About Blog
DAVID.GE is the oldest self-hosted .GE domain blog, founded in 2006 as a mix of photo- and microblog and relaunched in 2009 as a personal blog, covering various topics – from life in Israel to best practices of Marketing and Branding.
ჰა, რავარი იყო, ა?!
ახლა კი, ჩვენებურ-Groozean-ულად:
საქართველოში თუ რამეზე “პირველად საქართველოში”-ო არ თქვი, ზნაჩიტ ბანძია. ეს დაუშვებელია, ამიტომაც… Please, welcome:
DAVID.GE – პირველი თვითჰოსტვადი ბლოგი .GE დომენზე! აესე!
2006 წელს დაიწყო – როგორც მიკრობლოგი ფოტოებით. 2009 წელს თავიდან დაიქოქა. ამჯერად ეს მოხდა, როცა ისრაელში ვიყავი და გამიჩნდა სურვილი დამეწერა იქაურობაზე, ოღონდ ისე, რომ ხეირი საქართველოში მყოფი მკითხველისთვის ყოფილიყო. ჯერაცაა ვწერ. ხეირიც აქვეა, არსად წასულა.
გარდა ამისა, აქვე ვაქვეყნებ პოსტებს მარკეტინგის გარშემო. ჯერჯერობით ცოტაა, ამიტომ ძირითად თემას არ ურტყამს. თუ დაარტყამს, სხვა დომენზე გადავსვამ – მაქვს. რამდენიმე.
დავიწყე ხმამაღლა, დავამთავრებ ხმამაღლა: ამ ბლოგზე ვერ შეხვდებით პოსტებს ისეთ თემებზე, რომელიც მე არ მესმის. მაგრამ რაც მესმის, იმაზე ისეთი პოსტი იქნება, როგორსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით!
განუზომელი სიღრმის პატივისცემით,
David
P.S. “რედაქციაში არ წყდება მკითხველთა წერილების ნაკადი” კითხვით: “რატომ აქვს ბლოგს Facebook-მაგვარი დიზაინი?” გპასუხობთ: იმიტომ, რომ ამ ბლოგის მკითხველთა უმრავლესობა დღეში 1 საათს მაინც ხსენებულ საიტზე ატარებს და მინდოდა შემექმნა მათთვის ჩვეული გარემო აქაც. იგივე მიზნით, კომენტარების დატოვება აქ შეიძლება პირდაპირ Facebook-ის იუზერით: უბრალოდ, კომენტარის დაწერამდე დააჭირეთ იქვე მყოფ ღილაკს f connect (რა არის f connect? პასუხი).
შენიშვნა: ვინც კომენტარს საკუთარი საიტის რეკლამირებისთვის დებთ, f connect-ით ნუ ისარგებლებთ, რადგან მერე თქვენი საიტის ლინკს ვეღარ ჩაწერთ შესაბამის ველში
P.P.S. შეკითხვაზე, “რას ნიშნავს სახელში 2.0?” პრინციპულად არ ვპასუხობ, ხოლო მოსმენილ ვერსიებს ვაგროვებ.
არგანელებული პატივისცემით,
კვლავაც David















