About Blog

DAVID.GE is the oldest self-hosted blog on .GE domain, founded in 2006 as a photo/micro/blog and relaunched in 2009 as a personal blog, covering various topics – from life in Israel to best practices of Marketing and Branding.

DAVID.GE 2006 წელს დაიწყო – როგორც მიკრობლოგი ფოტოებით. 2009 წელს თავიდან დაიქოქა. ამჯერად ეს მოხდა, როცა ისრაელში ვიყავი და გამიჩნდა სურვილი დამეწერა იქაურობაზე, ოღონდ ისე, რომ სახეირო საქართველოში მყოფი მკითხველისთვის ყოფილიყო. ჯერაცაა ვწერ. ხეირიც აქვეა, არსად წასულა.

გარდა ამისა, აქვე ვაქვეყნებ პოსტებს მარკეტინგის გარშემო. ჯერჯერობით ცოტაა, ამიტომ ძირითად თემას არ ვნებს. თუ ავნებს, სხვა დომენზე გადავსვამ – მაქვს. რამდენიმე.

ამ ბლოგზე ვერ შეხვდებით პოსტებს ისეთ თემებზე, რომელიც მე არ მესმის; მაგრამ რაც მესმის, იმაზე ისეთი პოსტი იქნება, როგორსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით!

განუზომელი სიღრმის პატივისცემით,

David

P.S.: ვინც კომენტარს საკუთარი საიტის რეკლამირებისთვის დებთ, f connect-ით ნუ ისარგებლებთ, რადგან მერე თქვენი საიტის ლინკს ვეღარ ჩაწერთ შესაბამის ველში.

P.P.S.: შეკითხვაზე, “რას ნიშნავს სახელში 2.0?” პრინციპულად არ ვპასუხობ, ხოლო მოსმენილ ვერსიებს ვაგროვებ.

არგანელებული პატივისცემით,

კვლავაც David

8 thoughts on “About Blog

  1. DAVID.GE – პირველი თვითჰოსტვადი ბლოგი .GE დომენზე!
    თვითჰოსტვადი? მაგ სიტყვის მნიშვნელობა იცი? Servage.net-ზე დაჰოსტვა თვითჰოსტვაა?
    ფლაგიატიზმია შენი ბლოგი და განდიდების სურვილი :) ასეა მეგობარო ასე ..

  2. 1. უბრალოდ თვითჰოსტვადი (self-hosted) და თვითჰოსტვადი ბლოგი (self-hosted blog) ორი ძალიან განსხვავებული რამაა და როგორც ჩანს შენ მხოლოდ პირველის მნიშვნელობა იცი :) დაინტერესდი self-hosted blogs თემით და მერე გავაგრძელოთ. OK? :)

    ფლაგიატიზმი (ან პლაგიატიზმი) – ასეთი სიტყვა ქართულ ენაში არ არსებობს. თუ სხვის დაპოსტილს აფასებ, შენ თვითონ გამართულად უნდა წერდე :)

    btw, გმადლობ შეფასებისთვის :)

  3. “რას ნიშნავს სახელში 2.0?”

    მე ამაზე პირველად ექშენ სკრიპტ 2.0 გამახსენდა და ახლაც ასე მგონია :D :D:D გაგვენდე რა რას ნიშნავს :) ))))))

  4. გქონდა ფბ-ს დიზაინი და გაქრა… პირველად ამ ბლოგის არსებობის შესახებ გავიგე არჩილ მიქელაშვილისგან, და მაშინ მახსოვს ზუსტად შენ მიერ ნახსენები დიზაინი ჰქონდა, მაგრამ რატომღაც იმ დროს არ შემოგივლიდი… ახლა კი გაქრა… Reason?

    • ზუსტად დღეს ვფიქრობდი ამ About გვერდის განახლებაზე… :)

      ფბ-დიზაინი საჭირო იყო იმ ფბ-ფუნქციების ხაზგასასმელად, რაც ბლოგზე მქონდა: ფბ-რეგისტრირებულთათვის პირდაპირი კომენტირება, გვერდის დამეგობრება, პირდაპირი გაზიარება და ა.შ. მაგრამ ამასობაში ნელნელა ეს ფუნქციები ყველა ბლოგზე გაჩნდა, მას შემდეგ რაც Facebook Social Plugin-ები გამოვიდა. ამასობაში, იმ დიზაინს ჰქონდა სპეციფიური შეზღუდვები, რაც ფბ-დიზაინთანაა დაკავშირებული: ფონტი იყო ძალიან პატარა, კომენტარების სისტემა იყო უძველესი, ბევრი პლაგინი არ იყო თავსებადი.

      ამიტომ, შევეშვი :)

  5. Pingback: bike roof racks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Connect with Facebook

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>