პატარა მაგალითი სოც. მედიიდან

დღეს ერთ კარგ მაგალითს გადავაწყდი, რომელზეც მინდა მოგითხროთ:

მოგეხსენებათ, საქართველოში ჩამოდის NATO–ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი. ცოტა გამიკვირდა, როცა ვნახე, თუ როგორი მხარდაჭერა გაუკეთა მისმა გუნდმა ამ საკითხს სოციალურ მედიაში. მივყვეთ Facebook–ს:

1) თავიდან, საქართველოში ჩამოსვლამდე გაჩნდა სტატუსი:

NATO Sec Gen status about Georgia

სტატუსი საქართველოში ჩამოსვლამდე

2) შემდეგ მას მიყვა ფასიანი FB–რეკლამა – ტარგეტინგით სპეციალურად საქართველოზე:

NATO ad to promote Sec Gen page in Georgia

NATO–ს რეკლამა

3) ცოტა ხნის შემდეგ კი გამოჩნდა iPhone–დან დაწერილი სტატუსი:

NATO Sec Gen status for Georgia

სტატუსი 1000 ქართველი მეგობრისთვის

დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ეს სტატუსები არ არის პირდაპირ გენერალური მდივნის კომპიუტერიდან. თუმცა, ამის მიუხედავად, თავად ასეთი აქტიური მოქმედება Facebook–სა და Twitter–ში ძალიან სამაგალითოა სხვა სახელმწიფო თუ ბიზნეს პირებისათვის.

მსგავსი პოსტები

14 thoughts on “პატარა მაგალითი სოც. მედიიდან

  1. ზუსტად რომ ფეისბუქიდან შევიტყვე მისი ვინაობაც და ვიზიტის შესახებაც
    მიყვარს ფბ

    • ვიცი :) მაგიტომაც ვახსენე პოსტში, მაგრამ სასკრინშოტედ არაფერი მნიშვნელოვანი არ იყო იქ :)

  2. ხო, მეც მომეწონა მისი ასეთი ჟესტი. ნუ შეიძლება მთლა ის არ მჯდარიყო კლავიატურასთან, მაგრამ ვიღაც მისიანი იქნებოდა.

  3. საინტერესო დაკვირვებაა. მართლაც კარგი მაგალითია ჩვენი “დიდი” ადამიანებისათვის :) ))

  4. და ამ ვიზიტმა იმ ფონზე ჩაიარა როდესაც წინა დღეს 4 ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში და ერთ ადამიანსაც კი არ გაუჩნდა ნატოს მიმართ პროტესტი . ყოველ შემთხვევაში არ გამოუხატავს.

  5. მეც ფბ-დან შევიტყვე ამ კაცის ვიზიტის შესახებ, რადგან ტვ-ს არ ვუყურებ და არ ვიცი წინა დღეებში რამდენად დაანონსდა.
    მერე ფბ-გვერდზე შევედი და აღვფრთოვანდი. ძალიან კარგი მიქსი იყო საქმიანი და პირადი ნიუსების და ფიდბექმა გამაოცა.

    სანიმუშოდ დავდე კიდეც ჩემს ვოლზე, იქნებ ჩვენებმაც ისწავლონთქო. მაგრამ რადგან პოლიტიკანები არ მყავს ფრენდებში, ალბათ ჩემმა განწირულმა სულიკვეთებამაც ცუდად ჩაიარა :D

  6. საინტერესოა, შეიძლება მართლაც არ იყოს მისი განახლებული.

    ძალიან კარგი დაკვირვებაა !! ეგრე გააგრძელეთ ))

  7. ამის გადასაწყვეტი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ბედი ჰაი ჰაი სად არის დავით აღმაშენებელი და ის დრო? ვინ იყო რასმუსენი და ამერიკა სად იყო, მარა დრო მაგარი წამპალი რამეა :)

  8. ზოგადად ყველა სფეროში მარკეტინგს დიდ ყურადღებას აქცევენ. პოლიტიკოსებიც, და საერთოდ პრეზიდენტობის მსურველებიც პიარ აქციებით მოდიან უკვე და არა მათი დაპირებებით როგორც ადრე იყო. დღევანდელ მარკეტინგულ შესაძლებლობებს როგორ გამოიყენებ უკვე შენს უნარზეა დამოკიდებული, ფეისბუქი ყველაზე იაფიანი და მძლავრი საშუალებაა. შესაბამისად იყენებენ კიდეც მას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Connect with Facebook

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>