ამ ბლოგის ავტორი გახლავართ მე – დავით ბირმანი (David Birman, Давид Бирман, דוד בירמן).
მოკლე ბიოგრაფიული ცნობა
დავიბადე 1981 წელს, ქ. ბათუმში, პედაგოგისა და ინჟინრის ოჯახში.
1987-1998 წლებში ვსწავლობდი ქ. ბათუმის №2 საშუალო სკოლაში, ხოლო 1998-2002 წლებში – ბიზნეს სკოლა ESM-თბილისში, სადაც მივიღე BBA ხარისხი. 2003 წლიდან სწავლა განვაგრძე ESM-ის სამაგისტრო პროგრამაზე. ჩემი სპეციალიზაციაა ზოგადი და მარკეტინგის მენეჯმენტი.
2000 წლიდან ვმუშაობ სხვადასხვა კომპანიაში, უმეტეს შემთხვევებში – მარკეტინგული მიმართულებით. ამასთან, ჩემი პირველი თანამდებობა საკრედიტო ექსპერტი იყო. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი: პროკრედიტ ბანკში, ვითიბი ბანკში, მაგთიკომში, თბილისის წყალში, სარკე კონსალტინგში, პროგრეს ბანკში (კალა კაპიტალი). უფრო სიღრმისეული ინფორმაცია მოიპოვება ჩემს LinkedIn-ის პროფილში.
12 წელზე მეტია ვმონაწილეობ ინტელექტუალურ თამაშებში (”რა? სად? როდის?” და ”ბრეინ-რინგი”). აღარც მახსოვს როდიდან ვაგროვებ მონეტებს და ბანკნოტებს. როგორც ამბობენ, არც ისე ცუდად ვერკვევი მობილურ ტელეფონებში და ზოგადად ტექნოლოგიებში. რამდენიმე წელია, რაც გრაფიკულ დიზაინს ”ვეთამაშები” თავისუფალ დროს – ძირითადად ლოგოტიპებისა და საფირმო სტილის სხვა ელემენტების დონეზე.
15 წელზე მეტია აღარ ვუკრავ ვიოლინოზე, ხოლო ჩემს მიერ გიტარაზე უკანასკნელი დაკვრა 1999 წლით თარიღდება.
არ მყავს მეუღლე და 2 შვილი, თუმცა მყავს საცოლე – მომავალი მეუღლე და 2 შვილის მომავალი დედა. ღმ-რთით

an me var gulaxdilobis xasiatze am shuagamisas, an martla kargi naceri shemxvda, magram ra azri akvs, mainc carmatebebs gisurveb am cams araorishviliscolianomamav ; )
შემთხვევით დავიდ.გე ავკრიფე და შენი საიტი გაიხსნა, ჩავეძია და ბევრი საინტერესო რამე ამოვიკითხე ზოგი რამ ნაცნობი, ზოგიც ახალი, მოკლედ შევყევი და მგონი ყველა არტიკლი წავიკითხე თავის კომენტებით. გამოსასწორებელია -ბოლო თემა მიახლოებით 1 წლის წინ არის დამატებული, ამ ამბის მიშვება არ შეიძლება. ასევე მინდა დავრეგისტრირდე, თუ მემბერები არ გყავს? მოკლედ შენი ყოველთვის მჯეროდა და საიტი თუ გააქტიურდება, მეც აქტიური მომხმარებელი გავხდები!!