რამდენიმე Stop Motion კლიპი

მეცამეტე პოსტი წასულების სადღეგრძელოსავითაა – დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. ამიტომ, სასწრაფოდ ვაქვეყნებ შემდეგს!

რამდენიმე დღეა ბლოგზე ისრაელი არ მიხსენებია. რამდენიმე პოსტი უკვე ფაქტიურად მზადაა, თუმცა მათ მოგვიანებით დავდებ. დღეს, რეკლამების მორიგი დათვალიერებისას ვნახე რამდენიმე stop motion ტექნოლოგიით შესრულებული რეკლამა. როგორც აღმოჩნდა, მათ კავშირი აქვთ ისრაელთან, რასაც ხელიდან ვერ გავუშვებდი. აი რა ხდება:

2009 წელს გამოვიდა ისრაელი მომღერლის, Oren Lavie-ს კლიპი Her Morning Elegance:

კლიპის იდეა ეკუთვნის ანიმატორებს ისრაელიდან, ცოლ-ქმარ Yuval და Merav Nathan-ს. მის შესაქმნელად გამოყენებულია ფოტოგრაფ Eyal Landesman-ის 3225 ფოტო.

კლიპმა YouTube-ზე 4’000’000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. როგორც ჩანს თაყვანისმცემელთა რიგებში ბევრი “რეკლამშიკიც” აღმოჩნდა.

1. Target

2. Beeline (ახლახანს გამოსული რგოლი)

სხვათაშორის, თავად Yuval და Merav Nathan-მაც ისარგებლეს თავიანთი ქმნილების პოპულარობით და იმავე იდეის გამოყენებით რამდენიმე რეკლამაც გადაიღეს. ერთერთი მათგანი MyVideo-ზე ავტვირთე, ხოლო დანარჩენები მათ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ:

მომავალ პოსტში: გულისამაჩუყებელი რეკლამები

მსგავსი პოსტები

2 thoughts on “რამდენიმე Stop Motion კლიპი

  1. ვიცოდი, რომ სურათებით იღებდნენ ამ ვიდეოს, მაგრამ სტოპ მოუშენ თუ ერქვა, ამ პოსტიდან გავიგე : )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Connect with Facebook

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>