ბენ-გურიონის აეროპორტი

“დავით ბენ-გურიონის სახელობის თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტი ისრაელის მთავარი საჰაერო კარიბჭეა” – ალბათ ასეთი სიტყვებით იწყება მსოფლიოს მრავალი აეროპორტის აღწერა. თუმცა იშვიათია მსოფლიოში სხვა აეროპორტი, რომელიც იმდენ ემოციას, ცრემლს, იმედს და ოცნებას იტევს, როგორც იგი: 40 წლის განმავლობაში ისრაელში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ქვეყანაში სწორედ ამ აეროპორტის გავლით მოხვდა. ბევრი მათგანი (მაგ. საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულები) 10-ობით წლით მოწყდა დარჩენილ სანათესაოს და შემდეგ უკვე თავად მასპინძლად აქვე ხვდებოდა ტურისტად ჩამოსულ ნათესავებს (ზუსტად ასე დაგვხვდნენ მე და დედას 1989 წელს ამ აეროპორტში ნათესავები, რომლებიც დედას 20 წელი არ ჰყავდა ნანახი).

Welcome to Israel

Welcome to Israel

პირველად აეროპორტი ლოდის მახლობლად (ეს ის ქალაქია, სადაც წმ. გიორგის საფლავია) ბრიტანელებმა 1939 წელს ააშენეს. თავიდან იგი სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებოდა, თუმცა მოგვიანებით სამოქალაქო ფუნქციის შესრულებაც დაიწყო. პირვანდელი დასახელება “ლიდდას აეროპორტი” 1948 წელს შეიცვალა, როცა იგი ახლადდაარსებული ისრაელის მმართველობის ქვეშ გადმოვიდა და მას “ლოდის აეროპორტი” ეწოდა (“ლიდდა” არაბულად იგივეა, რაც “ლოდი” ებრაულად). 1973 წლის ბოლოს აეროპორტს ეწოდა ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრის, დავით ბენ-გურიონის სახელი, რომელსაც დღემდე ატარებს.

Terminal 1

ძველი აეროპორტი დღეს

2004 წელს, ძველის მეზობლად აშენდა ახალი აეროპორტი (Terminal 3), რომელმაც საერთაშორისო რეისები გადაიბარა, ხოლო ძველი აეროპორტი 2007 წელს რემონტის შემდეგ ხელახლა გახსნეს და ის შიდა რეისებს ემსახურება.

Ben-Gurion Airport Terminal 3

ახალი აეროპორტი: აშენებულია 5-დან 3 გასასვლელი

როგორც ადრე უკვე ვთქვი, ისრაელს წყლის რესურსების ნაკლებობის გარდა მხოლოდ ერთი დიდი პრობლემა აქვს. ამიტომ, უსაფრთხოება უმაღლეს შესაძლო დონეზეა. გამონაკლისი არც აეროპორტია. აქ დამლაგებლიდან დაწყებული ბარგის მიმღებით დამთავრებული ყველას აქვს უსაფრთხოების რამდენიმე ტრენინგი გავლილი. ყოველი მგზავრი რეგისტრაციამდე გადის გასაუბრებას უსაფრთხოების ოფიცერთან. ამ გასაუბრების შედეგად ბარგს ენიჭება გარკვეული კოდი (ალბათ იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია შენი ხიფათისმომტანიანობის პოტენციალი) და ან რეგისტრაციაზე გიშვებენ, ანაც ბარგს გახსნევინებენ (როგორც მაგალითად ჩემს საცოლეს ან ამ უცხოელ ტურისტს)… მაგრამ ჩვენს შემთხვევაში იქვე გამოჩნდა, თუ რამდენად განსხვავებულად უდგებიან აქ შემოწმების პროცესს: სანამ ერთი თანამშრომელი გულმოდგინედ ამოწმებდა ბარგს, მეორემ გამოართვა პასპორტი, იკითხა როგორი ადგილი უნდოდა და რეგისტრაცია მის გარეშე გაიარა; ბოლოს კი საპასპორტო კონტროლი ურიგოდ, დიპლომატიური გასასვლელით გაატარა.

Ben-Gurion Airport Duty Free Zone

Duty Free

კონტროლის ამ პროცედურების შემდეგ ხვდებით დიდ მოედანზე, რომლის გარშემოც ჩამწკრივებულია Duty Free მაღაზიები. ოღონდ, აქ ისინი კლიენტის “გამოჭერაზე” არ მუშაობენ (როგორც თბილისში) და ფასები მართლაც დაბალი და მიმზიდველია. შედეგად, აქვე მუშაობს ერთი საინტერესო სერვისი: ისრაელის მოქალაქეები გაფრენისას ყიდულობენ სასმელს თუ ელექტროსაქონელს, ტოვებენ მას სპეციალურ საცავში და ჩამოსვლისას, ბარგის მიღების დარბაზში იღებენ მას. იმისათვის, რომ მაღაზიებში სასიარულოდ ბევრი დრო დარჩეს (ტანსაცმლის მოზომებას ან ლეპტოპის შერჩევას 1 საათი ხშირად არ ყოფნის ხოლმე) რეგისტრაცია 3 და მეტი საათით ადრე იწყება. სხვათაშორის, გარდა Duty Free ცენტრისა მგზავრებისათვის, არის კიდევ მსგავსი ცენტრი საპასპორტო კონტროლამდე – Buy & Bye გამცილებლებისთვის. ბევრ ახალჩამოსულს ეშლება და Duty Free ჰგონია. შესაბამისად, მეტსაც იხდის…

საერთოდ ისრაელში ასეთი წესია: თუ გინდა, რომ ზედმეტი არ გადაიხადო, უნდა დაუკვირდე – ზედმეტად :)

P.S. იმის გამო, რომ აეროპორტი დაცული ობიექტია, არასოდეს მიცდია იქ სურათის გადაღება. ამიტომ, აქ მხოლოდ ის ფოტოები გამოვფინე, რაც ინტერნეტში ვიპოვე. რაც ფოტოებში დაგაკელით, შეგიძლიათ ამ Flash-გზამკვლევით აინაზღაუროთ: Ben-Gurion Airport Terminal 3 (სამწუხაროდ, IE-ს გარდა ყველა სხვა ბროუზერში იხსნება მხოლოდ ბმულის წინასწარ დაკოპირებით და მისამართის ველში ჩასმით. რატომ? არ ვიცი)

მომავალ პოსტში: მოქალაქის პირველი ნაბიჯები

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

მსგავსი პოსტები

About David

Comments

2 Responses to “ბენ-გურიონის აეროპორტი”
  1. dv0rsky says:

    სხვისი არ ვიცი, მაგრამ ეს ფრაზა მომეწონა :)

    Every time anyone says that Israel is our only friend in the Middle East, I can’t help but think that before Israel, we had no enemies in the Middle East.”
    — John Sheehan, S.J.

  2. David says:

    Before Israel they didn’t even thought about Middle East :)

Speak Your Mind

Tell us what you're thinking...
and oh, if you want a pic to show with your comment, go get a gravatar!