ისრაელი: დასაწყისი

ამ პოსტით იწყება დაპირებული “მოგზაურობა” ისრაელში, რომლის განმავლობაშიც ვეცდები გაგაცნოთ ამ ქვეყნის ისეთი დეტალები, რომლებზეც ბევრს არ წერენ. დასაწყისისთვის ცოტა “მშრალი” ინფორმაცია:

Map of Israel

ისრაელი

  • ოფიციალური დასახელება: ისრაელის სახელმწიფო (State of Israel)
  • მმართველობის ფორმა: საპარლამენტო რესპუბლიკა (ნომინალურ პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი; ქვეყანას მართავს პრემიერი)
  • სახელმწიფო ენები: ივრითი და არაბული (არაბული წარწერები არის ფულზე, საგზაო ნიშნებზე, პირადობის მოწმობაზე; პასპორტზე – არა)
  • ტერიტორია: საზღვრები დღემდე დაუდგენელია (გასაგები მიზეზების გამო), თუმცა დაახლოებით საქართველოს მესამედია
  • მოსახლეობა: ~7,5 მილიონი (მათგან 6 მილიონი ებრაელია, 1 მილიონი მოქალაქეობამიღებული, “გაპრავებული” არაბი)
  • ვალუტა: შეკელი (თარგმანში ნიშნავს აი იმ “ვერცხლს” ბიბლიაში რომ 30-ია)
  • მთლიანი შიდა პროდუქტი: ~200 მილიარდი დოლარი

თუ რუკას დააკვირდებით, ნახავთ რომ ისრაელს ორი ტიპის მოსაზღვრე ჰყავს: წყალი (ხმელთაშუა, წითელი და მკვდარი ზღვების სახით) და არაბები (ლივანის, სირიის, იორდანიისა და ეგვიპტის სახით). ქვეყნის შიგნითაც ორი ანალოგიური პრობლემაა: წყალი (ცოტაა) და არაბები (ბევრია).

ისრაელი ალბათ მსოფლიოში პირველ ადგილზეა ერთ კვადრატულ მეტრზე ისტორიულ-რელიგიური ობიექტების, გენიოსებისა და “გოთვერნების” რაოდენობის მიხედვით. ამასთან, საბედნიეროდ, გაგოთვერნებული გენიოსებისა და გაგენიოსებული გოთვერნების რაოდენობა სტატისტიკური ცდომილების ფარგლებს არ ცდება და გათვლებში არ გაითვალისწინება.

კიდევ რის თქმა შეიძლება პირველ პოსტში? ისრაელს ჰყავს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძლიერი ჯარი… და როგორც აქ ითვლება, ყველაზე ჰუმანურიც. არ ვიცი, როგორ შეიძლება ჯარი იყოს ჰუმანური, მაგრამ ისტორიები, რომლებიც აქ გვესმის და რომელსაც მალე თქვენც მოისმენთ, იძლევა იმის საშუალებას, რომ ბევრ რამეს ახლებურად შევხედოთ.

ჯერჯერობით ამაზე შევჩერდეთ.

მომავალ პოსტში: ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტი

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

მსგავსი პოსტები

About David

Comments

6 Responses to “ისრაელი: დასაწყისი”
  1. პირველ რიგში, კარგი იდეაა :)
    მეორე რიგში, კარგი დიზაინი :)
    მესამე რიგში, ჩემი პატარა თხოვნა, თუ შეძლებ, უფრო მეტი წერე ადამიანებზე და ისეთ დეტალებზე, რასაც ინტერნეტში ვერ ნახავს ადამიანებს :)

    წარმატებები წამოწყებაში :)

  2. კახა says:

    კარგი რამ დაგიწყია, ბირმან:)) ასე გააგრძელე:)) ისე, ეს პერსონალური საიტია თუ ბლოგი?

  3. David says:

    პერსონალური ბლოგი :)

    P.S. გმადლობ

  4. ჰუმანურში გეთანხმები, ჩემი ორი მეგობარია ახლა იქ და მათზე პაციფისტები ჯერ არავინ მინახავს.
    კარგი ბლოგია, Lyu Birman-მა მაპოვნინა :)

  5. DAVARA says:

    გამარჯობა, გისურვებ წარმატებებს…

    ნამდვილად კარგი დიზაინი აქვს…

  6. David says:

    @DAVARA გმადლობ :) იმედია FB-ს შეჩვეული ხალხი არ მიწყენს, რომ ბლოგზეც ასეთ დიზაინს ვახვედრებ :) )

    @Sophie აბა ეს ჯარი ჰუმანური რომ არ იყოს ამდენი იარაღიანი ყოველ პარასკევს ქალაქში ერთხელ მაინც რამეს არ ჩაიდენდა? :)

Speak Your Mind

Tell us what you're thinking...
and oh, if you want a pic to show with your comment, go get a gravatar!