ქალაქის სამყოფი სასმელი წყალი იხარჯებოდა.

ქალაქი მრავალჯერ გადადიოდა ხელიდან ხელში: სხვადასხვა დროს ის იყო რომაელების, ბიზანტიელების, არაბების, ჯვაროსნების, მამლუქების, ოსმალოების და ბოლოს – ბოსნიელი ემიგრანტების ხელში. ყოველი მათგანი რაღაცას ამატებდა ქალაქს, რის შედეგადაც აქ შემორჩენილია სინაგოგის, მეჩეთის, ჯვაროსანთა ციხესიმაგრის და სხვა მრავალი ნაგებობის ელემენტები. რასაკვირველია, ყველაფერს ჩვენამდე არ მოუღწევია: ნაწილი ადამიანის ხელით დაინგრა, ხოლო ნაწილის განადგურება ბუნებამ უზრუნველჰყო – რამდენიმე მიწისძვრისა და ზღვის დონის მომატების შემდეგ ქალაქის ნახევარზე მეტი ან აღარ არსებობს, ან ზღვაშია. თუმცა, რაც გადარჩა და რაც გათხრების შედეგად აღმოაჩინეს, მართლაც განსაკუთრებულია.

ბლოგზე დასადებად შევარჩიე მხოლოდ 17 ფოტო (დააკლიკეთ გადადიდებლად), რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ გადმოსცემს ამ ძველი ქალაქის სიდიადეს:

Theatre in Caesarea

რომაული თეატრი

ძველმა თეატრმა ძალიან კარგ მდგომარეობაში მოაღწია ჩვენამდე. ამას რესტავრაციაც დაემატა და შედეგად… ეს 2000 წლის წინ აშენებული ნაგებობა დღესაც მოქმედია და კონცერტებს და წარმოდგენებს მასპინძლობს (მაგ.: აქ იგეგმებოდა ალა პუგაჩოვას კონცერტი)

Theatre in Caesarea (view from stage)

ხედი თეატრის სცენიდან

თეატრის გარკვეული ნაწილიც მიწის ფენით იყო დაფარული, რომლის მოცილების შემდეგაც ბევრი ქანდაკება იქნა ნაპოვნი:

Theatre in Caesarea (outside view)

თეატრის გარე მხარე და იქვე აღმოჩენილი ქანდაკებები

თეატრის გვერდით შემორჩენილია რამდენიმე შენობის ფრაგმენტი, მათ შორის ერთერთი – 2000 წლის წინანდელი ბათქაშით (“შტუკატურკით”)

Ruines of Roman City

რომაული პერიოდის ქალაქის ნაწილი და შემორჩენილი თეთრი ბათქაში

რომაული სტილის განუყოფელი ნაწილია კოლონადები. ისინი აქაც მრავლადაა, თუმცა დაახლოებით 40 არაბებმა რამდენიმე საუკუნის წინ სხვა ქალაქში გადაიტანეს და შენობის ასაშენებლად გამოიყენეს (ამაზე მომდევნო პოსტში). აქ კი ბევრი სახეობის ელემენტია წარმოდგენილი:

Discovered elements

სხვადასხვა პერიოდის არქიტექტურის ელემენტები

ზოგიერთი ელემენტი ისეთი ხარისხითაა შემონახული, ქვის სათლელიდან გუშინ მოტანილი გეგონება:

Preserved beauty

თითქმის იდეალურად შემონახული ორნამენტები

აქვეა ქვა, რომელზეც დაახლოებით შემდეგი შინაარსის წარწერაა: პონტი პილატემ, იუდეის პრეფექტმა [აღმართა] ეს [ნაგებობა იმპერატორ]ტიბერიუსის [საპატივცემოდ] (რაც ფრჩხილებშია, ის ნაწილი მეცნიერების მოსაზრებაა და ქვაზე აღარ იკითხება):

Tiberievm Pontvs Pilatvs Praefectvs Ivdaeae

Tiberievm Pontivs Pilatvs Praefectvs Ivdaeae

იპოდრომი, რომელსაც სხვაგვარად იროდ მეფის თეატრონსაც უწოდებდნენ, ამ ადგილიდან მოგვიანებით ქალაქის სიღრმეში გადაიტანეს, რადგან აქაურობა ხშირად იტბორებოდა:

Roman hippodrome in Caesarea

იპოდრომი (იროდ მეფის ამფითეატრი)

გათხრების დასრულების შემდეგ არქეოლოგებმა დატოვეს მიწის პატარა მონაკვეთი, რათა ეჩვენებინათ, თუ რამხელა ფენაა აღებული მთელი ამ ტერიტორიიდან (ალბათ ერთი 10 არქეოლოგიური ნივთი ამ პატარა მონაკვეთშიც იმალება):

After & Before

მიწის დონე გათხრების შემდეგ და გათხრებამდე

ქალაქის ძველი ქუჩები ფაქტიურად დანგრეულია, თუმცა ზოგიერთი დეტალი მიწის საფარში ყოფნით გადარჩა და დღემდე მყარადაა:

Ruines of the street

ქუჩის ნანგრევები

სასახლის დარბაზებიდან ყველაზე კარგად იატაკი გადარჩა. ერთადერთი, რაც მათი ნახვისას გაფიქრდება ისაა, რომ თუ დღეს ასეთი ლამაზია, მაშინ აგებისას რაღა იქნებოდა?

Part of palace floor

სასახლის იატაკის მოზაიკის ნაწილი

მისაღები დარბაზების გვერდით არის დამხმარე ნაგებობები. ამ სურათზე მაგალითად არის აბანოს და ტუალეტის ნანგრევები:

Ruines of palace hall

სასახლის დარბაზის ნანგრევები

ასე გამოიყურებოდა იმ დროინდელი საკანალიზაციო მილი (არხი) ოთახის შიგნით:

Waste water channel in the middle of the room

საკანალიზაციო არხი ერთერთი ოთახის ცენტრში

ჯერ კიდევ ფინიკიელების დროიდან ეს ადგილი აქტიურად გამოიყენებოდა ზღვაოსნობისათვის. ამის დასტურად ტერიტორიაზე მრავლადაა ნაპოვნი ფინიკიური და უფრო გვიანდელი პერიოდის ღუზები:

Anchors

ფინიკიური ღუზები

ქალაქის ტერიტორიაზე ყველაზე მყარად მდგომი ნაგებობა არის ჯვაროსნების ციხესიმაგრე:

Castle room

ჯვაროსნების ციხესიმაგრის ერთერთი ოთახი

Castle arch

ჯვაროსნების ციხესიმაგრის ერთერთი შიდა თაღი

Castle wall

ჯვაროსნების ციხესიმაგრის გალავანი

THE END :)

მომდევნო პოსტში: ხაიფის ბაჰაიელთა დაკიდული ბაღები

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

მსგავსი პოსტები

About David

Comments

3 Responses to “ფოტომოგზაურობა კეისარიაში”
  1. Lyu says:

    Фотографии напоминают мне Карфаген :) Хотя он больше разрушен. И я просто теряюсь в догадках, что же это ты опубликовал. Осмелюсь предположить, что это Кейсария. Правильно? :D

  2. Lyu Birman says:

    Очень красиво.

Speak Your Mind

Tell us what you're thinking...
and oh, if you want a pic to show with your comment, go get a gravatar!