მარშუტკა წმინდა მიწაზე
სამარშრუტო ტაქსი (ან ხალხურად – მარშ(რ)უტკა) საქართველოს სატრანსპორტო სისტემის მთავარი იმედი და ამავე დროს – მნიშვნელოვანი დამსაქმებელიცაა. ბევრი მას მიიჩნევს საცობების მთავარ მიზეზად. მარშუტკამ ჩვენში ისე გაიდგა ფესვები, რომ თანამედროვე ქართული გზა მის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია. სხვათაშორის, ვიკიპედიის მარშუტკების გვერდზე საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები. ბევრს საბჭოთა გადმონაშთი ჰგონია და ერთი სული აქვს როდის ამოწყდება ეს ფენომენი. არა და მარშუტკა share taxi-ს სახით მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაშია გავრცელებული – თავ-თავისი სახელებით და წვრილმანი დეტალებით. ამ პოსტიდან შეიტყობთ, როგორ არის ეს ბედნიერება მოწყობილი ისრაელში:
ყველა მარშუტკა ერთიანი სტანდარტის მიხედვით არის გაფორმებული. წინა მხარე ყვითელია, ხოლო უკანა – თეთრი. ასევე, ყოველ მათგანს აქვს ტაქსის ნიშანი ზევით. ბორტზე დატანილია მფლობელი კომპანიის დასახელება და ტელეფონი, ასევე ამ კონკრეტული მარშუტკის ლიცენზიის ნომერი. ამასთან, თვით მანქანის ნომერი აუცილებლად მთავრდება 25-ით. უმეტესად Mercedes-Benz Sprinter ან მისი ასლი Volkswagen Crafter/LT გამოიყენება, ხოლო ჩვენში გავრცელებული Ford ათასში ერთია.
ახლა შიგნით შევიხედოთ (სურათების ხარისხზე ჩუმად ვარ – მძღოლებს სულაც არ ახარებთ ფოტოკამერის დანახვა). ინტერიერი ყველა მარშუტკას გადაკეთებული აქვს. ამ საქმეს ჰყავს ადგილობრივი ბაზრის ლიდერიც – Feldman Vehicle Conversions. ამ ფოტოზე ჩანს თითოეული მგზავრის თავზე მყოფი კონდიცირების და განათების ბლოკი:
აი ამ ფოტოზე კი უფრო დეტალურად ჩანს შიდა სამზარეულო:
პირველ რიგში, გადაკეთებულია შესასვლელი (როგორც თბილისის მერსედესის მარშუტკებში) და ასვლა ხდება წინა კარიდან. იმისათვის, რომ მგზავრმა კარი თვითონ არ გააღოს, მძღოლის სკამამდე მიყვანილია “ბერკეტი” (სურათზე – ვერცხლისფერი რკინის ჯოხი). სალონში არის 10 სამგზავრო ადგილი და ყოველი მათგანს აქვს უსაფრთხოების ღვედი (ქამარი). ინტერიერზე ბოლოს იმას ვიტყვი, რომ ყველა მანქანაში არის ნაგვის პატარა ურნა, ცვლადი პარკით. შესაბამისად, არსად არაფერი არ ყრია და არის სისუფთავე.
ასევე, ყველა მარშუტკა ვალდებულია იქონიოს საკასო აპარატი და თუ მგზავრი მოითხოვს – გამოუწეროს ჩეკი (რეალურად ითხოვენ მხოლოდ ისინი, ვისაც მგზავრობას სამსახური უნაზღაურებს). სურათზე ეს აპარატი მაგნიტოფონს გავს და ზოგ მანქანაში მის ადგილას არის ჩაყენებული. ასევე, ხურდა ფულთან ურთიერთობის გასამარტივებლად, ყველგან დგას გამანაწილებელი – თითო სვეტში იყრება თითო სახის მონეტა და ჩამოყრა ძალიან მარტივია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენი მარშუტკებისგან – იქ არ არის ჩვენებური “ხაზები”. მარშრუტი შეიძლება იყოს მხოლოდ 2 ქალაქს შორის ან იმეორებდეს ავტობუსის მარშრუტს (ფოტოზე 247 ავტობუსის მარშრუტია ნაჩვენები). მძღოლებად უმეტესად არაბები მუშაობენ. ეს ქვეყანას არაბული უმუშევრობის პრობლემას უგვარებს (უმუშევრობა – ონ ი ვ აფრიკე უმუშევრობა), ხოლო არამორწმუნე ებრაელებს აძლევს საშუალებას შაბათობითაც იმგზავრონ ტრანსპორტით (როცა ავტობუსები და რკინიგზა ისვენებენ).
მოკლედ, წმინდა მიწის მარშუტკებით 1 წელი ვსარგებლობდი და ერთს ვიტყვი: საქართველოში რომ ვინმემ ამ სფეროს ასევე მიხედოს, მარშუტკას ყველა შანსი აქვს რეალურად გახდეს სამარშრუტო ტაქსი – კონფორტული, უსაფრთხო, სწრაფი და ბოდიში და – სამაგალითო!



















ძველ და ახალ სპრინტერს შორის დიდი განსხვვება ვერ დავინახე
და ისე მაგარია. რა ქვია ივრითზე მარშუტკას?
