მოქალაქის პირველი ნაბიჯები
ისრაელში ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ ყოფილი საბჭორთა კავშირიდან 1,5 მილიონი ადამიანი ჩამოვიდა. ამიტომ, გასაკვირი არცაა რომ ემიგრაციის და ახალ ქვეყანასთან შეგუების პროცესი დღეების კი არა ზოგ შემთხვევაში საათების მიხედვით არის გაწერილი. ამ საქმეს ყველა ემიგრანტის მფარველი ანგელოზი, აბსორბციის სამინისტრო განაგებს (აბსორბცია ჩვენებურად შთანთქმა/შეწოვას ნიშნავს).
ეს პროცესი აეროპორტშივე იწყება, როცა ახლად ჩამოსული მომავალი მოქალაქე მიჰყავთ სპეციალურ კაბინეტში, სადაც მას:
- ანიჭებენ მოქალაქის პირად ნომერს
- აძლევენ საშუალებას შეიცვალოს სახელი ან/და გვარი (ასეთი “რებრენდინგი” 90-იან წლებამდე ემიგრანტების უმეტესობას ჰქონდა გავლილი. მაგალითად, ისრაელში ძალიან ცოტა ქართველ ებრაელს აქვს შენარჩუნებული გვარში “შვილი”)
- უფორმებენ ახლადჩამოსულის მოწმობას (ტეუდატ ოლე)
და - ყველაზე სასიამოვნო: ხელზე გასცემენ თანხას ჯიბის ფულად (დაახლოებით 500$).
გარდა ჩამოთვლილისა, იქვე გაიცემა 3 მიმართვა:
- პირადობის მოწმობის მისაღებად
- საბანკო ანგარიშის გასახსნელად
და - სამედიცინო დაზღვევის გასაფორმებლად.
თან, ძაანაც რომ გინდოდეს, ამ სამს რიგს ვერ შეუცვლი: მოწმობა აუცილებლად გჭირდება საბანკო ანგარიშის გასახსნელად, ხოლო თუ არ გაქვს ანგარიში, სადაზღვევო კომპანია არ გაგიფორმებს პოლისს. მოკლედ, ერთი კვირის თავზე გაქვს ერთიც, მეორეც და მესამეც. როგორც კი ამ ყველაფრით შეიარაღებული ახლადმოქალაქე გამოცხადდება შთანთქმა-შეწოვის სამინისტროში, მის საბანკო ანგარიშზე აღმოჩნდება კიდევ დაახლოებით 500$. მისი გამოტანა უკვე შენი ჯაფაა. ასეთი ნელი ნაბიჯებით, ძალაუნებურად ეცნობი ქვეყნის საბანკო და სამედიცინო სისტემებს.
შემდეგ კი იწყება რამდენიმე თვიანი ენის შესწავლის პროცესი, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო გასცემს დახმარებას. ამ დროს ადამიანის წინაშე მთავარი კითხვა/გამოწვევა ჩნდება: იმყოფინოს სახელმწიფო დახმარება და საფუძვლიანად “ჩაუჯდეს” ენის შესწავლას, თუ თავიდანვე მოეწყოს სადმე შავ სამუშაოზე და “ორი კაპიკით მეტი” იშოვოს. როგორც ცხოვრება აჩვენებს, მეორე გზით წასულებმა საბოლოოდ არც ენა იციან და არც ფული აქვთ…
თუმცა რასაკვირველია არიან ისეთებიც, ვინც ფულს იღებს, არაფერს არაკეთებს და რამდენიმე თვით იქით ცხოვრებას ვეღარც ხედავს. თუმცა, ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა და მას ცალკე პოსტში აღვწერ
მომავალ პოსტში: ისრაელის საბანკო სისტემა















ძალიან კარგი სისტემა ყოფილა :უპ: ჩემი დაკვირვებით ევროპის უმეტეს სახელმწიფოში დიდი პრობლემაა როგორც ემიგრანტების ასევე რეპატრიანტების ინტეგრაცია. პრობლემები კი ძირითადად გამოწვეულია იმით რომ ყველაფერი თითქმის ხელმისაწვდომია თუმცა არავინ თვლის თავს ვალდებულად ეს შენ გითხრას, ასე რომ უწევს ხალხს ყველაფრის ათვისება “Hard way”.
ზოგადადაც მომწონს ისრაელი ძალიან როგორც სახელმწიფო, მისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია ბევრ სხვას იმჰო
ალბათ ისრაელის განსხვავებული მიდგომა იმის “ბრალია” რომ ეს ქვეყანა მთლიანად ემიგრანტულია – განსხვავებით განვითარებული ევროპული ქვეყნებისა, სადაც ემიგრანტები მხოლოდ დამატებითი მასაა, უმეტესად იაფი მუშა ხელის ფუნქციით.