ურიის ვალი

2001… არა, გატყუებ – 2002 წელი იყო, მაშინდელ მიკროსაფინანსო ბანკში ვმუშაობდი. ყველაზე გაპრობლემებული სესხები ჩემთან გადმოდიოდა და ვარწმუნებდით კლიენტებს, რომ ისინი ცდებოდნენ და რომ ვალს დაბრუნება მხოლოდ ალამაზებს ამ ცხოვრებაში. ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩემს გვერდით, უკან და წინ იდგა ხალხი, რომელთა გვერდითაც მე ისეთი ზომისა ვჩანდი, როგორც მედვედევი ობამას ქვეშ. ხოდა, ერთ-ერთ კლიენტს ველაპარაკებით მე და ერთი 2×2-ზე ზომის ვაჟკაცი. ეტყობა გამომივიდა და ეს კეთილი ადამიანი დავარწმუნე. ისიც ადგა და მეუბნება:

შენი გულისთვის ჩემო დავით, წავალ და ურიის ვალს ავიღებ, ოღონდ ეგ სესხი დაგიფარო!

ჩამოწვა უხერხული სიჩუმე… საწყალს ეგონა, ამ სიტყვით ლამის საღვთო აღქმა მომცა სესხის დაფარვაზე და სახეზე სიხარულის არცერთი მახასიათებელი რომ არ მემჩნეოდა, აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება პასუხის ძიებაში. მე რასაკვირველია გავჩუმდი – სესხი საფრთხეში არ ჩავაგდე და მეგობარმა ხუმრობაით აუხსნა, რაშიც იყო საქმე. ყველამ ვიცინეთ და ამბავიც კარგად დამთავრდა. ამის შემდეგ კი, სხვა კლიენტებთან ურთიერთობაში ჩვენმა ჯგუფმა დაამკვიდრა ფრაზა: “ჩვენს დავითს არ ეწყინება და… ურიის ვალი რომ აიღო მაინც უნდა დაფარო ეს სესხი!”

ყურადღება, შეკითხვა: იყო ის მსესხებელი იუდოფობი, ანტისემიტი, შოვინისტი, etc.? მე მგონია, რომ არა. უბრალოდ, ქართულ ენაში ბევრია ასეთი გამჯდარი ფრაზა თუ სიტყვა, რომელიც ჩვენში უწყინრად გამოიყენება (მაგ. ჩაჩანი, როგორც ბინძურის სინონიმი), ხოლო თუ nigger-ად გადათარგმნი – ქვეყნის მაზანზარებელ სიმძიმეს იძენს.

დღეს ამხელა ამბავია აწეული “ჩვენ რა, ზანგები ვართ?!” ფრაზის გარშემო. ლაპარაკში იშველიებენ იმასაც, რომ ამას უცხოელების გამოხმაურება მოჰყოლია. არადა, YouTube-ის ტიტრირებულ ვიდეოში nigger წერია. ზანგი როდის მერეა აზრობრივად nigger? არც negro ან black არის მთლად იავნანა, მაგრამ ფაქტია, რომ თარგმანის ავტორს სურათის დამძიმება უნდოდა ან საქმეს არაპროფესიონალურად მიუდგა. ორივე შემთხვევა უპასუხისმგებლოა და წუთიერ ეფექტზეა გათვლილი.

სულგანაბული ველი, როდის მომიწევს ნახევარი ისრაელისთვის იმის ახსნა, რომ მთავრობის რომელიმე წევრის მიერ (სამომავლოდ) ნათქვამი “ურიის ვალს ავიღებთ…” არ არის ანტისემიტიზმისა და იუდოფობიის გამოვლინება :)

სხვა პოსტები

18 thoughts on “ურიის ვალი

  1. ჰაჰააა
    ჯიგარ! :D

    ხოდა, ისა, როგორ დაემთხვა, მეც საკუთარ თავთან გავავლე ამ ამბის პატარა პარალელი და წუხელ გავაკეთე პოსტი ზანგებზე და სვანებზე :D

  2. ზანგები ხო არა ვართ -

    ბევრს გამოგვიყენებია ეს იდიომა

    რა ტქმა უნდა მიშა არ არის რასისტი

    მაგრამ..

    “ზანგები ხო არა ვართ – რატომ ვიქცევით ველურებივით ” უბრალოდ არა პოლიტკორექტულია ეგ არის და ეგ

  3. ჰოდა ისე,
    მომკალი და არ მჯერა რომ “ურიის ვაის” ხსენება არ არის ანტისემიტიზმი. “ზანგების” ხსენება შესაძლოა ნაკლებად არის რასიზმი და “ურიის ხსენებაში” კი ყოველთვის არის ანტისემიტური განწყობა, ქვეცნობიერად მაინც. არის.

    • მარტო “ურია” დღეს შეურაცმყოფელ ტერმინადაა დამკვიდრებული, მაგრამ “ურიის ვალი” ფულის შოვნის უკანასკნელი, ყველაზე რთული და არასასურველი გზის აღმნიშვნელია და საკუთრივ “ურიობასთან” არაფერი აკავშირებს ფაქტიურად.

  4. ფაქტია, რომ თარგმანის ავტორს სურათის დამძიმება უნდოდა ან საქმეს არაპროფესიონალურად მიუდგა. ორივე შემთხვევა უპასუხისმგებლოა და წუთიერ ეფექტზეა გათვლილი.

    ეგრეა, ეგრე : )
    ახლა ისღა დაგვრჩენია, მოვიცადოთ ეს “წუთი” როდის გავა და ეს აბავიც მივიწყებას მიეცეს : )

  5. სიმართლე ვთქვა, როდესაც სათაურს მოვკარი თვალი თვითერში, რაღაცნაირად არ მესიამოვნა და გაღიზიანებაც კი გამოიწვია ჩემში. ქართველებს ხშირად წარმოვთქვამთ ფრაზებს, რომლის აზრსაც უმეტეს შემთხვევაში არ ვუფიქრდებით.

    სააკაშვილის შემთხვევაში კი, ჩემიი აზრით ზანგი არ იყო პრობლემა. პრობლემა უფრო მეტად ”ველურში” -ია.

  6. როგორც ყოველთვის ძაან კარგი პოსტი იყო, მაგრამ კარგი იქნება თუ უფრო ხშირად დაწერ

  7. საერთოდ ეს ზედმეტი ის მოგვკლავს რა…
    “ზანგები ვართ”-ში რატომ უნდა იგულისხმო, რომ ზანგი შეურაცმხყოფელია? ზანგი ზანგია…

    ბიჯოს…

    • ადამიანო,
      ზანგები ვართ, აბა ველურებივით რატომ ვიქცევითო, არ მოგისმენია შენ :D
      ველურობა კაი პონტია?

  8. მაგ ‘ზანგები ვართ’-საც თავისი აზრი აქვს, იმ პონტში რომ ზანგები მონები იყვნენ, თუმცა დღეს მაგისი გამოყენება ტეხავს
    ძნელია ვინმესთვის იმის ახსნა, რომ მაგ ფრაზების მთქმელი ადამიანი ‘ცუდ პონტში’ არ ამბობს

  9. Pingback: the Blogger of the Year (წლის ბლოგერი) « Nomad's Blog

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Connect with Facebook

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>