ჩემი ვიდეოკომენტარი წინასაარჩევნო რეკლამებზე

დღეს მივეცი ინტერვიუ მეგობარ ბლოგერებს, არჩევნების გაშუქების საიტისათვის:

დიდი მადლობა დოდკას (ინტერვიუს ორგანიზებისთვის) და პიკოს (ინტერვიუს წაყვანისა და ჩაწერისთვის).

მსგავსი პოსტები

13 thoughts on “ჩემი ვიდეოკომენტარი წინასაარჩევნო რეკლამებზე

  1. საინტერესო კომენტარია!
    მომწონს, რომ მაღალი დონის მარკეტოლოგები ერთვებიან პოლიტიკური კამპანიების შეფასებაში.

    • გმადლობ სოსო :) დიდი ხანია ჩემს ბლოგზე არ მინახიხარ და ხშირად შემოიარე ხოლმე :)

  2. ბატონო დავით :-) უდიდესი მადლობა :-) რასაც ქვია, ვისიამოვნე შენი მოსმენით (როგორც ყოველთვის). დავამატებდი, რომ 5 ნომერი, ჩამოყალიბდა როგორც გუნდი და სხვა პარტიებში კი გუნდური თამაში არ იგრძნობა (ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში). ამანაც დიდი როლი ითამაშა წარმატება-წარუმატებლობასა და გამარჯვება-დამარცხებაში.
    კამპანია ხარისხისა და ჩატარების თვალსაზრისით ნამდვილად ბევრად წინგადადგმული ნაბიჯია. ერთადერთი რაშიც ვერ დაგეთანხმები, რეკლამების რაოდენობაა. მე პირადად ზედმეტად გადატვირთული სატელევიზიო ეთერი და გარე რეკლამები დავინახე და აღვიქვი. გამაღიზიანებლად ზედმეტი! თუმცა, ყველაფერს სჭირდება გამოცდილება და იმედია, ცოდნა გამოცდილებასთან ერთად მოვა :-)
    დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო და გამართული, ჩამოყალიბებული კომენტარისათვის!

    • უფასო რეკლამა იმდენივე იყო, რაც ადრე. ფასიანი რეკლამა იყო აშკარად ნაკლები, იმიტომ რომ ოპოზიციას ძაან ცოტა ჰქონდა ფასიანი რეკლამა. შესაბამისად – overall რეკლამა იყო ნაკლები :)

      • დავით,
        დარწმუნებული ხარ, რომ ამჯერად უფასო რეკლამა მეტი არ იყო?
        ან იქნებ ადრე მარტო საზოგადოებრივზე იყო უფასო და ისე არ ხვდებოდა თვალს, ახლა კი ყველგან. და კიდევ, ერთფეროვანი იყო რეკლამა, რამდენიმე პოლიტ.სუბიექტს 1 რეკლამა ქონდა სულ და ერთ რგოლში 5ჯერ ტრიალებდა.

        მართლა ძალიან მომაბეზრებელი იყო.

        • უფასო რეკლამისათვის დროის გამოყოფა ყველა საინფორმაციო არხის ვალდებულებაა და ეს ასეა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან :)

          ახლა პოლიტიკური რეკლამა შესაძლოა ვინმეს მეტი მოეჩვენოს იმის გამო, რომ კომერციული რეკლამაა ომის შემდეგ დაკლებული და არსებულ ბლოკში პოლიტრეკლამის ხვედრითი წილი ჩანს მაღალი :)

  3. კარგი იყო :up:

    საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ პარტიების უმრავლესობას რეკლამა არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად. შესაბამისად მისი რაოდენობაც და ხარისხიც დაბალია. იყენებენ ბოლომდე უფასო სივრცეს თუმცა იქაც არ გვთავაზობენ ხარისხიან რეკლამას.

    და თუ პარტიებს (დიდებს და ამბიციურებს) უბრალოდ ფული არ აქვთ რომ ნორმალური კონსულტანტები და სააგენტო დაიქირაონ ეგ ცალკე ტრაგედიაა :(

    • ფულიც აქვთ და ქირაობენო თითქოს, მაგრამ არ უსმენენ ეტყობა :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Connect with Facebook

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>