მონიტ – ისევე როგორც უბრალო ტაქსს. ვიკიში წერია, რომ მონიტ შერუტ არისო, მაგრამ მასე ისრაელში არავის დაუძახია, რაც იქ ვიყავი
დათო, ხალხმა თუ კულტურა არ ისწავლა, მაგ მარშუტკებსაც ისევე [xxx] დედას, როგორც ამ ახლად ჩამოყვანილ ავტობუსებს (მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლია ეგ ავტობუსები არის აქ) …
ტაკ შტო, აქ საქმე ტრანსპორტთან კი არა, საზოგადოებასთან გვაქვს ისევ… :user:
მეზიზღება მარშუტკა და რაც გინდა დაარქვან და სადაც უნდა აყვავდეს მაგის ბიზნესი.
[დამამატე ბლოგროლში, რაღაც ჩემს მწვანე ვაშლს ვერ ვხედავ. მადლობა]
ვეთანხმები ლანდიშას თუმცა ერთადერთი სამარშუტო ხაზი რომელიც ასე თუ ისე აკმაყფილეებს რაღაც დონეზე სტანდარტებს და კომფორტულად მგზავრობ 49 ა და რავი იქ ჯერ ყველაფერი ადგილზეა. 2 წელია განახლებული მარშუტკები ყავთ.
@Lado ნუ გგონია, რომ ჩვენი საზოგადოება რამეთი უარესია, ვიდრე მაგალითად არაბი ბავშვები
ან ეთიოპიელი ზანგები
ყველა ქვეყანაში არიან კულტურულები და უკულტურონი. მოდი ასე ვთქვათ: მოწესრიგებული მარშუტკის მძღოლს ბევრად მეტი მოტივი ექნება სუფთად შეინახოს მანქანა, ვიდრე ამჟამად არსებული დრანდულეტის შემთხხვევაში.
ვაჰ, მარშრუტკა თუ ვიკიპედიაში იყო, არ მეგონა
)
ნეტა მასეთ “მარშრუტკებს” მოვესწრებოდე და სკამდაუფლეთელ ავტობუსებს, მერე აღარც ამერიკასთან ფრიი თრეიდ ეგრიიმენთი მინდა და აღარც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა
ერთი პერიოდი თბილისის წყალს უსინჯავდა კბილს ფრანგული Veolia, რომელსაც გარდა წყლის ბიზნესისა, აქვს სატრანსპორტოც. ეგ რომ მომხდარიყო, მოვიდოდა ჩვენამდე პროგრესი
მაგრამ არ მოხდა…
რას მერჩი დავით, ვიტირე….
რაზე იტირე?
საბერძნეთში მაგალითად, ჩვეულებრივ ტაქსიშიც მოსულა დამგზავრება. იშვიათად ჯდები მარტო ტაქსში. თანაც თანხა სულაც არ ნაწილდება
ყველა იხდის თავისას – მხოლოდ გარემო და მძღოლი რჩება მოგებული.
ისრაელის მარშრუტკას მარშრუტკას ვერ ვუწოდებდი – აქ მარშრუტკისადმი აგრესია სწორედ იმ ყველაფრის გამოა, რაც ისრაელის მარშრუტკებს არა აქვთ. და რაც მთავარია, მაგნიტოფონი არ ჰქონიათ და მის მაგივრად საკასე აპარატია
მაგნიტოფონები ისრაელის მარშუტკებში არის, მაგრამ პირველი მოთხოვნისთანავე თიშავენ
დამგზავრებას რაც შეეხება, სპონტანური არა, მაგრამ წინასწარ გაცხადებული არის – ხანდახან მსუბუქი ტაქტი დადის და 4 კაცს აგროვებს. მაგრამ ეს ძაან იშვიათად ხდება.
ოდეს იქმნ ასეთი მოწერიგებული ეს საკითხი ჩუენს წუეყსნაში?
პ.ს. მთავრობაში ვინმე არ გყავთ? კარგი ზურგი, კანონი, რესურსი და კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მარშუტკის გალამაზებას და სამარშრუტო ხაზის წესების ფორმირებას. საქართველოსთვის ჯერ მეტისმეტია ხომ?
მე არ მგონია, რომ რამე შეუძლებელი იყოს. ავტობუსებს ხომ დაატყვეს ხელი. ისევე შეუძლიათ მიხედონ მარშუტკებსაც. ალბათ უფრო ამ თემის “სოციალური” სიმძიმის გამო იკავებენ თავს. ახლა არსებული მარშუტკების სისტემაში რომ ჩადგა ფეხი, ნახევარი ხაზები უნდა გააუქმო, მანქანების უმეტესობა პოსტში მოყვანილ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს და ა.შ. მოკლედ, ფაქიზი თემაა რა.
თბილისში “მარშუტკების” კეთილმოწყობის გარდა დიდ პრობლემას მათი მძღოლების მიერ ავტომობილის მართვის კულტურაც დასახვეწია, ჩემი გინების ლექსიკონი ყოველკვირეულად ახალი “ფაკინგებით” “აპდეიტდება” მაგათი გადამკიდე და თანდათან ვატყობ რო საჭესთან ნელნელა სოციალურად საშიში ვხდები