მეცამეტე პოსტი

4 არ უყვართ იაპონიაში, კორეასა და ჩინეთში, რადგან ხმოვანებით ჰგავს სიტყვა “სიკვდილს”. ასევე ის არ უყვარს Nokia-ს – იმდენად, რომ არა აქვს არცერთი მოდელი, რომელიც შეიცავს 4-ს, ხოლო Symbian 9.3-ის შემდეგ პირდაპირ 9.5-ზე გადავიდა.

17 არ უყვართ იტალიაში, რადგან რომაული XVII-დან მიიღება სიტყვა VIXI – “ვცხოვრობდი” (ანუ სხვანაირად – “მოვკვდი”).

Continue reading

მეგობრობის უნივერსალური ტესტი

ადამიანებს შორის მეგობრობა, ახლობლობა ფაქტიურად მაშინვე გაჩნდა, როცა ადამიანთა რაოდენობა დედამიწაზე ერთს გადაცდა. არავინ იცის ამ მომენტიდან რამდენად გვიან, მაგრამ ალბათ საკმაოდ მალე გაჩნდა ეჭვიც. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ “კიდევ ერთხელ” დარწმუნდნენ ახლადშეძენილი მეგობრის “ნამდვილ ახლობლობაში”. კაცობრიობამ მრავლად შეაგროვა აზრები, იმის თაობაზე თუ სად, როგორ და რა პირობებში უნდა დავრწმუნდეთ იმაში, ახლობელია ადამიანი თუ არა (მაგალითად: “მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა”). მეგობრობა ხანგრძლივი პროცესია და ის თანდათან ყალიბდება. თუმცა ზუსტი დღე და საათი ცოტას თუ გაუზომია, როდის გახდა ადამიანი ახლობელი/მეგობარი. ამიტომ გთავაზობთ უნივერსალურ და ძალიან მარტივ გზას, შეამოწმოთ – არის ესა თუ ის ადამიანი უკვე სათანადოდ ახლო თქვენთვის.

ტესტი:

  • უთხარით მას: “შეჩემა…”

ტესტის პასუხი:

Continue reading

ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი თავმოუბმელობა

საშინლად არ მიყვარს, როდესაც რამე საქმე უსასრულოდ ჭიანურდება და ბოლო არ უჩანს. თუ რამე იწყება, უნდა დამთავრდეს კიდეც. მაგრამ გარდა მიმდინარე საქმეებისა, არსებობს კიდევ ძველი ჩანაფიქრები, რომელთა განხორციელებაც შეიძლება არ მოხერხდეს დღეს, მაგრამ იმის იმედით, რომ როდესღაც განახორციელებ, დროებით გადადო და არ დაივიწყო. ასეთი ჩანაფიქრისთვის თავის მობმა და განხორციელება უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებს, იმიტომ რომ ერთი “ჩამოკიდული” საქმით ნაკლები რჩება.

ახლა გიამბობთ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ თავმოუბმელობაზე:

Continue reading

Best way to promote yourself

ამ ბოლოს დროს ქარნეტში გამოჩნდა ახალი ტენდენცია: ბევრი ახალი ბლოგერი ვალდებულად თვლის თავს დაწეროს ბოღმა-პოსტი თემაზე “რა “სტრანნი” ხალხი ვართ ეს ქართველები”. ამ პოსტში აუცილებლად იქნება თავმოყრილი 20-30 თვისება, რომელიც ავტორის აზრით ზუსტად ახასიათებს ქართველთა “ბნელ” აზროვნებას. ყველაფერი ეს რასაკვირველია გაზავებულია დიდი ოდენობის სარკაზმითა და ლაითი იუმორით.

ასეთი პოსტების წაკითხვისას ყოველთვის მეცინება… და მიჩნდება გარკვეული მოსაზრებები:

Continue reading

აი ფედი, აი…

მხოლოდ ერთი დღე აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ინტერნეტში გაჩენილიყო მრავალი გრაფიკული ხუმრობა Apple-ის ახალ ქმნილებასთან დაკავშირებით. აი რამდენიმე საინტერესო მათგანი:

iPad nano

iPad nano

Continue reading

აი ია, აი ფედი

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება (Sony) Ericsson-ის ტელეფონები მაქვს (16 სხვადასხვა მოდელი გამოვიცვალე) და ჩემს კომპიუტერებში მხოლოდ Windows-ის ვერსიები იცვლებოდა, შეუძლებელია Apple-ის პროდუქტები ვერ შეამჩნიო. საბოლოოდ, როცა ჯერი საჩუქრად ფლეიერის ყიდვაზე მიდგა, iPod Touch-ზე შევჩერდი და ჯერ-ჯერობით ნამდვილად არ მინანია – იგი მართლაც საუკეთესოა.

რამდენიმე წუთის წინ კი კომპანიამ, სტივ ჯობსის პირით წარადგინა ახალი პროდუქტი – პლანშეტური კომპიუტერი iPad. აი სურათებიც:

Apple iPad

Apple iPad

Continue reading

რა? სად? როდის?

ისრაელში ჩემ წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე მონაწილეობა მივიღე მოაზროვნეთა ელიტარული კლუბის თამაშებში, ჩემი მშობლიური ბათუმის გუნდის შემადგენლობაში. ახალი ჩემპიონატის დაწყების წინ ვდებ ამ თამაშების ჩანაწერებს:

Continue reading

First Post

შესავალი

2006 წელი. “თბილისის ფორუმი” ქართული სოციალური ქსელია, ხოლო იქ განთავსებული თემა “Just, რა…” – ქართული Twitter. ადამიანები მრავალფეროვანი ნიკების უკან იმალებიან და მათი რეალური სახელის (და რიგ, გამონაკლის შემთხვევებში – გვარის) დადგენა ხდება მხოლოდ რეალში – მშვიდობიან (“სხოდკა”) ან არც ისე (“სტრელი”) გარემოებებში. ზოგიერთი უკვე ბლოგერობს, მაგრამ ჯერ კიდევ უწევს ამ საქმიანობის პროპაგანდა, რადგან ქართველი ბლოგერები სანთლით საძებარია.

Continue reading