პატარა მაგალითი სოც. მედიიდან

დღეს ერთ კარგ მაგალითს გადავაწყდი, რომელზეც მინდა მოგითხროთ:

მოგეხსენებათ, საქართველოში ჩამოდის NATO–ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი. ცოტა გამიკვირდა, როცა ვნახე, თუ როგორი მხარდაჭერა გაუკეთა მისმა გუნდმა ამ საკითხს სოციალურ მედიაში. მივყვეთ Facebook–ს:

1) თავიდან, საქართველოში ჩამოსვლამდე გაჩნდა სტატუსი:

NATO Sec Gen status about Georgia

სტატუსი საქართველოში ჩამოსვლამდე

2) შემდეგ მას მიყვა ფასიანი FB–რეკლამა – ტარგეტინგით სპეციალურად საქართველოზე:

NATO ad to promote Sec Gen page in Georgia

NATO–ს რეკლამა

3) ცოტა ხნის შემდეგ კი გამოჩნდა iPhone–დან დაწერილი სტატუსი:

NATO Sec Gen status for Georgia

სტატუსი 1000 ქართველი მეგობრისთვის

დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ეს სტატუსები არ არის პირდაპირ გენერალური მდივნის კომპიუტერიდან. თუმცა, ამის მიუხედავად, თავად ასეთი აქტიური მოქმედება Facebook–სა და Twitter–ში ძალიან სამაგალითოა სხვა სახელმწიფო თუ ბიზნეს პირებისათვის.