ურიის ვალი
2001… არა, გატყუებ – 2002 წელი იყო, მაშინდელ მიკროსაფინანსო ბანკში ვმუშაობდი. ყველაზე გაპრობლემებული სესხები ჩემთან გადმოდიოდა და ვარწმუნებდით კლიენტებს, რომ ისინი ცდებოდნენ და რომ ვალს დაბრუნება მხოლოდ ალამაზებს ამ ცხოვრებაში. ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩემს გვერდით, უკან და წინ იდგა ხალხი, რომელთა გვერდითაც მე ისეთი ზომისა ვჩანდი, როგორც მედვედევი ობამას ქვეშ. ხოდა, ერთერთი კლიენტს ველაპარაკებით მე და ერთი 2×2-ზე ზომის ვაჟკაცი. ეტყობა გამომივიდა და ეს კეთილი ადამიანი დავარწმუნე. ისიც ადგა და მეუბნება:
შენი გულისთვის ჩემო დავით, წავალ და ურიის ვალს ავიღებ, ოღონდ ეგ სესხი დაგიფარო!
ჩამოწვა უხერხული სიჩუმე… საწყალს ეგონა, ამ სიტყვით ლამის საღვთო აღქმა მომცა სესხის დაფარვაზე და სახეზე სიხარულის არცერთი მახასიათებელი რომ არ მემჩნეოდა, აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება პასუხის ძიებაში. მე რასაკვირველია გავჩუმდი – სესხი საფრთხეში არ ჩავაგდე და მეგობარმა ხუმრობაით აუხსნა, რაშიც იყო საქმე. ყველამ ვიცინეთ და ამბავიც კარგად დამთავრდა. ამის შემდეგ კი, სხვა კლიენტებთან ურთიერთობაში ჩვენმა ჯგუფმა დაამკვიდრა ფრაზა: “ჩვენს დავითს არ ეწყინება და… ურიის ვალი რომ აიღო მაინც უნდა დაფარო ეს სესხი!”
ყურადღება, შეკითხვა: იყო ის მსესხებელი იუდოფობი, ანტისემიტი, შოვინისტი, etc.? მე მგონია, რომ არა. უბრალოდ, ქართულ ენაში ბევრია ასეთი გამჯდარი ფრაზა თუ სიტყვა, რომელიც ჩვენში უწყინრად გამოიყენება (მაგ. ჩაჩანი, როგორც ბინძურის სინონიმი), ხოლო თუ nigger-ად გადათარგმნი – ქვეყნის მაზანზარებელ სიმძიმეს იძენს.
დღეს ამხელა ამბავია აწეული “ჩვენ რა, ზანგები ვართ?!” ფრაზის გარშემო. ლაპარაკში იშველიებენ იმასაც, რომ ამას უცხოელების გამოხმაურება მოჰყოლია. არადა, YouTube-ის ტიტრირებულ ვიდეოში nigger წერია. ზანგი როდის მერეა აზრობრივად nigger? არც negro ან black არის მთლად იავნანა, მაგრამ ფაქტია, რომ თარგმანის ავტორს სურათის დამძიმება უნდოდა ან საქმეს არაპროფესიონალურად მიუდგა. ორივე შემთხვევა უპასუხისმგებლოა და წუთიერ ეფექტზეა გათვლილი.
სულგანაბული ველი, როდის მომიწევს ნახევარი ისრაელისთვის იმის ახსნა, რომ მთავრობის რომელიმე წევრის მიერ (სამომავლოდ) ნათქვამი “ურიის ვალს ავიღებთ…” არ არის ანტისემიტიზმისა და იუდოფობიის გამოვლინება
Post-election Post
30 მაისი დამთავრდა. თან გაიყოლა მაგთის წამახალისებელი გათამაშება და ადგილობრივი თვითმართველობის, თბილისის მერისა და საპარლამენტო შუალედური არჩევნები. დადგა 31 მაისი… და ყველა ველოდებით, აღმოჩნდება თუ არა “ქრონიკის” პროდიუსერთა ჯგუფში ნოსტრადამუსის შთამომავალი და გაგვითენდა თუ არა “მოდელირებულ ქრონიკაში” აღწერილი დღე. მანამდე კი – რამდენიმე სიტყვით გასული კამპანიისა და მასშივე ჩადებული სამომავლო მარცხის შესახებ:
წარმოიდგინეთ, რომ…
წყალი უფასოდ(?!)
წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება. ჩვენმა გონებამ “გუბკასავით” შეისრუტა, რომ “ეს დროშა დაეცა ხიბულასთან”, რომ “ხმა უნდა მივცეთ გამარჯვებულს”, რომ “საქმით მოდის და საქმეს გვპირდება”, რომ “Change we can believe in” და რომ “რასაკვირველია, გასაკეთებელი კიდევ ბევრია”! ამ ყოვლისმომცველ სლოგანთა შორის “გაზი 10თ, შუქი 5თ, წყალი – უფასო” იყო ერთადერთი, რომელიც კონკრეტიკის ელფერს ატარებდა. მთელი კამპანიის განმავლობაში ველოდებოდი, რომ ვინმე დასვამდა შეკითხვას – წყალი უფასოდ?! მეც ამ პოსტს ვინახავდი და ველოდებოდი. არ დასვეს…
გრძელი ტექსტების მოზიზღეები რომ არ გამოგვაკლდნენ მსჯელობაში, აქვე ვიტყვი:
უფასო წყალი ნიშნავს რომ წყალი აღარ გვექნება!
რატომ?
iTVc2: რატომ არ იყო იქ Rocko?!
გუშინ იყო iTV კონფერენციის მეორე დღე. როგორც ჩემს წინა პოსტში ვივარაუდე, მეორე დღე კი არა – დამოუკიდებელი კონფერენცია გამოდგა. ჩემს აღმატებით მოსაზრებებს ორგანიზების, დიზაინერული შეფუთვის, კვების და სხვა საკითხებზე აქ აღარ გავიმეორებ – ყველაფერი ისევე კარგად იყო, როგორც პირველ დღეს. პირდაპირ შინაარსზე გადავალ:
მარშუტკა წმინდა მიწაზე
სამარშრუტო ტაქსი (ან ხალხურად – მარშ(რ)უტკა) საქართველოს სატრანსპორტო სისტემის მთავარი იმედი და ამავე დროს – მნიშვნელოვანი დამსაქმებელიცაა. ბევრი მას მიიჩნევს საცობების მთავარ მიზეზად. მარშუტკამ ჩვენში ისე გაიდგა ფესვები, რომ თანამედროვე ქართული გზა მის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია. სხვათაშორის, ვიკიპედიის მარშუტკების გვერდზე საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები. ბევრს საბჭოთა გადმონაშთი ჰგონია და ერთი სული აქვს როდის ამოწყდება ეს ფენომენი. არა და მარშუტკა share taxi-ს სახით მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაშია გავრცელებული – თავ-თავისი სახელებით და წვრილმანი დეტალებით. ამ პოსტიდან შეიტყობთ, როგორ არის ეს ბედნიერება მოწყობილი ისრაელში:















