კომენტარი სტატიისთვის Linked In-ის შესახებ

ინგლისურენოვანი ბიზნეს-გამოცემა FINANCIAL ბოლო დროს თავის ფურცლებს ხშირად უთმობს სოციალურ ქსელებისა და ზოგადად ინტერნეტის თემას. ბოლო ნომერში გამოქვეყნდა სტატია ბიზნეს სოციალური ქსელის, Linked In-ის შესახებ, რომლისთვისაც გაზეთს კომენტარი მივეცი. სტატია ინგლისურადაა, მაგრამ აქ ვაქვეყნებ ჩემს ქართულენოვან პასუხებს:

FINANCIAL-ის შეკითხვები:

tqveni profilis naxvis shemdeg mainteresebs tu rashi da rogor iyenebt/iyenebdit socialur qselebs dziritadad LinkedIns? (magalitad an recruitmentistvis as sxva marketinguli kutxit)

Tu shegidzliat mitxrat vtqvat konkretuli dadebiti shedegebi rac socialur qselebs moutaniat im kompaniebshi mushaobis dros?

ჩემი პასუხი:

ლინკდინს საქართველოში ჯერ ფაქტიურად არ იყენებენ “დანიშნულებისამებრ”. ამჟამად ყველა კონტაქტების ქსელის მშენებლობის პროცესშია და ჯერ რაიმე რეკრუტინგულ აქტივობამდე არ მისულან.

გამონაკლისი შემთხვევაა საქართველოს ბანკი, რომელმაც ერთ-ერთი ვაკანსია ლინკდინზე გამოაცხადა და რამდენიმე კანდიდატსაც კი დაუკავშირდა. ვფიქრობ, ლინკდინი საქართველოში შედარებით ნელა განვითარდება, რადგან ფეისბუქზეა ბიზნესი წარმოდგენილი.

პირადად მე ლინკდინის პროფილს ვიყენებ როგორც ინტერნეტ-სივის. მაქვს წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია თუ სად ვმუშაობდი და რას ვაკეთებდი კონკრეტულ თანამდებობაზე. ეს ძალიან მოსახერხებელია, როცა გაქვს მოკლე სივი წერილზე მისამაგრებლად და უფრო ვრცელი – ინტერნეტში.

კომპანიების სოც. ქსელებთან ურთიერთობას რაც შეეხება, შემიძლია 2004-2005 წლების მაგალითი მოვიყვანო, როცა მაგთი და ჯეოსელი ფორუმზე ესაუბრებოდნენ აბონენტებს და აწყობილი ჰქონდათ ეს სქემა იმ დონეზე, რომ პრობლემის მოგვარებას ცხელ ხაზზე სწრაფად ახერხებდნენ. აქვე იყო შექმნილი მათი ონლაინ-ქომიუნითი.

ამჟამად ბევრი კომპანია ცდილობს ფეისბუქზე შექმნას პროფილი ან გვერდი. მათი უმეტესობა ამას აკეთებს სპონტანურად, დაუგეგმავად და ჯამში – არაპროფესიონალურად. შედეგად, ისინი უბრალოდ წარმოდგენილნი არიან სოც. ქსელში მაგრამ დიდი მარკეტინგული ეფექტის მიღებას ვერ ახერხებენ.

თქვენ რამდენად აქტიურად იყენებთ Linked In-ს? მიგიღიათ იქ რამე საქმიანი წინადადებები?

სხვასაც გაუზიარეთ:

  • Facebook
  • Twitter
  • RSS
  • email
  • del.icio.us
  • Digg
  • Technorati
  • FriendFeed
  • StumbleUpon
  • LinkedIn
  • MySpace
  • Tumblr
  • Google Bookmarks
  • Add to favorites

მსგავსი პოსტები

About David

Comments

6 Responses to “კომენტარი სტატიისთვის Linked In-ის შესახებ”
  1. davitma says:

    ჯერ არ მიმიღია არანაირი შემოთავაზება უშუალოდ ლინკედინიდან თუმცა ერთ–ერთი კომპანიის HR მა სადაც CV მქონდა გაგზავნილი network ში დამიმატა.

    ეს ნიშნავს რომ დამქირავებელი პოტენციური კანდიდატზე ინფორმაციას არა მხოლოდ იღებს არამედ ინტერნეტშიც ეძებს, ეს ტენდენცია კიდევ გაძლიერდება.

    რაც შეეხება ფესბუკს დარწმუნებული ვარ ქართული კომპანიების 90 პროცენტი ვერანაირ ეფექტს ვერ იღებს პეიჯებიდან. და ამის მიზეზი მარტივია მათ უბრალოდ არ იციან მარტივი თუ რატომ ხსნიან გვერდს?.

    Tbilisi marriot fail: http://www.facebook.com/photo.php?pid=5980165&id=364575518905 მიუხედავად იმისა რომ ფულ იხდიან ფასეიბუქ კამპანიაში

    • David says:

      ლინკდინზე რომელმა დაგამატა? საქბანკი ხო არ იყო შენს შემთხვევაშიც? :)

      • davitma says:

        არა, არასამთავრობო ორგანიზაციაა http://www.icddrb.org/ :) )

        • David says:

          ისე, სხვათაშორის, არასამთავრობოები ხშირად არის პროგრესის ავანგარდში და ისეთ თულებს იყენებენ, 2 სემინარზე რომ გაჟღერებულა მხოლოდ :) რასაკვირველია, ლინქდინი ასეთი არაა, მაგრამ მაინც :)

  2. Lინკედინზე გამახსენდა

    ჰელპ მე :D

    Past სამსახურებს ვერ ვამატებ ჩემს პრფაილში იქ

    რა ვქნა ?:/

Speak Your Mind

Tell us what you're thinking...
and oh, if you want a pic to show with your comment, go get a gravatar!